შინაარსზე გადასვლა

მთვარისებური ჩანჩქერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნახევარმთვარისებური ჩანჩქერები („მთვარისებური ჩანჩქერები"/ „რქოვანი ჩანჩქერები"/, „ნახევარმთვარის ჩანჩქერები") — ორი შენაერთისგან შემდგარი ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბიგჰორნის მდინარეზე, დასავლეთ-ცენტრალურ ალბერტაში, კანადაში. თავდაპირველად მათ ბიგჰორნის ჩანჩქერები ეწოდებოდა, იმ მდინარის სახელის გამო, რომელზეც ისინი მდებარეობენ.[1] დღევანდელი სახელწოდება მიუთითებს ნახევარმთვარისებურ კლდეზე, რომელზეც ისინი ჩამოდიან.[1]

ჩანჩქერები მდებარეობს რამდენიმე კილომეტრით მაღლა იმ ადგილისგან, სადაც მდინარე ერწყმის ჩრდილოეთ სასკაჩევნის მდინარეს. 4,5 კილომეტრი სიგრძის (2,8 მილი) ხრეშოვანი გზა მიემართება ჩრდილოეთისკენ დეივიდ ტომპსონის გზატკეცილიდან (აბრაჰამის ტბასა და ნორდეგს შორის) ჩანჩქერებისკენ. ნახევარმთვარის ჩანჩქერების პროვინციული საგანმანათლებლო ზონა მდებარეობს ჩანჩქერებისგან მდინარის მიდამოში ზემოთ.

ჩანჩქერი ორსაფეხურიანია და 27 მეტრის (89 ფუტი) სიმაღლე აქვს.[2] ვიზიტორებისთვის ჩანჩქერებთან წვდომა მთელი წლის განმავლობაში არის ნებადართული.[3] კლდოვანი კიდეები ჩანჩქერების ზედა ნაწილის გარშემო მოლიპულია[1] და ყოფილა შემთხვევები ფატალური შედეგებისა.[4] გარდა ამისა, ადამიანები დაღუპულან ჩანჩქერის ქვედა ნაწილში ცურვის დროსაც.[5]

ართურ ფილემონ კოლმენმა, ტორონტოს უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორმა, პირველად ახსენა ჩანჩქერები 1892 წელს და აღწერა ისინი.[6] ჯეიმს ჰამონდისადმი მიძღვნილი სკამი ჩანჩქერების გვერდით დგას, რომელიც მისმა ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ დააყენა. ჰამონდი გატაცებული იყო ბუნებით და განსაკუთრებით უყვარდა ეს ადგილი.[7]

  1. 1 2 3 Crescent Falls Hike. ციტირების თარიღი: 2016-04-24
  2. Alberta Tourism, Parks, Recreation and Culture. Crescent Falls Provincial Recreation Area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-07. ციტირების თარიღი: 2008-02-12.
  3. Crescent Falls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-23. ციტირების თარიღი: 2008-02-12.
  4. Explore Crescent Falls en-US. ციტირების თარიღი: 2016-04-24
  5. Explore Crescent Falls en-US. ციტირების თარიღი: 2016-04-24
  6. „Three people drown at Crescent Falls“. Red Deer Advocate (ინგლისური). 2020-08-12. ციტირების თარიღი: 2021-01-24.
  7. „Three people drown at Crescent Falls“. Red Deer Advocate (ინგლისური). 2020-08-12. ციტირების თარიღი: 2021-01-24.