მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი

神奈川沖浪裏, Kanagawa-oki Nami Ura

სერიის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი "კანაგავას დიდი ტალღა"
Great Wave off Kanagawa2.jpg
ავტორი კაცუსიკა ჰოკუსაი
წელი გამოქვეყნდა 1931 წელს

მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხეტი (Fugaku sanjūrokkei)[1] - უკიო-ე ჟანრის ლანდშაფტთა გრავიურების სერია, შექმნილი, იაპონელი გრავიორის და მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849) მიერ.

კაცუსიკამ ამ სერიაზე მუშაობა 70 წლის ასაკში დაიწყო და შექმნა 46 ნამუშევარი (10-ით მეტი ვიდრე საჭირო იყო), რომლებზეც მთა ფუძიამაა ასახული. სერიისთვის 10 დამატებითი ნამუშევარი შეიქმნა წარმატებული გაყიდვებისა და დიდი მოთხოვნების გამო.[2] გამოქვეყნდა ნიშიმურა ეიჯუდოს მიერ დაახლოებით 1931 წელს.[3]

მასში უკიო-ე ჟანრის გარდა ვხვდებით აიძური-ე ტექნიკას, რომელიც გრავიურის მხოლოდ ლურჯ ფერებში შექმნას ითვალისწინებს. [4] ერთ-ერთი შთამბეჭდავი ლურჯი ფერის, რომელიც სერიის რამდენიმე ნამუშევარში გვხვდება არის ბერლინის ლურჯი, ასევე ცნობილი, როგორც პრუსიული ლურჯი[5], რომელიც იაპონიაში ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტირდებოდა. [6]

სერიის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს მისი პირველი გრავიურა „კანაგავას დიდი ტალღა“ წარმოადგენს, რომელიც არა მარტო კაცუსიკას ქმნილებებს შორისაა ყველაზე განთქმული, არამედ მთელ იაპონურ ფერწერულ ნამუშევრებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი იაპონური ფერწერის სიმბოლოა. ასევე სერიის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია „წითელი ფუძიამა“.

კაცუსიკა ჰოკუსაი, ავტოპორტრეტი

კაცუსიკას ინოვაციური ხედვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთა ფუძიამა იაპონურ ლეგენდებში, რელიგიურ თაყვანისცემებში, ითვლებოდა, როგორც უზენაესი, წმინდა მწვერვალი, რომელიც თავის სიღრმეში უკვდავების საიდუმლოს ინახავს. მეცხრამეტე საუკენისთვის კი ამ შეხედულების ასახვა პოეტურ და ფერწერულ ჟანრებშიც დაიწყო. თავისთავად კაცუსიკა არ ყოფილა პირველი, ვისაც ფუძიამას ხელოვნებაში ასახვა მოაფიქრდა. ამ სერიის უნიკალურობა მის ინოვაციურ კომპოზიციებში მდგომარეობს. ჰოკუსაიმ სერიაში მუშათა კლასის უბრალო ხალხი, ფერმერები, მსახიობები და სოფლის ცხოვრება ასახა, რაც მანამდე ძალიან იშვიათად გადმოიცემოდა ნამუშევრებში.

გრავიურების კონკრეტული თანმიმდევრობა და თარიღები არ არის ცნობილი, ნამუშევრები კი შინაარსის მიხედვით ოთხ ტიპად არის დაყოფილი:

1.      მთა ფუძიამა, როგორც ბუნების ძალა/ადამიანის ხედები და ფუძიამა, დანახული დასავლეთის გავლენით,

2.     ჩიტის თვალით დანახული,

3.     ფუძიამა, როგორც უკანა პლანი ლანდშაპტის გასწვრივ მიმავალი მოგზაურების,

4.      ფუძიამა, როგორც შორეული არსება, რომელიც პერსონაჟთა ცხოვრებას უკანა პლანიდან აკვირდება.

ზოგიერთ ნამუშევარში მწვერვალი საკმაოდ შეუმჩნეველია, ზოგიერთში კი საერთოდ არ ჩანს. ნამუშევრებში ფუძიამა შეგვიძლია ვიხილოთ წინიდან, ზევითა ხედიდან ან პირიქით მიწასთან ახლო პერსპექტივიდან.

მართალია ნამუშევართა სათაურები მათზე ასახულ კონკრეტულ ადგილებს გვთავაზობს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ჰოკუსაიმ ეს ნამუშევრები, საკუთარი ფერწერული რეპერტუარებისგან შექმნა. ასევე, ცოცხალი მტკიცებულებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰოკუსაი აღფრთოვანებული იყო მთა ფუძიამას უცვლელი ყოფით და ამას საკუთარი თავის უკვდავყოფასთან აკავშირებდა. წიგნის „ფუძიამას ასი ხედი“ პირველ ტომში ჰოკუსაი თავის ამბიციურ ოცნებას აღწერს:

„ექვსი წლის ასაკიდან მივილტვოდი საგანთა ფორმების გადახატვისკენ, ორმოცდაათი წლის ასაკიდან ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ რაც სამოცდაათი წლის ასაკამდე დამიხატავს, ერთიც კი არ ყოფილა ყურადღების ღირსი. სამოცდაცამეტი წლის ასაკში შემეძლო გამეაზრებინა მცენარეების და ხეების ზრდის პროცესი, ფრინველების, ცხოველების, მწერების და თევზების სტრუქტურა. როცა ოთხმოც წელს მივაღწევ, იმედი მაქვს, რომ პროგრესს განვიცდი და ოთხმოცდაათი წლის ასაკში კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდები საგნების ძირითად პრინციპებს, ასი წლის ასაკში ხელოვნებაში ღვთაებრივ მდგომარეობას მივაღწევ, ას ათი წლის ასაკის ყოველი წერტილი და ყოველი დარტყმა ცოცხალი იქნება. ვინც საკმარისად დიდხანს ცხოვრობთ, დამეთანხმებით, რომ ჩემი ეს სიტყვები მცდარი არ არის.“ [7]

გრავიურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი ოცდათექვსმეტი გრავიურა

ნომერი ნამუშევარი ქართული სახელწოდება იაპონური სახელწოდება
1 Great Wave Hokusai BM 1906.1220.0.533 n01.jpg კანაგავას ტალღის ქვეშ 神奈川沖浪裏

Kanagawa oki nami-ura

2 Fine Wind, Clear Morning by Hokusai (Shimane Art Museum).jpg სასიამოვნო ქარი, ნათელი დილა, ასევე ცნობილი, როგორც სამხრეთის ქარი, ნათელი ცა ან წითელი ფუძიამა 凱風快晴

Gaifū kaisei

3 Katsushika Hokusai, tempesta sotto la vetta, dalla serie delle 36 vedute del monte fuji, 1831 ca.jpg ჭექა-ქუხილი მწვერვალის ქვეშ 山下白雨

Sanka hakuu

4 冨嶽三十六景 深川万年橋下-Under the Mannen Bridge at Fukagawa (Fukagawa Mannenbashi shita), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141017.jpg მანენის ხიდის ქვეშ ფუკაგავაში 深川万年橋下

Fukagawa Mannen-bashi shita

5 冨嶽三十六景 東都駿台-Surugadai in Edo (Tōto Sundai), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140999.jpg სუნდაი 東都駿台

Tōto sundai

6 The coast of seven leages in Kamakura.jpg ფიჭვის ბალიში აოიამაში 青山円座松

Aoyama enza-no-matsu

7 冨嶽三十六景 武州千住-Senju in Musashi Province (Bushū Senju), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141087.jpg სენჯუ, მუსაში ბუტი 武州千住

Bushū Senju

8 冨嶽三十六景 甲州犬目峠-The Inume Pass in Kai Province (Kōshū Inume tōge), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141045.jpg ინუმე პასი, კოშუ 甲州犬目峠

Kōshū inume-tōge

9 冨嶽三十六景 尾州不二見原-Fujimigahara in Owari Province (Bishū Fujimigahara), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141033.jpg ფუძიამას ხედი ოვარის პროვინციაში 尾州不二見原

Bishū Fujimigahara

10 冨嶽三十六景 駿州江尻-Ejiri in Suruga Province (Sunshū Ejiri), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140977.jpg ეჯირი სურუგას პროვინციაში 駿州江尻

Sunshū Ejiri

11 A sketch of the Mitsui shop in Suruga street in Edo.jpg მიცუის მაღაზიის ესკიზი სურუგაში, ედოში (დღევანდელი მურომაჩი, ტოკიო) 江都駿河町三井見世略図

Kōto Suruga-cho Mitsui Miseryakuzu

12 Katsushika Hokusai, tramonto presso il ponte ryogokubashi dall'imbarcadero ommayagashi, dalla serie delle 36 vedute del monte fuji, 1831 ca.jpg მზის ჩასვლა რიოგოკურ ხიდზე, სუმის მდინარის ნაპირიდან, ონმაიაგაში 御厩川岸より両国橋夕陽見

Ommayagashi yori ryōgoku-bashi yūhi mi

13 冨嶽三十六景 五百らかん寺さざゐどう-Sazai Hall at the Temple of the Five Hundred Arhats (Gohyaku Rakanji Sazaidō), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141020.jpg საზაის დარბაზი - ხუთასი რაკანის ტაძარი 五百らかん寺さざゐどう

Gohyaku-rakanji Sazaidō

14 Besneeuwde ochtend in Koishikawa-Rijksmuseum AK-MAK-1588.jpeg ჩაის სახლი კოიშიკავაში. დილა თოვლის შემდეგ 礫川雪の旦

Koishikawa yuki no ashita

15 冨嶽三十六景 下目黒-Lower Meguro (Shimo Meguro), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140998.jpg შიმომეგურო 下目黒

Shimomeguro

16 冨嶽三十六景 隠田の水車-The Waterwheel at Onden (Onden no suisha), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141021.jpg წყლის წისქვილი ონდენში 隠田の水車

Onden no suisha

17 Enoshima in the Sagami province.jpg ენოშიმა საგანის პროვინციაში 相州江の島

Soshū Enoshima

18 冨嶽三十六景 東海道江尻田子の浦略図-Tago Bay near Ejiri on the Tōkaidō (Tōkaidō Ejiri Tago no ura ryaku zu), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141037.jpg ტაგო ბაის სანაპირო, ეჯირი ტოკაიდოში 東海道江尻田子の浦略図

Tōkaidō Ejiri tago-no-uraryakuzu

19 冨嶽三十六景 東海道吉田-Yoshida on the Tōkaidō (Tōkaidō Yoshida), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141007.jpg იოშიდა ტოკაიდოში 東海道吉田

Tōkaidō Yoshida

20 冨嶽三十六景 上総の海路-At Sea off Kazusa (Kazusa no kairo), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141056.jpg კაზუსას პროვინციის საზღვაო მარშრუტი 上総の海路

Kazusa no kairo

21 冨嶽三十六景 江戸日本橋-Nihonbashi in Edo (Edo Nihonbashi), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141003.jpg ნიჰონბაშის ხიდი ედოში 江戸日本橋

Edo Nihon-bashi

22 冨嶽三十六景 隅田川関屋の里-Sekiya Village on the Sumida River (Sumidagawa Sekiya no sato), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141023.jpg ბარიერული ქალაქი სუმიდას მდინარეზე 隅田川関屋の里

Sumidagawa Sekiya no sato

23 冨嶽三十六景 登戸浦-Noboto Bay (Noboto no ura), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141022.jpg ნობოტოს ყურე 登戸浦

Noboto-ura

24 The lake of Hakone in the Segami province.jpg ჰაკონეს მდინარე საგამის პროვინციაში 相州箱根湖水

Sōshū Hakone kosui

25 冨嶽三十六景 甲州三坂水面-Reflection in Lake at Misaka in Kai Province (Kōshū Misaka suimen), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei MET DP141064.jpg მთა ფუძიამას ანარეკლი კავაგუჩის ტბაში, დანახული მისაკა პასიდან, კაის პროვინციაში 甲州三坂水面

Kōshū Misaka suimen

26 冨嶽三十六景 東海道保土ケ谷-Hodogaya on the Tōkaidō (Tōkaidō Hodogaya), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141025.jpg ჰოდოგაია ტოკაიდოზე 東海道保土ケ谷

Tōkaidō Hodogaya

27 冨嶽三十六景 武州玉川-Fuji—The Tama River, Musashi Province, from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140975.jpg ტამას მდინარე მუსაშის პროვინციაში 武州玉川

Bushū Tamagawa

28 Asakusa Honganji temple in th Eastern capital.jpg Asakusa Hongan-ji-ს ტაძარი აღმოსავლეთ დედაქალაქში (ედო) 東都浅草本願寺

Tōto Asakusa honganji

29 冨嶽三十六景 武陽佃島-Tsukudajima in Musashi Province (Buyō Tsukudajima), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141089.jpg ცუკუდას კუნძული მუსაშის პროვინციაში 武陽佃島

Buyō Tsukuda-jima

30 冨嶽三十六景 相州七里浜-Shichirigahama in Sagami Province (Sōshū Shichirigahama), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140979.jpg შიჩირის სანაპირო საგამის პროვინციაში 相州七里浜

Soshū Shichiri-ga-hama

31 Umegawa in Sagami province.jpg უმეზავა საგამის პროვინციაში 相州梅沢庄

Soshū umezawanoshō

32 Kajikazawa in Kai Province (Koshu Kajikazawa).jpg კაჯიკაზავა საგამის პროვინციაში 甲州石班沢

Kōshū Kajikazawa

33 冨嶽三十六景 甲州三島越-Mishima Pass in Kai Province (Kōshū Mishima goe), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141043.jpg მიშიმა პასი კაის პროვინციაში 甲州三嶌越

Kōshū Mishima-goe

34 冨嶽三十六景 遠江山中-In the Mountains of Tōtomi Province (Tōtomi sanchū), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP140988.jpg მთა ფუძიამა ტოტომის მთებიდან 遠江山中

Tōtōumi sanchū

35 Het Suwa meer in de provincie Shinano Shinshu Suwako (titel op object) 36 gezichten op de berg Fuji (serietitel) Fugaku sanjurokkei (serietitel op object), RP-P-1956-730.jpg მთა ფუძიამას ხედი სუვას ტბის გასწვრის (ტბა სუვა შინანოს პროვინციაში) 信州諏訪湖

Shinshū Suwa-ko

36 冨嶽三十六景 常州牛掘-Ushibori in Hitachi Province (Jōshū Ushibori), from the series Thirty-six Views of Mount Fuji (Fugaku sanjūrokkei) MET DP141044.jpg უშიბორი ჰიტაჩის პროვინციაში 常州牛掘

Jōshū Ushibori


დამატებითი 10 ნამუშევარი

ნომერი ნამუშევარი ქართული სახელწოდება იაპონური სახელწოდება
1 Katsushika Hokusai, Goten-yama hill, Shinagawa on the Tōkaidō, ca. 1832.jpg გოთენ-იამას გორაკი, შინაგავა ტოკაიდოზე 東海道品川御殿山の不二

Tōkaidō Shinagawa Goten'yama no Fuji

2 Honjo Tatekawa, the timberyard at Honjo.jpg ჰონჯო ტატეკავა, ხეტყის ეზო ჰონჯოში, სუმიდა 本所立川

Honjo Tatekawa

3 Nakahara in the Sagami province.jpg ფუძიამას ხედი სენჯუ ჰანამაჩიში 従千住花街眺望の不二

Senju Hana-machi Yori Chōbō no Fuji

4 Soshu Nakahara.jpg ნაკაჰარა საგამის პროვინციაში 相州仲原

Sōshū Nakahara

5 Ono Shindon in the Suraga province.jpg ონო შინდენი სურუგას პროვინციაში 駿州大野新田

Sunshū Ōno-shinden

6 Climbing on Mt. Fuji.jpg ასვლა ფუძიამაზე 諸人登山

Shojin tozan

7 The Tea plantation of Katakura in the Suruga province.jpg კატაკურას ჩაის პლანტაცია სურუგას პროვინციაში 駿州片倉茶園の不二

Sunshū Katakura chaen no Fuji

8 The Fuji from Kanaya on the Tokaido.jpg ფუძიამა კანაიადან ტოკაიდოზე 東海道金谷の不二

Tōkaidō Kanaya no Fuji

9 Dawn at Isawa in the Kai province.jpg მზის ჩასვლა ისავაზე კაის პროვინციაში 甲州伊沢暁

Kōshū Isawa no Akatsuki

10 The back of the Fuji from the Minobu river.jpg ფუძიამას უკანა მხარე მინობუს მდინარიდან 身延川裏不二

Minobu-gawa ura Fuji

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.metmuseum.org/art/collection/search/57006
  2. http://www.ukiyoe-ota-muse.jp/exhibition-eng/katsushika-hokusai-thirty-six-views-of-mt-fuji
  3. https://www.moaart.or.jp/en/?event=hokusai-2
  4. https://www.adachi-hanga.com/ukiyo-e-en/category/8
  5. https://www.metmuseum.org/blogs/now-at-the-met/2014/great-wave
  6. https://blog.britishmuseum.org/the-great-wave-spot-the-difference/
  7. https://risdmuseum.org/exhibitions-events/exhibitions/hokusais-mount-fuji