შინაარსზე გადასვლა

მთაწმინდის ხანძარი (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთაწმინდის ხანძარი ყველაზე მასშტაბური განფენილობის დროს.
გიორგი მელაშვილის ფოტო
მთაწმინდის მთის დაზიანებული მონაკვეთი (მარჯვნივ)
გიორგი მელაშვილის ფოტო

მთაწმინდის ხანძარი — საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მთაწმინდის მთაზე მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს ეკიდა.[1]

ხანძრის შესახებ პირველი ცნობები 22:29 საათზე გავრცელდა. ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს გაუჩნდა, ხანძრის ფართობი სწრაფად გაიზარდა და მთაწმინდის ეშმაკის ბორბალს მიუახლოვდა.[2]

ადგილზე მალევე მოხდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. პრესის ინფორმაციით, რთული რელიეფის პირობებში ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებს უძნელდებოდათ.[2]

ხანძრის ადგილზე მისული თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვერტმფრენების გამოყენების თაობაზე; მოგვიანებით, მისივე სიტყვებით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას სპეციალური ვერტმფრენი არ მიიღებს, რადგანაც „ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო.“[3]

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები.[4]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.[4]