შინაარსზე გადასვლა

მთამსვლელი (მანგა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთამსვლელი (იაპონ. 孤高の人 Kokō no Hito?, თარგი:Lit) არის იაპონური მანგის სერია, რომელიც დაწერილია შინ-იჩი საკამოტოს, იოშიო ნაბეტას (პირველი ორი ტომი) და ჰიროში ტაკანოს (ტომები 2–4) თანაავტორობით. მანგა დაფუძნებულია ჯირო ნიტას 1973 წლის ორტომიან რომანზე და ილუსტრირებულია თავად საკამოტოს მიერ. გამოცემა თავდაპირველად 2007 წლის ნოემბერში დაიწყო და 2012 წლის ოქტომბრამდე იბეჭდებოდა Shueisha-ს seinen manga ჟურნალში, Weekly Young Jump-ში. საბოლოოდ, მისი თავები 17 tankōbon ტომად შეგროვდა. მანგა მოგვითხრობს ინტროვერტ სოლო მთამსვლელზე, მორი ბუნტაროზე, რომლის პერსონაჟიც ნაწილობრივ რეალურ მთამსვლელს, ბუნტარო კატოს [ja] ეფუძნება. ახალ საშუალო სკოლაში გადასვლის შემდეგ, იგი სპორტულ ცოცვას აღმოაჩენს და მალევე მთელ თავის ცხოვრებას პროფესიონალურ ალპინიზმს უძღვნის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, ბუნტარო რჩება ერთგული თავისი უდიდესი ოცნების — K2-ის აღმოსავლეთ ფრონტის დალაშქვრის. 2010 წელს მთამსვლელმა იაპონიის მედია ხელოვნების მე-14 ფესტივალზე პრესტიჟული ბრწყინვალების ჯილდო მოიპოვა.

ისტორია მოგვითხრობს მარტოსულ და მელანქოლიურ მოსწავლეზე, ბუნტარო მორიზე (森 文太郎, Mori Buntarō), რომელიც შემთხვევით აღმოაჩენს თავის ახალ გატაცებას — ცოცვას. ყველაფერი იწყება სკოლაში, სამოყვარულო ალპინიზმის კლუბიდან, ხოლო მოგვიანებით იგი მსოფლიო დონის პროფესიონალ მთამსვლელად ყალიბდება. ბუნტარო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს გადის — მარტოობას, სოლო ცოცვასა და დეპრესიას ებრძვის, მაგრამ მაინც არ ნებდება. საკუთარი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, ის მიზნად ისახავს ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალის, K2-ის დაპყრობას.

„მთამსვლელი“ ეფუძნება ჯირო ნიტას 1973 წლის ორტომიან რომანს. მანგა დაიწერა შინ-იჩი საკამოტოს, იოშიო ნაბეტას (პირველი ორი ტომი), და ჰიროში ტაკანოს (ტომები 2–4) მიერ, ხოლო ილუსტრირებული თავად საკამოტოს მიერ. სერია 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის 27 ოქტომბრამდე იბეჭდებოდა Shueisha-ს seinen manga ჟურნალში, Weekly Young Jump-ში. მოგვიანებით, Shueisha-მ მისი თავები 17 tankōbon ტომად გააერთიანა, რომლებიც 2008 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 18 ნოემბრამდე გამოიცა.

2024 წლის მაისში, Viz Media-მ განაცხადა, რომ მანგა ინგლისურად გამოსაცემად ლიცენზირებულია და მისი გამოშვება 2025 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.

თარგი:Graphic novel list/header თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list თარგი:Graphic novel list/footer

მთამსვლელი
ფაილი:Kokou no Hito 1.png
პირველი tankōbon ტომის ყდა
孤高の人
ჟანრი სათავგადასავლო | დრამა | სპორტი
მანგა
ავტორი შინ-იჩი საკამოტო | იოშიო ნაბეტა (ტ. 1 და 2) | ჰიროში ტაკანო (ტ. 2–4)
ილუსტრატორი შინ-იჩი საკამოტო
გამომცემელი Shueisha
გამომცემელი ინგლისურად NA: Viz Media
დემოგრაფია Seinen
იმპრინტი Young Jump Comics
ჟურნალი Weekly Young Jump
გამოიცა 2007 წლის 1 ნოემბერი – 2011 წლის 27 ოქტომბერი
ტომები 17
მთამსვლელი
ორიგინალური გამოშვების თარიღი ინგლისური ISBN ინგლისური გამოშვების თარიღი ინგლისრუი ISBN
1 2008 წლის 18 აპრილი 978-4-08-877426-8 2025 წლის 15 აპრილი 978-1-9747-5152-5
2 2008 წლის 18 ივლისი 978-4-08-877475-6 2025 წლის 15 აპრილი 978-1-9747-5152-5
3 2008 წლის 19 სექტემბერი 978-4-08-877522-7
4 2008 წლის 19 ნოემბერი 978-4-08-877549-4
5 2009 წლის 19 თებერვალი 978-4-08-877593-7
6 2009 წლის 19 მაისი 978-4-08-877642-2
7 2009 წლის 19 აგვისტო 978-4-08-877696-5
8 2009 წლის 19 ნოემბერი 978-4-08-877753-5
9 2010 წლის 19 თებერვალი 978-4-08-877807-5
10 2010 წლის 19 მარტი 978-4-08-877835-8
11 2010 წლის 18 ივნისი 978-4-08-877880-8
12 2010 წლის 17 სექტემბერი 978-4-08-879030-5
13 2010 წლის 17 დეკემბერი 978-4-08-879077-0
14 2011 წლის 18 თებერვალი 978-4-08-879120-3
15 2011 წლის 19 მაისი 978-4-08-879145-6
16 2011 წლის 19 აგვისტო 978-4-08-879187-6
17 2011 წლის 19 ნოემბერი 978-4-08-879236-1

მთმასვლემა 2010 წელს იაპონიის მედია ხელოვნების მე-14 ფესტივალზე მანგის კატეგორიაში ბრწყინვალების პრიზი მოიპოვა. ასევე, 2011 წელს Prix Mangawa Awards-ზე საუკეთესო seinen მანგის ჯილდო მიიღო.