მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 130,010 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მონუმენტი ევპატორიაში
ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით. ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. 2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ვიკიმედიის ლოგო
ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation, Inc., შემოკლებით WMF) — ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ ვიკი-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.



HSBild.svg

დღის სურათი

საკანონმდებლო ასამბლეის შენობა, ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია
საკანონმდებლო ასამბლეის შენობა, ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია



W-circle.svg

სიახლეები

მოჰამედ მურსი
  • ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი (სურათზე) სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა.
  • იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • მოლდოვის რესპუბლიკის ორ უმაღლეს თანამდებობას ქალები იკავებენ: მაია სანდუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ზინაიდა გრეჩანი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
  • დანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები მეტე ფრედერიკსენის ხელმძღვანელობით იმარჯვებენ.
  • ბრიგიტე ბირლაინი ავსტრიის პირველი ქალი-კანცლერი გახდა.
  • საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემ ჰოტსპური დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მეექვსედ დაეუფლა.

  • HSDagensdatum.svg

    20 ივნისი — ამ დღეს...

    დედოფალი ვიქტორია
  • 1214 : ოქსფორდის უნივერსიტეტს სამეფო ქარტია მიენიჭა.
  • 1685 : მონმუთის აჯანყებამონმუთის გრაფი თავს ინგლისის მეფედ აცხადებს ბრიჯუოტერში.
  • 1837 : ვიქტორია (სურათზე) დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდა.
  • 1877 : ალექსანდერ გრეიამ ბელმა მსოფლიოს პირველი კომერციული სატელეფონო სისტემა დაამონტაჟა ჰამილტონში, ონტარიო, კანადა.
  • 1963 : კუბის ქობინთა კრიზისის გამო საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს შორის „წითელი ტელეფონი“ ამოქმედდა.
  • 1973 : ესეისის ხოცვა ბუენოს–აირესში, არგენტინა — სნაიპრებმა მემარცხენე პერონისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 13 ადამიანი დაიღუპა და 300–მდე დაიჭრა.
  • 1991 : გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყნის დედაქალაქი ბონიდან ბერლინში დააბრუნეს.
  • 2003 : ფონდი ვიკიმედია დაარსდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა