მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 143,385 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

აკაკი შანიძე
აკაკი შანიძე (დ. 26 თებერვალი, 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950). მან იოსებ ყიფშიძესა და გიორგი ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი „ძველი ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული“ (1931), სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ტრაფალგარის ბრძოლა
ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) — საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
სოორონბაი ჟეენბეკოვი
  • ყირგიზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი (სურათზე) გადადგა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ამერიკელები პოლ მილგრომი და რობერტ უილსონი გახდნენ.
  • ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მსოფლიო სასურსათო პროგრამა გახდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ამერიკელი პოეტი ლუიზა გლიუკი გახდა.
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში ფრანგი ემანუელ შარპანტიე და ამერიკელი ჯენიფერ დუდნა გახდნენ.
  • ნობელის პრემია ფიზიკაში როჯერ პენროუზს, რაინჰარდ გენცელს და ანდრეა გეზს გადაეცა შავ ხვრელთა შესახებ აღმოჩენებისთვის.

  • HSDagensdatum.svg

    21 ოქტომბერი — ამ დღეს...

    მზის დაბნელება 1999 წელს.
  • ძვ. წ. 2137 : ისტორიაში პირველი მზის დაბნელების აღწერა ჩინეთში.
  • 1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელი დაერქვა.
  • 1805 : ტრაფალგარის ბრძოლაბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ჰ. ნელსონის მეთაურობით დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი.
  • 1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.
  • 1945 : საფრანგეთში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის ნება დართეს.
  • 1967 : ვაშინგტონში ვიეტნამის ომის გამო გამართულ საპროტესტო აქციაში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
  • 1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა