შინაარსზე გადასვლა

მზიური (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მზიური“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ზაალ კაკაბაძე
პროდიუსერი აისედორა მერგელოვა
სცენარის ავტორი ნუნუ გუნიავა
დავით ჩუბინიშვილი
ზაალ კაკაბაძე
როლებში გოგა ფიფია
ვია „მზიური“
კომპოზიტორი გურამ ბზვანელი
ხმის ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
ოპერატორი გივი მელქაძე,
გიორგი ბარნოვი
მონტაჟი ციური კობერიძე
მხატვარი მიხეილ ბახანოვი
სტუდია ქართული ტელეფილმი
გამოსვლის თარიღი 1973
ხანგრძლივობა 80 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

„მზიური“ — რეჟისორ ზაალ კაკაბაძის 1973 წლის მუსიკალური მხატვრული ფილმი.[1]

საბჭოთა კავშირის ნაკრები ნიჩბოსნობაში ჩემპიონი ხდება მსოფლიო პირველობაზე. გუნდის კაპიტანი ქართველია, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია საგზურით აჯილდოებს — პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში. ის ფიქრობს, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და აღშფოთდება, როცა გოგონების მუსიკალური ანსამბლის ხელმძღვანელი აღმოჩნდება.

ფილმში ასახულია ბავშვთა ანსამბლის და მისი ხელმძღვანელის მოგზაურობა ბათუმიდან არტეკამდე თბომავალით „შოთა რუსთაველი“. მონაწილეობენ გოგა ფიფია და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]