შინაარსზე გადასვლა

მზის რადიაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზის რადიაციის გავრცელების სქემა დედამიწის ატმოსფეროში

მზის რადიაციამზის ელექტროაგნიტურ და კორპუსკულურ გამოსხივებათა ერთობლიობა. მზის რადიაცია დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე უმრავლეს პროცესთა ენერგიის ძირითადი წყაროა. მზის აქტიურობას ახასიათებენ მზის მუდმივათი. მზის ელექტრომაგნ გამოსხივების ძირითადი ნაწილი მოდის სპექტრის ხილულ უბანზე. ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი შეიცავს სითბურ და არასითბურ კომპონენტებს პირველი წარმოიქმნება წყნარი მზის პირობებში სითბური სიჩქარით მოძრავი ელექტრონებისა და იონების დაჯახებით, მეორე კი — სპორადულად, მზის აქტარეების მაგნიტური ძალწირების ირგვლივ მოძრავი ელექტრონების გამოსხივებით. სინამდვილეში მზე არასოდეს არ არის „წყნარი“, მზეზე მუდამ მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც აძლიერებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას რადიოტალღების სხვადასხვა დიაპაზონში. განსაკუთრებით შესამჩიევია სპორადული რადიოგამოსხივების ინტენსიურობის ცვლილება მზეზე ანთებების დროს, რომელიც ჩნდება მზის მაქსიმალური აქტიურობის დროს. მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში გარკვეული ადგილი უჭირავს აგრეთვე მოკლეტალღიან, რენტგენულ და გამა-გამოსხივებას, რომელთა ენერგიის ნაკადის ინტენსიურობა მზის აქტიურობის მაქსიმუმის ეპოქისთვისაც კი დედამიწის ორბიტასთან 10-15 ერგ/(სმ²·წმ) არ აღემატება. მზის კორპუსკულური გამოსხივებაა მზისიერი ქარი და მზისიერი კოსმოსური სხივები.