მზის ლაქა
იერსახე
მზის ლაქა — შედარებით ბნელი წარმონაქმნი რომელიც დროდადრო სხვადასხვა სიხშირით ჩნდება მზის ფოტოსფეროში. მათი ტემპერატურა საშუალოდ 1500 K-ით ნაკლებია ფოტოსფეროს ტემპერატურაზე და ≈4500 K. ლაქების ზომები 200 000 კმ-ს შეიძლება აღწევდეს ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა — რამდენიმე თვეს. წელიწადის განმავლობაში წარმოქმნილი მზის ლაქის საშუალო რაოდენობა 11 წლიანი პერიოდით იცვლება, მაქსიმალურია მზის აქტიურობის მაქსიმუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 660.