მზის დაბნელება (857 წლის 27 მაისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მზის დაბნელება 857 წლის 27 მაისსმზის ნაწილობრივი დაბნელება (857 წლის ძ. სტ. 27 მაისს), რომელმაც საქართველოს ტერიტორია დაფარა.

საისტორიო წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის დაბნელება დაფიქსირებულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ქრონიკაში:

ქ~კს :ოვ: აქა მზე დაბნელდა[1]

მოსაზრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თედო ჟორდანიას მიხედვით საქმე გვაქვს არა 856 (248+532+76=856) წლის მოვლენასთან, არამედ წინა მოქცევის მოვლენასთან 324 (248+76=324) წელთან. მისი მოსაზრებით წყაროში მოხსენიებული თარიღი უკავშირდება 324 წლის მზის დაბნელებას (მზის დაბნელება (325 წლის 26 ივლისი)), რომლის დროსაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა.

„ჩვენის გამოანგარიშებით (რომელიც არა ვგონებ გაცუდდეს) ეს მოვლენა და მირიანის სასწაულებრივი მოქცევა მოხდა 323 წელს, რომელსაც უჩვენებს ეს ქრონიკაცა, მაგრამ ერთის წლით უკან. ერთ-წლოვანი შეცდომა კი, როგორც ამ წიგნის შესავალში მოვიხსენებთ, ცხრილოვანს ქრონიკებში ადვილი მოსალოდნელია“[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თ. ჟორდანია, ქრონიკები ტ. I, გვ. 82
  2. თ. ჟორდანია, ქრონიკები ტ. I, გვ. 82-83