შინაარსზე გადასვლა

მზისიერი ქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელიოსფერული ნაკადის ფენა წარმოიქმნება მზის მბრუნავი მაგნიტური ველის გავლენით მზისიერ ქარში არსებულ პლაზმაზე.

მზისიერი ქარი, მზისმიერი ქარი, მზის ქარიმზიდან რადიალური მიმართულებით პლაზმისა და მასში თითქოს ჩაყინული მაგნიტური ველის უწყვეტი გამოდინება.

აზრი მზიდან პლაზმის უწყვეტი, რადიალური გამოდინების შესაძლებლობის შესახებ ცნობილი გახდა 1951 წლიდან ლ. ბირმანის მიერ კომეტათა კუდების გამოკვლევის შემდეგ· მზისიერი ქარის მწყობრი თეორია კი 1958 წელს ი. პარკერმა შექმნა. მან აჩვენა, რომ მზის გვირგვინი სტაციონარულ მდგომარეობაში არაა და ჰიდროდინამიკური კანონების თანახმად ფართოვდება: ი. პარკერმა თეორიულად გამოთვალა, რომ მილიონი გრადუსის ტემპერატურის მქონე იზოთერმული გვირგვინის შემთხვევაში დედამიწის ორბიტასთან ნაწილაკის მოძრაობის სიჩქარეა 5×107 სმ/წმ, ხოლო ნაწილაკთა კონცენტრაცია 7 სმ⁻³. მისი გამოთვლის თანახმად, გვირგვინის დასაწყისში ნაწილაკის სიჩქარეა 7×104 სმ/წმ, შემდეგ სწრაფად იზრდება, მზის 10 რადიუსის მანძილზე ხდება ზებგერითი, ხოლო შემდგომ ნელა იცვლება.

მზისიერი ქარის უწყვეტად წარმოქმნისათვის საჭირო ენერგიის წყაროს უნდა წარმოადგენდეს მზის აირის კონვექციურ ნაკადთა მიერ წარმოქმნილ აკუსტიკურ და მაგნიტოჰიდროდინამიკურ ტალღათა დისიპაცია გვირგვინში.

პლანეტათაშორის სივრცეში პლაზმური ნაკადები პირველად 1959 წელს საბჭოთა კოსმოსურმა აპარატებმა „ლუნა-4“ და „ლუნა-3“ გაზომეს. შემდგომ მზისიერ ქარს ზომავდნენ კოსმოსური აპარატები „ვენერა-1“, „ექსპლორერ 10“, „მარინერ 2“, „ექსპლორერ 14“, „ველა“ და სხვები. დადგინდა, რომ მზისიერი ქარი შედგება იონებისა (ძირითადად პროტონები, 5% α-ნაწილაკები და სხვა) და თავისუფალი ელექტრონებისაგან. მზისიერი ქარის კონცენტრაცია მზიდან 1 ა. ე. მანძილზე დაახლოებით 10 სმ⁻³-ია, ტემპერატურა 105 °C, რადიალური სიჩქარე — 3×107 სმ/წმ, მაგნიტური ველის დამაბულობა — ( ერსტედი). კოსმოსურ აპარატ „მარინერ 2“-ით გაზომვისას აღმოჩნდა, რომ ნაწილაკთა კონცენტრაცია და პლაზმის ნაკადი იცვლება მზიდან მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად. მზისიერი ქარის პარამეტრები დროის მიხედვით საგრძნობლად იცვლება (მაგალითად, 1964 წლის ივლისიდან 1965 წლის ივლისამდე აპარატ „ველა 2“-ის მონაცემებით ნაწილაკთა სიჩქარე შეიცვალა 1.5-ჯერ, ტემპერატურა კი 3-ჯერ), მაგრამ მათი საშუალო მნიშვნელობანი თითქმის უცვლელია მზის აქტიურობის ციკლის განმავლობაში.

მზისიერი ქარის სახით მზე ყოველწლიურად მასის 2×10−14 ნაწილს კარგავს. მზისიერი ქარის ინტენსიურობის ცვლილება იწვევს გეომაგნიტური ველის შეშფოთებებს, მაგნიტურ ქარიშხლებს, პოლარულ ნათებას და სხვას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]