მზეთამზის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მზეთამზის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი — ნაეკლესიარი, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში.

მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას მცირე ბორცვის მოვაკებაზე. ირგვლივ გალავნის ნანგრევების ფრაგენტებია. ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზე. როგორც ჩანს ადგილობრივ მოსახლეობას მოუგროვებია ჩამოქცეული ქვები და დაულაგებია მშრალი წყობით შემორჩენილ კედლებზე. ამასთან მოუწყვიათ ხის მარტივი გადახურვაც.

ღმოსავლეთით გაირჩევა ნახევარწრიული აფსიდი. საკურთხეველი ორი საფეხურით იყო გამოყოფილი მცირე დარბაზიდან. წყობა შიგნიდანაც ნარჩევი ქვისა უნდა ყოფილიყო. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ინტერიერში დგას ორსაფეხურიან ბაზისზე დაფუძნებული ტრაპეზის ქვა - ჩასადგმელი ბუნით. წინიდან ჯვრის გამოსახულებით. წინა და გვერდითი წახნაგები მომრგვალებულია.

ნაგებობა X საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს. საკურთხეველში დევს სანათლავის ტიპის ქვა მართკუთხა ძირით და ცერად წაკვეთილი ზედა, გულამოღებული გვერდებით. აღმოსავლეთ ფასადთან ქვების გროვაში დევს ერთ ქვაში ამოკვეთილი სარკმელი კლიტისებური ღიობით და რელიეფური ჯვრით ზემოდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12149