მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი)
ზურაბ ჟვანიას გამოსვლა

მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს 39-ე სკამიდან წარმოთქმული ისტორიული სიტყვა.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგის დროით 12 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე) გახდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. [1]

კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.[1]

ზურაბ ჟვანიას თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი რეგიონული არქიტექტურის შექმნაში, აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფციას სრულიად ახალი რეგიონული თანამშრომლობისკენ მივყავართ, რაც რეგიონს სტაბილურობასა და აყვავებას მოუტანს. მისი განცხადეით, ეს იქნება საქართველოს წვლილი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ზურაბ ჟვანიამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოში უახლოეს მომავალში საქართველოს მეზობლები — სომხეთი და აზერბაიჯანი გაწევრიანდებიან.[1]

ვიკიციტატა
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სამშობლო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, განუმეორებელი, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. საქართველოს ხალხმა წარმოუდგენელი სიძნელეები და განსაცდელი გამოიარა და ალბათ, თქვენ გესმით, ჩემი და საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრის მღელვარება დღევანდელ ისტორიაზე. დღეს, როდესაც თქვენ საქართველოს გზა დაულოცეთ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმითი, რომ სწორედ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი აქ - ევროპის სასახლის ტრიბიუნიდან წარმოვთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ / №23 (3064), 1999, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“. 28 იანვარი, 1999 წ. №23 (3064). გვ. 1-2.