მეჰმეთ ალი ბირანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მეჰმეთ ალი ბირანდი
Milliyet Meeting.jpg
შეხვედრა მეჰმეთ ალი ბირანდთან „Milliyet“-ში (მაგიდის ბოლოში)
მშობლიური სახელი Mehmet Ali Birand
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი 1941
ბეიოღლუ, სტამბოლი, თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2013 (71 წლის)
შიშლი, სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება თურქი
განათლება გალათასარაის უმაღლესი სკოლა
საქმიანობა ჟურნალისტი,
პოლიტიკური სპიკერი,
მწერალი
აქტიური 1964–2013
მეუღლე(ები) ჯემილე ბირანდი (დ. 1973)
შვილ(ებ)ი 1

მეჰმეთ ალი ბირანდი (თურქ. Mehmet Ali Birand; დ. 9 დეკემბერი, 1941 — გ. 17 იანვარი, 2013) — თურქი ჟურნალისტი, პოლიტიკური კომენტატორი და მწერალი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირანდი დაიბადა 1941 წლის 9 დეკემბერს იზეთ და მიურვეთ ბირანდების ოჯახში, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში. დაასრულა გალათასარაის უმაღლესი სკოლა.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირანდმა თავისი ჟურნალისტური კარიერა 1964 წელს დაიწყო, გაზეთ „Milliyet“. 1992 წელს შეუერთდა „Show TV“-ის სარედაქციო გუნდს. მოგვიანებით დააფუძნა პოლიტიკური თოქ-შოუ სახელად „32. Gün“, რომელიც პირველად 1985 წელს TRT-ზე გავიდა, ხოლო შემდეგ CNN Türk-სა და Show TV-ზე. ასევე უძღვებოდა CNN Türk-ზე ყოველდღიურ ამბებს. 2013 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე, მუშაობდა Kanal D-ში, სადაც უძღვებოდა მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.

დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „30 Sıcak Gün“, „Diyet“, „Türkiye'nin Avrupa Macerası“, „12 Eylül 04.00“ და „Emret Komutanım“.

ბირანდი ასევე იყო საფეხბურთო კლუბ გალათასარაის გამგეობისა და სამეურვეო საბჭოს წევრი.

2006 წელს მან განაცხადა, რომ „JITEM“-მა სთხოვა მაჰმუთ ილდირიმს (იეშილი) მისი მოკვლა, მაგრამ ოპერაცია მოგვიანებით გაუქმდა, მას შემდეგ რაც ილდირიმმა უკვე გამოიკვლია ბირანდის სახლის დაცვა. ბირანდმა თქვა, რომ MIT-ის ხელმძღვანელმა შენკალ ატასაგუნმა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მას ეს ეპიზოდი უთხრა.[3]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირანდი 2013 წლის 17 იანვარს სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო გარდაიცვალა. ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა კიბოს. გარდაცვალების მომენტში 71 წლის იყო.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Diyet
  • Türkiye'nin Avrupa Macerası
  • 30 Sıcak Gün
  • 12 Eylül 04.00
  • Emret Komutanım
  • 32. Gün
  • 10 Yılın Perde Arkası
  • Mehmet Ali Birand
  • Milliyet Yayınları / Aktüel Kitaplar Dizisi
  • Nasreddin Hodja

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Birand: Kürt olmakla gurur duyuyorum“. Haber7 (თურქული). 5 December 2012. ციტირების თარიღი: 10 June 2021.
  2. „Mehmet Ali Birand Biyografisi“. Son dakika (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2012.
  3. Today's Zaman, 14 May 2006, JITEM Wanted to Kill Birand დაარქივებული 30 December 2013 საიტზე Wayback Machine.