მეჰდი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჰდი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონი

მეჰდი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონი
მდებარეობა სუმგაითი, აზერბაიჯანი
გაიხსნა 1966
ტევადობა 15350

მეჰდი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონი — მთავარი სტადიონი სუმგაითში, აზერბაიჯანის სიდიდით მეოთხე სტადიონი. სტადიონი მდებარეობს კასპიის ზღვის სანაპიროზე. 2019 წლამდე სტადიონს ჰქონდა სარბენი ბილიკი [1]. სტადიონს საბჭოთა ჯარის აზერბაიჯანელი ლეიტენანტი მეჰდი ჰუსეინზადეს სახელი მიენიჭა.

სტადიონი არის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „სუმგაითის“ საშინაო არენა, რომელიც აქ 2010 წლიდან თამაშობს. ადრე სტადიონზე თამაშობდნენ ქალაქის ისეთი გუნდები, როგორიცაა „ხაზარი“, „განჯლარბირლიი“ და „სტანდარტი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც სუმგაითმა მიიღო ქალაქის სტატუსი (1949 წელს), 1954 წელს მიიღეს გადაწყვეტილება აქ სტადიონის აშენების შესახებ. სტადიონის მშენებლობა დაიწყო მხოლოდ 1963 წელს, ხოლო გახსნა მოხდა 1966 წელს. პირველი მატჩი სტადიონზე იყო თამაში სუმგაითის გუნდ „პოლადსა“ და როსტოვის გუნდ „კალიტვას“ შორის [2].

ამ სტადიონზე ჩატარდა სსრკ-ში 1985 წლის FIFA მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის D ჯგუფის მატჩი ჩინეთი პარაგვაის წინააღმდეგ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, მაყურებელმა საკმაოდ კარგი სანახაობა იხილა. საბოლოოდ ამ მატჩში ჩინეთმა 2:1 გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეჰდი ჰუსეინზადეს სახელობის სტადიონზე ორჯერ გაიმართა აზერბაიჯანის სუპერთასის მატჩი, პირველი მათგანი აზერბაიჯანის სუპერ თასი 1993 წელს და მეორე სუპერთასის მატჩი კი 1995 წელს გაიმართა.

2011 წელს გარემონტდა სტატიონის მნიშვნელოვანი წერტილები, თუმცა კიდევ რჩებოდა ბევრი სარემონტო ადგილები. მათ შორის ხშირად პრობლემას წარმოადგენდა ბალახის საფარის მდგომარეობა და ასევე ხის სკამები, რომელიც ტრიბუნებზე იყო განთავსებული. ბალახის საფარის გამო, გუნდს არაერთხელ მოუწია სხვა ქალაქებში ნეიტრალურ მოედანზე საშინაო მატჩების ჩატარება.

სტადიონზე ეტაპობრივად დაიწყეს თავდაპირველად სარეკონსტუქციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა სტადიონის სრული რეკონსტრუქცია და 2019 წელს დაიწყო სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ძველი ნაგებობები მთლიანად დაანგრიეს და ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

„დღეს, 2019 წლის 21 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მეჰტი ჰუსეინზადეს სახელობის სუმგაიტის საქალაქო სტადიონის რეკონსტრუქციის შესახებ. სახელმწიფოს მეთაურმა მეჰტი ჰუსეინზადეს სახელობის სუმგაიტის საქალაქო სტადიონის რეკონსტრუქციის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესახებ გამოაქვეყნა დებულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის გამოყოფის შესახებ.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]