მეჯ ადამი
მეჯ ადამი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 მარტი, 1912[1] |
დაბ. ადგილი | Highbury[2] |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო, 2001[1] (89 წლის) |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ასტრონომი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | St Hugh's College[1] და Lady Margaret Hall |
მეუღლე | [1] |
ჯილდოები | Fellow of the Royal Astronomical Society[1] |
მედჯ გერტრუდ ადამი (დ. 6 მარტი, 1912 – გ. 25 აგვისტო, 2001) — ინგლისელი მზის ასტრონომი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში მზის ფიზიკის პირველი ასპირანტი გახდა.[3]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამი დაიბადა ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიბერის მახლობლად; ოჯახში სამი შვილიდან უმცროსი იყო. მამამისი ასწავლიდა დრეიტონ-პარკის სკოლაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, მამა ჯარში ჩაეწერა და 1918 წელს იპრში დაიღუპა, რის შემდეგაც დედა და და-ძმა იორკშირში გადავიდნენ დედის მშობლებთან საცხოვრებლად. ცხრა წლის ასაკში დაავადდა და ერთი წელი გაატარა ლივერპულის ჰოსპიტალში, სადაც იდაყვის ძვლოვან ტუბერკულოზსა და რაქიტს მკურნალობდა.[3]
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ადამმა მოიპოვა სტიპენდია სამხრეთ იორკშირის დონკასტერის უმაღლეს სკოლაში, სადაც მეცნიერებისა და მათემატიკისადმი გატაცება გაუჩნდა.[4] 1931 წელს ფიზიკის სტიპენდიით ოქსფორდის სენტ ჰიუს კოლეჯში ჩაირიცხა და გახდა „ოქსფორდში ფიზიკაში პირველი წარჩინებით კურსდამთავრებული ქალი“. იქვე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი, შემდეგ კი ლედი მარგარეტ ჰოლში დოქტორის წოდება.[5]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც ოქსფორდის ობსერვატორიის ახალმა დირექტორმა, რომელმაც იქამდე დაამონტაჟა უნივერსიტეტის პირველი მზის ტელესკოპი, გამოაცხადა სამეცნიერო პროგრამა მზის ფიზიკაში, ადამმა (რომელსაც ახალი მიღებული ჰქონდა პირველი ხარისხი ფიზიკაში) მის კარზე დააკაკუნა და უთხრა: „ჩემზე რას იტყვით?“ კვლევით ჯგუფში შესვლით, გახდა უნივერსიტეტის ობსერვატორიის პირველი ასპირანტი და მზის ფიზიკოსი. წლების განმავლობაში, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ის იქ მთავარ ფიგურად იქცა. საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედი დირექტორის თანამდებობაც დაიკავა, მას შემდეგ რაც დირექტორი თვითმფრინავების წარმოებაზე სამუშაოდ წავიდა. ამის შემდეგ გახდა მუდმივი ასისტენტ-დირექტორი და ობსერვატორიის ფინანსურ ანგარიშებსაც განაგებდა.[3]
სენტ-ჰიუსში დაინიშნა ასისტენტ-ტუტორად და ასევე ასწავლიდა ასტრონომიის კურსებს, აქცენტით ასტრონავიგაციაზე, სამეფო საზღვაო ფლოტისა და სამეფო საჰაერო ძალების კადეტებს.[3]
საერთაშორისოდ იყო ცნობილი მზის ლაქების ბუნებისა და მათი მაგნიტური ველების კვლევებით.[3] 1937-1979 წლებში იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის დეპარტამენტის ლექტორი და 1938 წლის 11 მარტიდან სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრი.[6][4]
1947 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის დემონსტრატორად და 1949 წლისთვის, როგორც სწავლების დირექტორი, პასუხისმგებელი იყო ფიზიკის სწავლებაზე ხუთივე ქალთა კოლეჯში.
1957 წელს უკან დაიხია კოლეჯში სწავლების პასუხისმგებლობებიდან, რათა ობსერვატორიაში მუშაობაზე კონცენტრირება მოეხდინა, თუმცა სენტ-ჰიუსის მმართველი ორგანოს წევრად დარჩა. 1960-იანი წლების შუა პერიოდში აიღო შვებულება, რათა კანბერაში, ავსტრალიაში, მაუნტ-სტრომლოს ობსერვატორიაში ემუშავა, სადაც გააფართოვა თავისი კვლევითი ინტერესები და მაგნიტური ვარსკვლავები ჩართო.
პენსიაზე გასვლის შემდეგ დაწერა ოქსფორდში ასტრონომიის ისტორია 1920-1960 წლების პერიოდისთვის, რომელიც 1996 წელს გამოქვეყნდა. 2001 წელს გარდაიცვალა.
2002 წლის თებერვალში, კოლეჯის სამლოცველოში მისი მოსახსენიებელი ღვთისმსახურება გაიმართა.
მნიშვნელოვანი ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ADAM, Madge Gertrude. Interferometric Measurements of Solar Wave-Lengths and an Investigation of the Einstein Gravitational Displacement.(Reprinted from the Monthly Notices of the Astronomical Society.). Taylor & Francis, 1948.
- Adam, Madge Gertrude. "A new determination of the centre to limb change in solar wave-lengths." Monthly Notices of the Royal Astronomical Society 119.5 (1959): 460-474.
- Adam, Madge G., and H. Bondi. "The observational tests of gravitation theory." Proceedings of the Royal Society of London. Series A. Mathematical and Physical Sciences 270.1342 (1962): 297-305.
- Adam, Madge G. "Discussion of the results obtained by three tests of Einstein's relativity theory made on astronomical bodies from 1918 to 1960." PROCEEDINGS, SERIES A 270 (1962): 297-304.
- Adam, Madge Gertrude. "Line contours in sunspot regions." Monthly Notices of the Royal Astronomical Society 136.1 (1967): 71-90.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეჯ ადამი theguardian
- Dr Madge Adam FRAS (Physics, 1931)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ 2.0 2.1 Madge Adam / T. Gallagher — London: Times Media, The Amalgamated Press, 2001. — Iss. 67250. — P. 23. — ed. size: 440581 — ISSN 0140-0460; 0956-1382; 1363-7746
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Williams, Kay. (10 September 2001) Madge Adam. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 April 2011.
- ↑ 4.0 4.1 Petford, Corinne (2002-02-01). „Madge Adam 1912–2001“. Astronomy & Geophysics (ინგლისური). 43 (1): 1.36–1.37. doi:10.1093/astrog/43.1.1.36-a. ISSN 1366-8781.
- ↑ Haines, Catharine (2001). International women in science: a biographical dictionary to 1950. Santa Barbara, California: ABC-CLIO, გვ. 2. ISBN 1-57607-090-5. „madge adam oxford.“
- ↑ „1938MNRAS..98..379. Page 379“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 98: 379. 1938. Bibcode:1938MNRAS..98..379.. doi:10.1093/mnras/98.5.379.