მეჯნუნი ცხოველებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჯნუნი ცხოველებს შორის
აზერ. Məcnun heyvanlar arasında
ავტორი აღა მირექ მირზა გიასი
წელი 1539 – 1543
ტიპი თებრიზის მინიატურის სკოლა
ქალაქი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
მუზეუმი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

„მეჯნუნი ცხოველებს შორის“ — აღა მირექ მირზა გიასის მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც შევიდა ნიზამი განჯევის „ხამსის“ ხელნაწერში. 1539 – 1543 წლებში შაჰ თაჰმასიბ I-ის დაკვეთით დამზადებული ნაწარმოები გაფორმებულია თებრიზის მინიატურის სკოლის ოსტატების ნახატებით. აღნიშნული ხელნაწერი ამჟამად ინახება ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.[1]

ნიზამი განჯევის პოემის მიხედვით ლეილის მამამ უარი თქვა ქალიშვილის ქორწინებაზე და ამის შემდეგ მეჯნუნმა დაშორდა ადამიანებს და მიიღო უდაბნოში ცხოვრების გადაწყვეტილება. თანდათან იგი დამეგობრდა მტაცებელ ცხოველებს და უზიარებდა მათ თავის დარდს.

აღა მირექის მიერ შექმნილი მინიატურა გამოირჩევა მდიდარი კოლორიტით და თვალისთვის სასიამოვნო პეიზაჟით. მაგრამ ნაწარმოების ეს ღირსება შეუსაბამობაშია პოემის ნაღვლიან სუჟეტთან. მინიატურის მთელი ზედაპირი მოფენილია კლდიანი მთებით, ბობოქარი წყაროებით, კვიპაროსებითა და ჭრელი არყის ხეებით, თეთრი ყვავილებითა და ბუჩქებით. ასეთი ლირიკული პეიზაჟი ქმნის დიდ კონტრასტს ხის ჩრდილში მძინარე „უიღბლო სიყვარულის განსახიერებასთან“ და მის ტანჯვებთან.[2]

მინიატურის ქვედა ნაწილში მოთავსებულია პოემის შესაბამისი სტრიქონები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Khamsah of Nizami. Britaniya Milli Kitabxanası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-29. ციტირების თარიღი: 8 avqust 2017.
  2. Zamanov 1981, p. 46