მეჯავზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჯავზია
Green Imperial Pigeon RWD5a.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ducula aenea (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22725586

მეჯავზია[1] (ლათ. Ducula aenea, ძვ. Carpophaga aenea) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 38–45 სმ, მასა აღწევს 450–545 გრამს.[2][3] თავი ბრტყელი და გაწელილია. სქესობრივი დიმორფიზმი უმნიშვნელოდაა გამოხატული. დედლებს მამლებთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურად მბზინავი შეფერილობა აქვთ. თავი, კისერი და სხეულის ქვედა ნაწილი ცისფერია ღია რუხიდან ღია რუხ-ვარდისფრამდე. ზურგი და ფრთების მფარავი ბუმბული მწვანეა ბრინჯაოსფერი ბზინვარებით. კუდის ქვედა მხარე მუქი ყავისფერია. ნისკარტი მოვარდისფრო-რუხი.

გავრცელებულია ინდოეთში, ტაილანდში, კამბოჯაში, ლაოსში, ვიეტნამში, მიანმარში, ანდამანის, ნიკობარის და სხვა ინდონეზიისა და ფილიპინების კუნძულებზე, როგორიცაა იავა, ფლორესი, პანტარი, ალორი, სულუს არქიპელაგი, პალავანი, დუმარანი, ბალაბეკი, სულავესი, ენგანო და ტალაუდის კუნძულები. უპირატესობას ანიჭებს მარადმწვანე ტყეებს, ტყის პირებს და მანგროიან ტბებს.

როგორც სხვა ნაყოფიჭამია მტრედების უმრავლესობა, მეჯავზიაც უპირატესად ხეებზე ცხოვრობს. იკვებება სხვადასხვა სახის ნაყოფითა და კენკრით, ისეთი მსხვილითაც კი, როგორიცაა ველური ლეღვი და ჯავზი. ბუდეს მარდად აშენებს, იგი რამდენიმე ტოტისაგან შედგება. მეჯავზიას ტიხტიხი წააგავს ქედნისას. დებს 1 კვერცხს. ინკუბაცია 18 დღე-ღამე გრძელდება. დაახლოებით 20 დღეში ბარტყები ბუდეს ტოვებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • David Burnie (Hrsg): Vögel, München 2008, Dorling Kindersley, ISBN 978-3-8310-1272-5
  • David Gibbs, Eustace Barnes und John Cox: Pigeons and Doves – A Guide to the Pigeons and Doves of the World. Pica Press, Sussex 2001, ISBN 90-74345-26-3
  • Alois Münst und Josef Wolters: Tauben – Die Arten der Wildtauben, 2. erweiterte und überarbeitete Auflage, Verlag Karin Wolters, Bottrop 1999, ISBN 3-9801504-9-6
  • Gerhard Rösler: Die Wildtauben der Erde – Freileben, Haltung und Zucht. Verlag M. & H. Schaper, Alfeld-Hannover 1996, ISBN 3-7944-0184-0

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 18, 138, 181, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Rösler, S. 295
  3. Burnie, S. 251