მეხიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეხიკო-სიტი)
ქალაქი
მეხიკო
ესპ. Ciudad de México
დროშა გერბი


Muy Noble e Insigne, Muy Leal e Imperial
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შიდა დაყოფა ალვარო-ობრეგონი[1] , ასკაპოტსალკო[1] , ტლავაკი[1] , მილპა-ალტა[1] , მიგელ-იდალგო[1] , მაგდალენა-კონტრერასი[1] , ისტაპალაპა[1] , ისტაკალკო[1] , გუსტავო-მადერო[1] , კუახიმალპა[1] , შოჩიმილკო[1] , ვენუსტიანო-კარანსა[1] და ტლალპანი[1]
კოორდინატები 19°25′10″ ჩ. გ. 99°08′44″ დ. გ. / 19.41944° ჩ. გ. 99.14556° დ. გ. / 19.41944; -99.14556
მერი კლაუდია შეინბაუმი
დაარსდა 1521[2]
ფართობი 1485 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2250±1 მეტრი
მოსახლეობა 9 209 944 (2020)[3]
სასაათო სარტყელი UTC−6
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 01000–16999
ოფიციალური საიტი http://www.cdmx.gob.mx
მეხიკო — მექსიკა
მეხიკო
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 412
ინგლ.რუს.ფრ.

მეხიკო (ესპ. Ciudad de México [sjuˈðað ðe ˈmexiko]) — მექსიკის დედაქალაქი, ფედერალური რაიონი და ხელისუფლების ადგილსამყოფელი.[4] წარმოადგენს ფედერალურ ერთეულს მექსიკის შემადგენლობაში, არ მიეკუთვნება 31 შტატიდან არც ერთს და მთლიანად ეკუთვნის ფედერაციას. მეხიკო ამჟამად ქვეყნის უდიდესი ქალაქი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და საფინანსო ცენტრია.

მეხიკოს მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი[5] და ის მთლიანად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრია.[6] მდებარეობს მაღლობ პლატოზე, მეხიკოს ველზე, მექსიკის შუაგულში, ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე. ქალაქი შედგება ექვსი კვარტლისგან.

2009 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 8,84 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ფართობი კი 1 485 კმ²-ს.[7] ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი განმარტების მიხედვით, დიდი მეხიკოს მოსახლეობა 21,2 მილიონ ადამიანს აღწევს.[8] შედეგად, მეხიკო დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მეტროპოლიტური არეალი, მეათე უდიდესი აგლომერაცია და მსოფლიოში უდიდესი ესპანურენოვანი ქალაქია.[9]

დიდი მეხიკოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 411 მილიარდი აშშ დოლარი იყო და შესაბამისად, ქალაქ მეხიკოს ურბანული აგლომერაცია ერთ-ერთი უმდიდრესი არეალია მთელ მსოფლიოში.[10] ამავე წლის მონაცემებით, ქალაქი აწარმოებდა მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 15,8%-ს, მეტროპოლიური არეალი კი ეროვნული მშპ-ის 22%-ს.[11] 2013 წელს, ცალკე აღებული ქალაქი მეხიკო ლათინურ ამერიკაში მეხუთე უდიდესი ეკონომიკის მქონე იყო, ხუთჯერ მეტი ვიდრე მთლიანად კოსტა-რიკის ეკონომიკა და თითქმის იგივე ზომის, რაც პერუს ეკონომიკა.[12]

მეხიკო უძველესი დედაქალაქია დასავლეთ ნახევარსფეროში, ამავე დროს, კიტოსთან ერთად, იგი იმ ორ დედაქალაქს შორისაა, რომლებიც ადგილობრივმა ინდიელებმა დააარსეს. თავდაპირველად, 1325 წელს, ქალაქი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე აცტეკებმა დააფუძნეს და მას ტენოჩტიტლანი უწოდეს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1521 წელს ტენოჩტიტლანის ალყის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა. ამის შემდეგ, ქალაქი ხელახლა დაპროექტდა და აშენდა ესპანური ურბანული სტანდარტებით. 1524 წელს შეიქმნა მეხიკოს მუნიციპალიტეტი, რომელსაც „მეხიკო-ტენოჩტიტლანი“ ეწოდებოდა,[13] 1585 წელს კი ოფიციალურად ქალაქი მეხიკო დაერქვა.[13] მეხიკო ესპანეთის კოლონიური იმპერიის საკმაოდ დიდი ნაწილის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა.[14] მას შემდეგ, რაც მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1824 წელს შეიქმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი.

1997 წელს მეხიკოს მცხოვრებლებს უფლება მიეცათ, საყოველთაო არჩევნების გზით, პირდაპირ აირჩიონ მთავრობის მეთაური და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების ორივე შტოს მართავს მემარცხენე მიმართულების დემოკრატიული რევოლუციის პარტია.[15] ბოლო წლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლიბერალური პოლიტიკა გაატარა, მათ შორის, დააკანონა თანხმობა აბორტის მოთხოვნის შემთხვევაში, ევთანაზიის შეზღუდული ფორმა, განქორწინება ორივე მხარის თანხმობის გარეშე და ერთსქესიანთა ქორწინება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკების პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტენოჩტიტლანი

ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით აცტეკები ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად ტენოჩტიტლანის სახელითაა ცნობილი, აშენდა მეხიკოს ველზე, სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო ტლატელოლკო. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.[16] აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც ბერნალ დიას დელ კასტილიომ დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკას ხალხი ნაუატლზე მოლაპარაკთა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგნლები იყვნენ, რომლებიც ტოლტეკების იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდნენ. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო ტესკოკოს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა, უიცილოპოჩტლიმ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ. თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც კაქტუსზე მჯდარ არწივს დაინახავდნენ, რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა, ასეთ სცენას ისინი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, აცტეკების იმპერია მესოამერიკის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც მექსიკის ყურეზე, ისე წყნარ ოკეანეზე. 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, ლონდონის მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა, პარიზის კი დაახლოებით 300 000-ს.[17]

ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორტესისა და მისი ძალების შტურმი აცტეკთა თეოკალზე, ემანუელ ლოიცე. 1848 წლის ნახატი.

ვერაკრუსის სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, ერნან კორტესის ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით ჩავიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას ტენოჩტიტლანის დანგრევაში დახმარებოდნენ.[18] ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.[19] ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ ისტაპალპაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მონტესუმა ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.[20] კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.[21] დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდე გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „მწუხარების ღამის“ სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე ტლაჰკალტეკები შეპყრობა და განდევნა განიზრახეს.[22] კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალ მეფედ კუიტლაუაკი აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე კუაუტემოკი გახდა.[23] ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.[18] კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სახლდა-სახლ გეგმავდნენ.[24] საბოლოოდ, იმპერატორი კუაუტემოკი მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.[18]

ქალაქის ხელახლა აშენება მეხიკოს სახელით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოს ნახატი, 1628 წ.

დაპყრობისას, ბოლო ალყისა დროს, ესპანელებმა ტენოჩტიტლანი პრაქტიკულად გაანადგურეს. კორტესი თავდაპირველად კოიოაკანში დასახლდა და გადაწყვიტა, აცტეკების ქალაქი ხელახლა აეშენებინა ისე, რომ წინა მმართველობის ყველანაირი კვალი წაეშალა.[19] კორტესს თავისი პირადი მმართველობით დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, იგი ლოიალური რჩებოდა ესპანეთის სამეფოს მიმართ. პირველი ვიცე-მეფე ახალ სამფლობელოში თოთხმეტი წლის შემდეგ მოვიდა. ამ დროისათვის მეხიკო კვლავ ქალაქი-სახელმწიფო გახდა, რომლის ძალაუფლებაც ქალაქის საზღვრებს ბევრად სცდებოდა.[25] მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ტენოჩტიტლანის საწყისი დაგეგმარება შეინარჩუნეს, აცტეკების ძველი ტაძრების ადგილას მათ კათოლიკური ტაძრები ააშენეს, ასევე მიითვისეს საიმპერატორო სასახლე.[25] ტენოჩტიტლანს სახელი შეუცვალეს და „მეხიკო“ უწოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელს ესპანელები ადვილად წარმოთქვამდნენ.[19]

კოლონიური მეხიკოს ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი ახლა უკვე ახალი ესპანეთის დედაქალაქი გახდა. მექსიკის ვიცე-მეფე მთავარ მოედან სოკალოზე, სასახლეში ცხოვრობდა. მის მოპირდაპირედ აშენდა ახალი ესპანეთის არქიეპისკოპოსის სამეუფეო ტაძარი, მეხიკოს მეტროპილური კათედრალი, რომელიც ამავე დროს მისი სასახლეც იყო. მოედნის გასწვრივ ასევე მდებარეობდა ქალაქის საბჭოს შენობა. კრისტობალ ვილიალპანდოს მიერ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო წლებში შესრულებული ნახატი „სოკალო“ ასახავს მთავარ მოედანს, რომელიც ერთ დროს აცეტეკების მთავარი საცერემონიო ცენტრი იყო. აცტეკების ცენტრალური სასახლე სამუდამოდ გარდაიქმნა საცერემონიო ცენტრად და კოლონიური ხელისუფლების სასახლედ, თანამედროვე მექსიკაში კი, დღემდე, ის ქვეყნის ცენტრალურ ადგილად რჩება.

მეხიკოს საკათედრო ტაძარი ესპანელებმა აცტეკების მთავარი ტაძრის ნანგრევებზე ააგეს

ქალაქის ხელახლა აშენება ტენოჩტიტლანის ალყის შემდეგ დაიწყო და ძირითადი სამუშაოები მიმდებარე არეალებში უხვად არსებულმა ადგილობრივმა სამუშაო ძალამ დაასრულა. მექსიკის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, ფრანცისკანელი ბერი ტორბიო დე ბენავენტე მოტოლინია, რომელიც ახალ ესპანეთში 1524 წელს მოვიდა, ქალაქის ხელახლა აშენების პროცესს ადრეული პერიოდის ერთ-ერთ საშინელ უბედურებად მოიხსენიებს:

„მეშვიდე ჭირი გახლდათ დიდი ქალაქის, მეხიკოს მშენებლობა, რაც ადრეულ წლებში მიმდინარეობდა. ამ პროცესში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე იერუსალიმის მშენებლობაში. მუშათა ჯგუფები იმდენად მრავალრიცხოვანი და დიდი იყო, რომ მიუხედავად ფართო ქუჩებისა, როდესაც ერთი ჯგუფი გადაადგილდებოდა, მეორეს მოძრაობა უჭირდა. მრავალი ადამიანი დაიღუპა მზის დარტყმისგან, სიმაღლიდან ჩამოვარდნით, ზოგიც ძველი შენობების დანგრევის დროს, რომლებსაც ახლიდან აშენებდნენ“.[26]

დაპყრობამდე, ტენოჩტიტლანი გაშენებული იყო შიტა ტბების სისტემის ცენტრში ისე, რომ მისვლა შესაძლებელი იყო კანოოებით და ქვაფენილიანი ფართო ბილიკით. ეს ბილიკი ესპანელებმა ადგილობრივი სამუშაო ძალის გამოყენებით, კვლავ აღადგინეს.

თუ რაიმე ტიპის გეოგრაფიული დაბრკოლება არ იყო, კოლონიური ესპანური ქალაქები ბადის სტილში შენდებოდა. მეხიკოში, ამ ბადის განვრცობა ცენტრალური მოედნიდან, სოკალიოდან დაიწყო. ესპანელები ცენტრალური მოედნის მიმდებარედ დასახლდნენ, ამ ადგილს „ტრასას“ უწოდებდნენ. ინდიელები უფრო გარეუბნებში ცხოვრობდნენ.[27] ესპანელები ფიქრობდნენ, რომ ინდიელებს მათგან განცალკევებულ არეალებში უნდა ეცხოვრათ, თუმცა, ვინაიდან ინდიელთათვის სოკალიო მთავარი კომერციული ცენტრი იყო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ისინი მაინც ვერ სცილდებოდნენ, რის გამოც, მკაცრი სეგრეგაცია არასოდეს ამოქმედებულა.[28] სოკალიოზე აღინიშნებოდა მთავარი დღესასწაულები, ისევე როგორც სიკვდილით დასჯის პროცედურები. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილზე მოხდა ორი დიდი აჯანყება მეჩვიდმეტე საუკუნეში, 1624 და 1692 წელს.[29]

კოლონიური სტილის არქიტექტურა მეხიკოს ისტორიულ ცენტრში

მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ქალაქიც, რაც ძირითადად ტბის წყლის ხარჯზე ხდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტბის წყლის დონე ცვალებადი იყო, მეხიკოში ხშირად ხდებოდა პერიოდული დატბორვა. წყალდიდობისგან თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამართვა ევალებოდა ათასობით ინდიელისგან შემდგარ მუშათა რაზმს. დატბორვები არა მხოლოდ ზოგადად, ზიანის მომტანი იყო, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ჯანმრთელობის მხრივაც, რადგან ამ დროს ქუჩები ბინძურდებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. გარდა ამისა, ამ დროს მრავლდებოდნენ მწერებიც, რომლებსაც მრავალი დაავადება გადაჰქონდათ. ასევე, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობამ შეცვალა თევზებისა და ფრინველების საარსებო გარემო, შეიცვალა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ინდიელთა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განლაგებაც.[30]

XVI საუკუნეში საგრძნობლად გაიზარდა ეკლესიათა რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთის ხილვა დღესაცაა შესაძლებელია ქალაქის ისტორიულ ცენტრში.[25] ვაჭრობის შედეგად, მეხიკო ეკონომიკურად ყვაოდა. ბრაზილიისა და პერუსგან განსხვავებით, მექსიკა უკავშირდებოდა როგორც წყნარ, ისე ატლანტის ოკეანეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფო ქალაქის ყველა სფეროს კონტროლს ცდილობდა, მან ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა.[31]

დიდგვაროვანთა ცნება ახალ ესპანეთში ამერიკის დანარჩენი ტერიტორიების პრაქტიკისგან განსხვავებული გზით წავიდა. ესპანელები ისეთ საზოგადოებაში აღმოჩნდნენ, სადაც კეთილშობილის ცნება საკუთრივ მათ ირეკლავდა. ისინი პატივს სცემდნენ დიდგვაროვნების ადგილობრივ ადათს. მომდევნო საუკუნეებში, დიდგვაროვნის სტატუსი მექსიკაში არ ასოცირდებოდა ძლევამოსილ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, პირიქით, ასეთი ძალაუფლება შეზღუდული იყო.[32] მართალია, დიდგვაროვნის ცნება მექსიკაში პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა, მაგრამ იგი წარმოადგენდა ძალზედ კონსერვატიულ ესპანურ სოციალურ გაგებას, რაც ოჯახის ღირსებაზე იყო დაფუძნებული. ამგვარ ოჯახთა უმეტესობა საკუთარ ღირსებას იმყარებდა მეხიკოს გარეთ მიღებული შემოსავლებით, შემდეგ კი ამ თანხებს დედაქალაქში სხვადასხვა მიზნით ხარჯავდნენ, აშენებდნენ ეკლესიებს, ეწეოდნენ ქველმოქმედებასა და იშენებდნენ მდიდრულ სასახლეებს. მსგავსი დიდებული სასახლეების შენების მანიამ მწვერვალს XVIII საუკუნის ბოლოს მიაღწია. ბევრი მათგანის ხილვა დღემდე შესაძლებელია და რის გამოც, ალექსანდერ ჰუმბოლდტმა მეხიკოს ზედმეტსახელად „სასახლეების ქალაქი“ უწოდა.[19][25][32]

1810 წლის 16 სექტემბერს, გუანახუატოსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გრიტო-დე-დოლორესთან ინციდენტი მოხდა, რამაც დასაბამი მისცა მექსიკის ომს დამოუკიდებლობისათვის. ომი ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, 1821 წლის 27 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე გამოცხადდა მექსიკის დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან.[33] მიუხედავად ამისა, არეულობა შემდეგ ათწლეულებშიც გაგრძელდა, რადგან მექსიკაზე კონტროლის დამყარებას სხვადასხვა ჯგუფები ცდილობდნენ.[34]

ახალმა მთავრობამ შექმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი და ხელი მოაწერა მის კონსტიტუციას, რომელშიც ფედერალური რაიონის კონცეპტი აშშ-ის კონსტიტუციიდან იყო აღებული.[35] ამ მომენტამდე, ქალაქი მეხიკო წარმოადგენდა როგორც შტატის, ისე მთლიანი სახელმწიფოს ხელისუფლების ადგილსამყოფელს. მეხიკოს შტატის დედაქალაქები გახდა ტესკოკო და ტოლუკა.[36]

მეხიკოს ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოს ოკუპაცია ამერიკელთა მიერ 1847 წ.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკის სიღრმეში საბრძოლო დანაყოფები შეიყვანა, ხოლო აშშ-ს არმიის 1-ლმა, მე-2, მე-3 და მე-4 დანაყოფებმა ქალაქი ვერაკრუსი და მეხიკო დაიკავეს, ორი ქვეყანა ომის ზღვარზე აღმოჩნდა.[37] თავდასხმის კულმინაცია იყო შტურმი მეხიკოში მდებარე ჩაპულტეპეკის სასახლეზე.[38] ქალაქის დღევანდელ ჩრდილოეთ ნაწილში ხელი მოეწერა გვადალუპე-იდალგოს ხელშეკრულებას.[39] ისეთმა მოვლენებმა, როგორიც იყო მაგალითად რეფორმის ომი, მეხიკო ხელუხლებელი დატოვა. ქალაქი ზრდას განაგრძობდა, განსაკუთრებით კი პორფირიო დიასის პრეზიდენტობის დროს. ამ პერიოდში, ქალაქში განვითარდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა — გზები, სკოლები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები. თუმცა, მთავრობას მთლიანი რესურსები მხოლოდ მეხიკოსკენ ჰქონდა მიმართული, ქვეყნის დარჩენილი ნაწილი კი კვლავ სიღატაკეში რჩებოდა.

რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსისკო ვილია და ემილიანო საპატა მეხიკოში შედიან (1914 წ.)

პორფირიო დიასის პრეზიდენტობის დროს, დაახლოებით 35 წლის მანძილზე, 1876-1911 წლებში ქალაქი მეხიკო მასობრივ ტრანსფორმაციას განიცდიდა. დიასის მიზანი იყო შეექმნა ქალაქი, რომელიც მეტოქეობას გაუწევდა დიდ ევროპულ ქალაქებს. ის და მისი მთავრობა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოდელად პარიზი გამოეყენებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რჩებოდა ინდიელთა და ესპანელთა ელემენტები. მექსიკურ-ფრანგული არქიტექტურული სტილის ნაზავს შემდეგში პორფირიანული არქიტექტურა ეწოდა.

პორფირიანულ პერიოდში, ქალაქი მასშტაბურ მოდერნიზაციას აღწევდა. დაანგრიეს ესპანურ კოლონიურ სტილში ნაგები მრავალი შენობა, რომლებიც უფრო დიდი, პორფირიანული სტილის ნაგებობებით ჩაანაცვლეს, მრავალი მკვეთრად გამოხატული სასოფლო დასახლება კი ურბანულ, ინდუსტრიალიზებულ ზონად გადაიქცა, რომელთაც უკვე 1908 წლისთვის ჰქონდათ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი მიმართული იყო თანამედროვე ჰოსპიტალების, სკოლების და ფაბრიკების მშენებლობისაკენ, პორფირიანული მოდერნიზაციის ყველაზე ხანგრძლივი ეფექტის მქონე მთავარი დამსახურება ალბათ მაინც კოლონია-რომას არეალის შექმნა და რეფორმის გამზირის განვითარება იყო. მეხიკოს მრავალი ძირითადი ღირსშესანიშნაობა სწორედ ამ პერიოდში, ამ სტილში აიგო.

დიასის გეგმები მთლიან ქალაქს შეეხებოდა და გულისხმობდა მის თანდათან გარდაქმნას, ხელახლა აშენებას პორფირიანულ-ფრანგულ სტილში, თუმცა სულ მალე დაიწყო მექსიკის რევოლუცია და დიასის გეგმებმა დღის სინათლე ვეღარასოდეს იხილა, მრავალი დაწყებული პროექტი შუაგზაზე შეჩერდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მექსიკის რევოლუციის მონუმენტი. თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, რომ ეს მონუმენტი უნდა ყოფილიყო დიასის ახალი სენატის შენობის მთავარი გუმბათი, თუმცა, რევოლუციის დაწყების დროს, დასრულებული იყო მხოლოდ სენატის გუმბათი და მისი საყრდენები. ბევრი მექსიკელისათვის ეს დიასის ეპოქის დასასრულის სიმბოლოდ გაიგივდა და შესაბამისად, ნაგებობა დიასზე გამარჯვების მონუმენტად გარდაიქმნა.

სწრაფი მოდერნისტული განვითარება საბოლოოდ მექსიკის რევოლუციამ ჩაანაცვლა.[34] ქალაქისთვის ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო „ათი ტრაგიკული დღე“, 1913 წლის გადატრიალება პრეზიდენტ ფრანსისკო იგნასიო მადეროსა და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია პინო სუარესის წინააღმდეგ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცა ფედერალური არმიის უფროს გენერალ ვიქტორიანო უერტას, რომელმაც მადეროსა და სუარესს გადადგომა აიძულა. მოგვიანებით, ორვე მათგანი მოკლეს, როდესაც ციხეში გადაჰყავდათ.[40]

XX საუკუნიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტ-დეკოს გავლენა კონდესის რაიონში.
ქალაქის ჩრდილოეთი, ცენტრალური და დასავლეთი ნაწილები ასობით მაღალი შენობით გამოირჩევა.
დამოუკიდებლობის ანგელოზი, რომელიც 1910 წელს დასრულდა, მეხიკოს თანამედროვე სიმბოლო გახდა.
ტორე ლატინოამერიკანა, პირველი ცათამბჯენი ლათინურ ამერიკაში.
ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას სახლი სან-ანხელის უბანში.

1900 წელს, მეხიკოს მოსახლეობა დაახლოებით 500 000 ადამიანს შეადგენდა.[41] ქალაქმა სწრაფი ზრდა დასავლეთის მიმართულებით XX საუკუნის დამდეგს დაიწყო[25] და 1950-იან წლებამდე გაგრძელდა, სწორედ ამ პერიოდში, ქალაქმა პირველი ცათამბჯენი ტორე ლატინოამერიკანა შეიძინა.[18] 1968 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა მეხიკოს ფართო სპორტული ინფრასტრუქტურა დაუტოვა.[25] 1969 წელს გაიხსნა მეტროს სისტემა.[18] მოსახლეობის განსაკუთრებული ზრდა 1960-იან წლებში დაიწყო, მოსახლეობა ფედერალური რაიონის საზღვრებს გასცდა და მეზობელი მეხიკოს შტატის საზღვრებში შეიჭრა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. 1960-1980 წლებში ქალაქის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და 9 მილიონს მიაღწია.[25] 1980 წლისათვის, მექსიკის მასშტაბით, სამრეწველო დარგში დასაქმებულთა ნახევარი მეხიკოზე მოდიოდა. დაუცხრომელი ზრდის პირობებში, მეხიკოს ხელისუფლება სერვისების მიწოდებას ძლივს უმკლავდებოდა. სოფლის მოსახლეობა, რომელიც სიღარიბეს მეხიკოსკენ გაურბოდა, ქალაქის პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. მათ არ გააჩნდათ საცხოვრებლები, მიწებს ქალაქის გარშემო იკავებდნენ და ქმნიდნენ ქოხების ქალაქებს, რომლებიც მრავალი კილომეტრის მანძილზე იჭიმებოდა.[34] ეს ყოველივე მეხიკოს ჰაერისა და წყლის დაბინძურების სერიოზულ პრობლემებს იწვევდა, მიწისქვეშა წყლების ზედმეტად არასწორი გამოყენების შედეგად კი ქალაქი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.[42] სამთავრობო პროგრამების, გადასაზიდი საშუალებების განახლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციის შედეგად, ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემა ქალაქის რამდენიმე ზონაში გადაიჭრა.

ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მეხიკოს რევოლუციიდან მოყოლებული მართავდა, თანდათან შერბილდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული ეკონომიკური ექსპანსიის შედეგად. თუმცა, მოსახლეობის შეკავებასა და პრობლემების ადეკვატურად გადაწყვეტას მთავრობა მაინც ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, 1960-იან წლებში დაწყებულ გათიშულობისა და უკმაყოფილების ტალღას ტლატელოლკოს უბანში ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა, რასაც გაურკვეველი რაოდენობის მომიტინგე სტუდენტი შეეწირა.[34]

სამი წლის შემდეგ, 1968 წლის სტუდენტური მოძრაობის ყოფილი წევრების ორგანიზებით მაესტროს გამზირზე გამართული დემონსტრაცია ძალისმიერი გზით დაშალა გასამხედროებულმა ჯგუფმა სახელად „ლოს ალკონესმა“, რომელიც ბრბოსა და მრავალი სპორტული კლუბის წევრი ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომლებიც წვრთნებს აშშ-ში გადიოდნენ.

1985 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7:19 საათზე, მეხიკოში რიხტერის სკალით 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.[43] მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწისძვრა ისეთივე დამანგრეველი და გამანადგურებელი არ ყოფილა, როგორც თუნდაც აზიისა და ლათინური ამერიკის სხვა ნაწილებში მოჰყოლია მსგავსი სიძლიერის ბიძგებს,[44] იგი ერთპარტიული სისტემის ხელისუფლებისათვის ნამდვილად აღმოჩნდა გამანადგურებელი. ბიუროკრატიისა და კორუფციის გამო ხელისუფლება პარალიზებული იყო, შესაბამისად, მოქალაქეებს დანგრეული საცხოვრებლების აღდგენა საკუთარი ძალებით მოუხდათ.[45] ამ ყველაფრის ბოლო 1988 წლის არჩევნები აღმოჩნდა. საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ მოქმედი ეროვნული რევოლუციური პარტიიდან კარლოს სალინას დე გორტარი და მემარცხენე მიმართულების პარტიათა კოალიციიდან კუაუტემოკ კარდენასი - ყოფილი პრეზიდენტის, ლასარო კარდენასის ვაჟი. ხმების დათვლის დროს, ვითომ შემთხვევით, გაითიშა ელექტროენერგია, ხოლო როდესაც სინათლე მოვიდა, აღმოჩნდა, რომ არჩევნებში გამარჯვებული სალინასი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარდენასს უფრო მეტი მხარდაჭერა გააჩნდა. გაყალბებული არჩევნების შედეგად, კარდენასი დემოკრატიული რევოლუციური პარტიის წევრი გახდა. მან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო, თუმცა, 1997 წელს ის მეხიკოს მერად აირჩიეს. კარდენასის დაპირება მეტად დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება იყო, მისი პარტია კი კრიმინალის, დაბინძურებისა და სხვა ძირითადი პრობლემების აღმოფხვრის პირობასაც დებდა. 1999 წელს კარდენასი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოს თანამგზავრული ხედი

ქალაქი მდებარეობს მეხიკოს ველზე. ეს ველი თავის მხრივ მდებარეობს ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში, სამხრეთ მექსიკის მაღალ პლატოზე.[46][47] მისი მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2 200 მეტრია და გარშემორტყმულია მთებითა და ვულკანებით, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 5 000 მეტრს აჭარბებს.[48] ამ ველს, მთებიდან წამოსული წყლის გასასვლელი ბუნებრივი აუზი არ გააჩნია, რის გამოც მეხიკო წყალდიდობებისა და დატბორვების საფრთხის ქვეშაა. სადრენაჟო სისტემა არხებისა და გვირაბების გამოყენებით XVII საუკუნეში ააგეს.[46][48] ხშირია სეისმური აქტივობა.[49] დღეისათვის აღარაფერია შემორჩენილი ტესკოკოს ტბიდან, რომელზეც თავდაპირველად იყო გაშენებული მეხიკო, თუმცა ყოფილი ტბის ტერიტორიის თიხნარი ამჟამად ქალაქს მთლიანად აქვს ათვისებული. ეს საკმაოდ რბილი ნიადაგი, მიწისქვეშა წყლების მოქმედების შედეგად, ხშირად იშლება.[48][49] მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ზოგიერთ ადგილებში მეხიკომ ცხრა მეტრით დაბლა დაიწია. ყოფილი ტბის აუზი ამჟამად მთლიანად მოასფალტებულია ან დაფარულია ტყეებით, მეხიკოს სამხრეთ გარეუბნებში: მილპა-ალტაში, ტლაპლანსა და შოჩიმილკოში.[49]

ფედერალური რაიონის გეოგრაფიული რუკები
ტოპოგრაფია ჰიდროლოგია კლიმატის ნიმუშები

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმბრეს-დელ-ახუსკოს ეროვნული პარკი

ტროპიკული და ზღვის დონიდან მდებარეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, მეხიკოს კლიმატი ოკეანურია. მეხიკოს ველის ყველაზე დაბალ რეგიონში უფრო ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე სამხრეთის მაღალ რეგიონებში; ისეთი დაბალი უბნები, როგორებიცაა: ისტაპალპა, ისტაკალკო, ვენუსტიანო-კარანსა და გუსტავო-ა.-მადეროს დასავლეთი ნაწილი, შედარებით მშრალი და თბილია, ვიდრე მაღლა მდებარე სამხრეთი უბნები - ტლალპანი და მილპა-ალტა, ასევე პინეს მთიანი რეგიონი.

საშუალო წლიური ტემპერატურა 12-16 °C-ს შორის მერყეობს, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ უბნის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტემპერატურა იშვიათადაა 3 °C-ზე ნაკლები და 30 °C-ზე მეტი.[50] ყველა დროის ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც მეხიკოში დაფიქსირებულა, არის −4.4 °C, ყველაზე მაღალი კი 33.9 °C.[51]

ნალექიანობით ძირითადად ზაფხულის თვეები გამოირჩევა, ხშირია სეტყვა. მეხიკოს ველის ცენტრალურ ნაწილზე ნალექები ზამთარში იშვიათად თოვლის სახითაც მოდის. თუმცა, ასეთი ფაქტები მხოლოდ 1940 წლის 5 მარტს და 1967 წლის 12 იანვარსაა დაფიქსირებული.

მეხიკოს ველის რეგიონისათვის დამახასიათებელია ანტიციკლონები. ამ დროს წარმოქმნილი სუსტი ქარი აუზს გარეთ ვერ გადის და ვერ ფანტავს აგლომერაციის 50 000 საწარმოსა და 4 მილიონი სატრანსპორტო საშუალების მიერ დაბინძურებულ ჰაერს.[52]

არეალის ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 820 მმ. რაც ძირითადად ივნისიდან სექტემბერ-ოქტომბრამდე შუალედში მოდის, წელიწადის დარჩენილ პერიოდში კი ნალექები ძალიან მცირეა ან საერთოდ არაა.[48] გამოირჩევა ორი ძირითადი სეზონი. მშრალი სეზონი თავის მხრივ იყოფა ცივ და თბილ პერიოდებად. ცივი პერიოდი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, როცა ჩრდილოეთიდან შემოდის პოლარული ჰაერის მასები, რას ჰაერს სიმშრალეს უნარჩუნებს. თბილი პერიოდი გრძელდება მარტიდან მაისამდე; ამ დროს კვლავ დომინირებენ ტროპიკული ქარები, თუმცა წვიმისათვის საკმარისი სინოტივე მაინც არ შემოაქვთ.[53]

წლიური ამინდი — მეხიკო
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °F 70 73 78 80 80 76 74 74 73 73 72 70 74
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 44 45 49 52 54 55 53 53 53 51 47 45 50
ნალექი დუიმი 0.4 0.4 0.5 1.1 2.3 6.2 7.2 6.8 5.7 2.4 0.2 0.3 31
საშუალო მაღალი °C 21.3 22.9 25.4 26.5 26.6 24.7 23.2 23.4 22.9 22.6 22.2 21.3 23,6
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 6.5 7.4 9.7 11.3 12.2 12.5 11.8 11.9 11.9 10.4 8.4 7.2 10,1
ნალექი მმ 9 9 13 27 58 157 183 173 144 61 6 8 787
წყარო: World climate

გარემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიგელ ანხელ დე კევედოს მიერ დაარსებული ვივეროს-დე-კოიოაკანის პარკი.
ტესოსომოკის პარკი
მეხიკოს ხედი
პოპოკატეპეტლისა და ისტაქსიუატლის ვულკანები

თავდაპირველად, ხეობის უდიდესი ნაწილი ტესკოკოს ტბის ურთიერთდაკავშირებული მლაშე და მტკნარი წყლების სისტემას იყენებდა. მტკნარი წყლის გამოცალკევების მიზნით, აცტეკები რაბებს აშენებდნენ, შემდეგ კი წყალს ხელოვნურ კუნძულებზე — ჩინამპებზე მოსავლის მოსაყვანად იყენებდნენ; გარდა ამისა, რაბები ხელს უშლიდა წყალდიდობასაც. ისინი ტენოჩტიტლანის ალყის დროს განადგურდა, თუმცა შემდეგ, კოლონიურ პერიოდში, წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით, ესპანელები რეგულარულად ახდენდნენ ტბის წყლის დრენირებას. ჩვენამდე ტბის მხოლოდ მცირე ნარჩენმა მოაღწია, რომელიც ფედერალური რაიონის გარეთ, მეხიკოს შტატში, სან-სალვადორ-ატენკოს რაიონში მდებარეობს. ბოლო წლებში, არქიტექტორებმა თეოდორო გონსალეს დე ლეონმა და ალბერტო კალაჩმა, მექსიკელ ურბანისტთა ჯგუფთან, ინჟინრებთან და ბიოლოგებთან ერთად შეიმუშავეს ქალაქის ტბების აღდგენის პროექტის გეგმა. გეგმა მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა. იგი ხელს შეუწყობს მეხიკოს ველის წყალმომარაგებას ბუნებრივი წყაროებიდან, შექმნის ახალ ბუნებრივ სივრცეებს და გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.

ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესამსუბუქებლად, ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, მათ შორისაა გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი.[54] იმ შემთხვევაში, თუ ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირების დონე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ჩატარდება შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის ქარხნების დახურვა, სკოლებში სასწავლო საათების შეცვლა, და პროგრამა „დღე მანანის გარეშე“. ჰაერის დაბინძურების კონტროლის მიზნით, მთავრობამ შეიმუშავა გაუმჯობესებული ინდუსტრიული ტექნოლოგიები - სატრანსპორტო საშუალებების მკაცრი ინსპექცია, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება.[54] მეხიკოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 36 სადგურის მონაცემების თანახმად, 1990 წლიდან დღემდე დონე 95 %-ით დაეცა, გოგირდის დიოქსიდის დონემ დაიწია 86 %-ით, ნახშირჟანგმა 74 %-ით, ოზონის დონემ კი 57 %-ს მიაღწია.[54] 1990 წელს, პატრისია საად სოტომაიორი მეხიკოს ყოველდღიურ გამოცემა „Excélsior“-ში, პრეზიდენტ სალინასისადმი მიძღვნილ მოხსენებაში იუწყებოდა, რომ :„მეხიკოს მეტროპოლიურ არეალში, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 100 000 ბავშვი კვდება, 250 000 ადამიანი დაავადებებით იტანჯება...“. „National Environmentalist Groups“-ის მონაცემების თანახმად კი, სიცოცხლის ხანგრძლივობა ათი წლით შემცირდა.

1986 წელს, სამხრეთ გარეუბნებში არსებული არაურბანული ტყიანი ზონები, პრეზიდენტმა მიგელ დე ლა მადრიდმა ეროვნულ ეკოლოგიურ ნაკრძალად გამოაცხადა. მომდევნო წლებში, დაცულად გამოცხადდა ფედერალური რაიონის სხვა ზონებიც.

პოლიტიკური სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული საკანონმდებლო ასამბლეის შენობა.
ეროვნული ბანკის სათავო ოფისი.
სენატის შენობა
მექსიკის ეროვნული სასახლე
მეხიკოს მერია
პალასიო-დე-მინერია
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

1824 წლის 31 იანვრარს გამოცემული ფედერაციის კონსტიტუციური აქტი და იმავე წლის 4 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომისშემდგომ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მოწყობას ადგენს.[55] გარდა ამისა, 50-ე თავის XXVIII ნაწილი ახალ კონგრესს უფლებას აძლევდა აერჩია ფედერალური მთავრობის ადგილსამყოფელი. ეს ადგილი იმჟამად ფედერალურ მიწად გამოცხადდა, რომლის მმართველადაც ადგილობრივი ფედერალური მთავრობა დადგინდა. დედაქალაქის ორ მთავარ კანდიდატად მეხიკო და კერეტარო განიხილებოდა.[56] საბოლოოდ, დედაქალაქად მეხიკო აირჩიეს, რადგან სწორედ ის იყო ქვეყნის მოსახლეობისა და ისტორიის ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულ ცენტრთან კერეტარო უფრო ახლოს მდებარეობდა. არჩევანი ოფიციალურად გაფორმდა 1824 წლის 18 ნოემბერს, რის შემდეგაც, კონგრესმა 8 800 აკრის ფართობი გამოყო, რომლის ცენტრი სოკალო იყო. ამის შემდეგ, ეს ტერიტორია მეხიკოს შტატისგან გამოყვეს, შტატის ხელისუფლება კი ინკვიზიციის სასახლიდან (ამჟამად მექსიკის მედიცინის მუზეუმი) ტესკოკოში გადავიდა. აღნიშნულ ტერიტორიაში არ შედიოდა ისეთი დასახლებული ქალაქები, როგორებიც იყო: კოიოაკანი, შოჩიმილკო, მექსიკალცინგო და ტლალპანი - ყველა მათგანი მექხიკის შტატის შემადგენლობაში დარჩა.[57]

1854 წელს, პრეზიდენტმა ანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ ფედერალური რაიონის ტერიტორია თითქმის რვაჯერ გაზარდა, თავდაპირველი 220 კმ²-დან 1700 კმ²-მდე, ქალაქს შეუერთა სასოფლო და მთიანი არეალები, რითაც უსაფრთხო გახადა სტრატეგიული სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მთის უღელტეხილები და მეხიკო უცხოური ინვანსიისგან დაიცვა. ფედერალური რაიონის საზღვრების ბოლო ცვლილება 1898-1902 წლებში განხორციელდა, ქალაქს დაემატა სამხრეთი ტერიტორია მორელოსის შტატის საზღვრამდე. იმ დროისათვის, ფედერალურ რაიონში არსებული მუნიციპალიტეტების რაოდენობა 22-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურ რაიონს გუბერნატორის მიერ დანიშნული მთავრობა მართავდა, მის შემადგენლობაში არსებული მუნიციპალიტეტები ავტონომიურობას ინარჩუნებდა. ძალაუფლების ასეთმა დუალურობამ, მუნიციპალიტეტებისა და ფედერალურ მთავრობებს შორის დაძაბულობა წარმოშვა, რომელმაც თითქმის ერთი საუკუნე გასტანა. 1903 წელს პრეზიდენტმა პორფირიო დიასმა, ფედერალურ რაიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის შემდეგ, 1928 წელს ფედერალურმა მთავრობამ ყველა აღნიშნული რაიონის გაუქმება გადაწყვიტა. მუნიციპალიტეტბის ნაცვლად, ფედერალური რაიონი დაიყო „ცენტრალურ დეპარტამენტად“ და 13 დელეგასიონედ (კვარტალი), რომლებიც პირდაპირ იმართებოდნენ ფედერალური რაიონის მთავრობის მიერ. ცენტრალურ დეპარტამენტში გაერთიანდა მეხიკოს, ტაკუბის, ტაკუბაიისა და მიშკოაკის ყოფილი მუნიციპალიტეტები.

1941 წელს, ხენერალ-ანაიას კვარტალი ცენტრალურ დეპარტამენტს შეუერთეს, რასაც შემდეგ „ქალაქი მეხიკო“ უწოდეს. 1941-1970 წლებში ფედერალური რაიონი მოიცავდა 12 დელეგასიონეს და ქალაქ მეხიკოს. 1970 წელს ქალაქი მეხიკო დაიყო ოთხ სხვადასხვა დელეგასიონედ: კუაუტემოკი, მიგელ-იდალგო, ვენუსტიანო-კარანსა და ბენიტო-ხუარესი, რის შედეგადაც დელეგასიონეთა რაოდენობა თექვსმეტამდე გაიზარდა. ამის შემდეგ, მთლიანი ფედერალური რაიონი, რომელიც ერთ ურბანულ არეალად ჩამოყალიბდა, დე ფაქტო გაიგივდა სინონიმ მეხიკოსთან. თუმცა, საკამათო რჩებოდა დე იურე საკითხი, რაც 1993 წელს კონსტიტუციის 44-ე თავის ჩასწორებამ აღმოფხვრა. აღნიშნული შესწორების შედეგად, ქალაქი მეხიკო და ფედერალური რაიონი ერთმანეთთან გაიგივდა. ეს ჩასწორება შემდეგში განივრცო მომდევნო თავში, სადაც საუბარია ფედერალური რაიონის მთავრობის სტატუსზე.[58]

პოლიტიკური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოში განთავსებულია არა რომელიმე კონკრეტული შტატის, არამედ მთლიანი ქვეყნის ხელისუფლების ადმინისტრაცია. ფედერალური რაიონის მთავრობის მეთაურს ნიშნავდა მექსიკის პრეზიდენტი. ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფება მოითხოვდა, რომ ფედერალური რაიონი გამოცხადებულიყო ფედერაციის 32-ე შტატად.

მოთხოვნის საპასუხოდ, 1987 წელს რაიონმა ფართო ავტონომიის სტატუსი მიიღო. 1990-იან წლებში, ავტონომია კიდევ უფრო განივრცო და უკვე 1997 წლიდან, მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს ფედერალური რაიონის მეთაურსა და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წევრებს. მთავრობის პირველი არჩეული მეთაური იყო კუაუტემოკ კარდენასი. 1999 წელს, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კარდენასი გადადგა და მის მაგივრად დაინიშნა როსარიო რობლესი, რომელიც მეხიკოს პირველი ქალი მმართველი გახდა. 2000 წელს აირჩიეს მანუელ ლოპეს ობრადორი, რომელიც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 2005 წელს გადადგა თანამდებობიდან. მის ადგილზე, საკანონმდებლო ასამბლეამ ალეხანდრო ენსინას როდრიგესი დანიშნა. 2006 წელს, მეხიკოს მეთაურად 6 წლიანი ვადით მარსელო ებრარდი აირჩიეს.

ფედერალურ რაიონს, შტატებისგან განსხვავებით, არ გააჩნია კონსტიტუცია, ავტონომიის სტატუსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ბიუჯეტი განიკარგება ადგილობრივად. მას წარადგენს მეხიკოს მთავრობის მეთაური და ამტკიცებს საკანონმდებლო ასამბლეა. თუმცა, ფედერალური რაიონის საშინაო და საგარეო ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს მექსიკის კონგრესი.[59]

მექსიკის კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება სხვა ქალაქში გადავა, ფედერალური რაიონი გარდაიქმნება ახალ შტატად, რომელსაც დაერქმევა „მექსიკის ველის შტატი“, რომლის საზღვრებსაც ქვეყნის კონგრესი დაადგენს.

სამთავრობო ოფისები სოკალოზე

არჩევნები და ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოს მთავრობის მეთაური მიგელ ანხელ მანსერა

2006 წელს, ჩატარდა მეხიკოს მთავრობის მეთაურისა და საკანონმდებლო ასამბლეის წევრთა არჩევნები. მთავრობის მეთაურები აირჩევიან 6-წლიანი ვადით, თუმცა, პოსტზე მათი ხელახლა არჩევა აღარ შეიძლება. როგორც წესი, ეს პოსტი მეორე უმნიშვნელოვანეს, ყველაზე გავლენიან თანამდებობად მიიჩნევა მთელ მექსიკაში.[60]

ფედერალური რაიონის საკანონმდებლო ასემბლეის ფორმირების პროცესი ისეთივეა, როგორც სხვა საკანონმდებლო ორგანოების შემთხვევაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით; წევრები აირჩევიან როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით. ფედერალური რაიონი 40 საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი, რომლებშიც მოსახლეობა ირჩევს თითო წარმომადგენელს. გარდა ამისა, ფედერალური რაიონი, როგორც ერთი მთლიანი წარმონაქმნი, პარალელური ხმის მიცემის საფუძველზე, პროპორციული სისტემით ირჩევს 26 დეპუტატს. აღნიშნული წესით არჩეულ წარმომადგენლებს, ორგანოში თანამდებობებზე დანიშვნისას გარკვეული შეზღუდვები ეხებათ. მაგალითად, არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილთა 63 %-ზე მეტი. 2006 წლის არჩევნებში, ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა, 34 ადგილი 40-დან, მემარცხენე „PRD“-მ მოიპოვა.

პოლიტიკური პარტია შედარებითი უმრავლესობის სისტემა პროპორციული წარმომადგენლობა სულ
დემოკრატიული ევოლუციის პარტია 31 3 34
მექსიკის ეროვნული მოქმედების პარტია 9 6 15
მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია 8 8
მექსიკის შრომის პარტია 5 5
მექსიკის მწვანე ეკოლოგისტთა პარტია 3 3
მექსიკის ახალი ალიანსის პარტია 1 1
სულ 40 26 66

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეხიკოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკა, როგორც წესი, უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. ამას ემატება ფედერალური მთავრობის მხარდაჭერა, ასევე 1980-იან წლებსა და ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ასამბლეის მიერ რამდენიმე კანონის მიღება. 2009 წლის დეკემბერში, ფედერალური რაიონი პირველი ქალაქი გახდა მთელ ლათინურ ამერიკაში და ერთ-ერთი უიშვიათესთაგანი მთელ მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

კვარტლები და უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული მიზნით, მეხიკო დაყოფილია 16 კვარტლად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუნიციპალიტეტის სრულად ეკვივალენტური არაა, 16 -ვე კვარტალს აქვს მნიშვნელოვანი ავტონომია, 2000 წლიდან კი მათი მეთაურები პირდაპირი არჩევის წესით, ხმათა უმრავლესობით აირჩევიან. იქიდან გამომდინარე, რომ მეხიკო ორგანიზებულია ერთ მთლიან, ფედერალურ რაიონად, საქალაქო სერვისების უმრავლესობას უზრუნველყოფს ფედერალური რაიონის მთავრობა და არა თავად კვარტლები. 2010 წლის მდგომარეობით, ფედერალური რაიონი შემდეგი კვარტლებისგან შედგება:[61]

1. ალვარო-ობრეგონი (მოსახლ. 727,034)
2. ასკაპოცალკო (მოსახლ. 414,711)
3. ბენიტო-ხუარესი (მოსახლ. 385,439)
4. კოიოაკანი (მოსახლ. 620,416)
5. კუახიმალპა (მოსახლ. 186,391)
6. კუაუტემოკი (მოსახლ. 531,831)
7. გუსტავო-მადერო (მოსახლ. 1,185,772)
8. ისტაკალკო (მოსახლ. 384,326)

9. ისტაპალაპა (მოსახლ. 1,815,786)
10. მაგდალენა-კონტრერესი (მოსახლ. 239,086)
11. მიგელ-იდალგო (მოსახლ. 372,889)
12. მილპა-ალტა (მოსახლ. 130,582)
13. ტლაუაკი (მოსახლ. 360,265)
14. ტლალპანი (მოსახლ. 650,567)
15. ვენუსტიანო-კარანსა (მოსახლ. 430,978)
16. შოჩიმილკო (მოსახლ. 415,007)

კვარტლები შედგება ასობით კოლონიებისა და უბნებისაგან, რომლებსაც რაიმე იურიდიული ავტონომია ან წარმომადგენლობა არ გააჩნიათ. ქალაქის უძველესი ნაწილია ისტორიული ცენტრი, სადაც ზოგიერთი შენობა XVI საუკუნით თარიღდება. ცენტრალური ნაწილის სხვა ცნობილ უბნებს შორისაა კონდესა, რომელიც არტ-დეკოს არქიტექტურითა და რესტრონებით გამოირჩევა; კოლონია-რომა — გამოირჩევა ბოზარის არქიტექტურითა და კულინარიული წერტილებით; სონა-როსა, რომელიც წარსულში ცნობილი იყო ღამის ცხოვრებითა და რესტორნებით, ახლა კი ლგბტ და კორეულ-მექსიკური საზოგადოეებების ცენტრს წარმოადგენს; ტეპიტო და ლა-ლაგუნილია გამოირჩევა ადგილობრივ მუშათა კლასის ფოლკლორითა და ძველმანების ბაზრობებით. უახლეს კვარტლებს მიეკუთვნება სანტა-მარია-ლა-რიბერა და სან-რაფაელი, რომლებიც პორფირიატოს სტილის არქიტექტურით გამოირჩევა.

ისტორიული ცენტრის დასავლეთით, რეფორმის გამზირის გასწვრივ მდებარეობს ქალაქის მრავალი შეძლებული კვარტალი, მათ შორის პოლანკო, ლომას-დე-ჩაპულტეპეკი, ბოსკეს-დე-ლას-ლომასი, სანტა-ფე და ინტერლომასი, რომლებიც მეხიკოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არეალს მიეკუთვნება კორპორატიული სათავო ოფისებისათვის, ცათამბჯენებისათვის და სავაჭრო ცენტრებისათვის.

ქალაქის სამხრეთით მდებარეობს ზოგიერთი სხვა მაღალშემოსავლიანი კვარტალი, მაგალითად კოლონია-დელ-ვალიე და ხარდინეს-დელ-პედრეგალი, ასევე წარსულში ცალკეული, კოლონიური ქალაქები კოიოაკანი, სან-ანხელი და სან-ხერონიმო. ამბოხებულთა გამზრის გასწვრივი ტეროტირია, რეფორმის გამზირიდან, ცენტრის სიახლოვეს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის სამხრეთ ნაწილებამდე — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კორიდორია კორპორატიული საოფისე სივრცისათვის. ისეთი უკიდურესი სამხრეთი კვარტლები, როგორებიცაა შოჩიმილკო და ტლაუაკი, მნიშვნელოვანი სასოფლო დასახლებებით გამოირჩევა, მილპა-ალტა კი მთლიანად სასოფლოა.

ცენტრის აღმოსავლეთით ძირითადად დაბალშემოსავლიანი არეალებია, თუმცა შიგადაშიგ არის საშუალო კლასის კვარტლებიც, მაგალითად ხარდინ-ბალბუენა. ურბანული ბადე აღმოსავლეთით მრავალ კილომეტრზე გრძელდება და შედის მეხიკოს შტატში, მოიცავს ქალაქ ნესაუალკოიოტლს, სადაც ამჟამად საშუალო კლასის მოსახლეობა იზრდება, ერთ დროს კი ძირითადად უკანონო დასახლებებით იყო სავსე. მსგავსი ჯურღმულებით ამ დროისათვის გამოირჩევა მეტროპოლიური არეალის კიდეები.

ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთით, ინდისტრიული ობიექტებით გამორჩეული ასკაპოცალკოსა და გუსტავო-მადეროს კვარტლები მდებარეობს, სადაც ძირითადად საშუალო ფენა ცხოვრობს. ბოლო წლებში, მეხიკოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებულმა ინდუსტრიულმა ობიექტებმა ძირითადად მეხიკოს შტატის მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლა. მეხიკოს ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი სიუდად-სატელიტე, რომელიც საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის მოსახლეობით გამოირჩევა.

ადამიანის განვითარების ინდექსის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით,[62] აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ნიშნულით დაფიქსირდა სამ კვარტალში: ბენიტო-ხუარესის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მთელ მექსიკაში, მას მოსდევს მიგელ-იდალგო და კოიოაკანი.

საპირისპიროდ, ადამიანის განვითარების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა შოჩიმილკოში, ტლაუაკსა და იცაპალაპაში.

მეტროპოლიური არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მეხიკო მოიცავს ფედერალურ რაიონს, მეხიკოს შტატის 60 მუნიციპალიტეტს და იდალგოს შტატის 1 მუნიციპალიტეტს. დიდი მეხიკო უდიდესი მეტროპოლიური არეალი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მექსიკაში. 2009 წელს, ურბანულ აგლომერაციაში 21 163 226 ადამიანი ცხოვრობდა, საკუთრივ მეხიკოში კი 8 841 916. მოსახლეობის მიხედვით, დიდი მეხიკოს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტებია (მეხიკოს გარდა):[63]

ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტები მეხიკოს შტატში მდებარეობს, მაგრამ ამავე დროს მიეკუთვნება დიდ მეხიკოს. მეხიკოს შტატის მოსახლეობის დაახლოებით 75 % (10 მილიონი) ცხოვრობს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც დიდი მეხიკოს კონურბაციის ნაწილია.

1980-იანი წლების ბოლომდე, დიდი მეხიკო სწრაფად მზარდი მეტროპოლირი არეალი იყო. ამის შემდეგ, კონურბაციის ზრდასთან ერთად მომატებული გარემოში გამონაბოლქვის შემცირების მიზნით დაწყებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წყალობით, აგლომერაციის წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და ამჟამად უფრო დაბალია, ვიდრე მექსიკის ოთხი სხვა მეტროპოლიური არეალების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე პოზიტიურია[64]

1995-2000 წლებში, საკუთრივ მეხიკოს მიგრაციის სალდო უარყოფითი იყო,[65] რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობა მეტროპოლიის გარეუბნებში ან სხვა შტატებში გადადიოდა საცხოვრებლად.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acosta Ochoa, Guillermo (2007): "Las ocupaciones precerámicas de la Cuenca de México. Del poblamiento a las primeras sociedades agrícolas", en Arqueoweb No. 8 (2), consultada el 22 de marzo de 2007.
  • Álvarez Arredondo, Ricardo A (2002): Historia de las formas de gobierno de la Ciudad de México. Grupo Parlamentario del Partido de la Revolución Democrática: Cámara de Diputados, LVIII Legislatura: Congreso de la Unión. México, D. F.
  • Bernal, Rafael (1994): Mestizaje y criollismo en la literatura de la Nueva España del siglo XVI. Banco de México.
  • Garibay K., Ángel María (1992) [1950]: Poesía indígena de la Altiplanicie. Universidad Nacional Autónoma de México.
  • Garza, Gustavo (2000): La Ciudad de México en el fin del segundo milenio. El Colegio de México, Centro de Estudios Demográficos y de Desarrollo Urbano. ISBN 968-12-0996-6, 9789681209964
  • Instituto Nacional de Geografía, Estadística e Informática (2006): Distrito Federal. Anuario estadístico. INEGI, Aguascalientes. ISBN 0188-8544
  • Lombardo de Ruíz , Sonia / Guadalupe de la Torre Villalpando / María Gayón Córdoba / María Dolores Morales Martínez (2009): Territorio y demarcación en los censos de población. Ciudad de México 1753, 1790, 1848 y 1882. México, Adabi de México / Fundación Alfredo Harp Helú ISBN 978-968-03-0373-1[1] დაარქივებული 2020-06-17 საიტზე Wayback Machine.
  • Mathieu, Dominique (2004): «¿Qué significó la democratización en la gestión urbana?» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): Los primeros cien años. Los próximos cien.... Universidad Autónoma Metropolitana. pp. 173-188.
  • Organización de las Naciones Unidas (Naciones Unidas, 2003): World urbanization prospects. The 2003 revision (en inglés), en el sitio en internet de la ONU, consultado el 22 de marzo de 2007.
  • Paz, Octavio (2003): El laberinto de la soledad, Cátedra, Barcelona.
  • Terrazas, Óscar (2004): «La centralidad metropolitana en la Ciudad de México.» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 235-266.
  • Villalobos Jaramillo, Javier (2010) Los 100 Sitios y Monumentos más importantes del Centro Histórico de la Ciudad de México, México, Adabi de México / Fundación Alfredo Harp Helú
  • Ward, Peter M (2004): «Gobierno y democracia en el Distrito Federal: Cárdenas, el PRD y el huevo del párroco.» En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 189-234.
  • Zolov, Eric (2004): «Notas sobre la capital en su contribución hegemónica». En: Rodríguez Kuri, Ariel y Sergio Tamayo Flores Alatorre (coord.): op. cit. pp. 111-126.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 http://www.infodf.org.mx/directorio/consulta.php?seleccion=Delegaciones
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #4039060-3 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. https://www.inegi.org.mx/programas/ccpv/2020/
  4. Artículo 44. Constitución Política de los Estados Unidos Mexicanos. ციტირების თარიღი: May 14, 2010.
  5. Foreign Policy. (2008)The 2008 Global Cities Index. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2010. ციტირების თარიღი: December 27, 2009.
  6. WFE – Member Exchanges. World-exchanges.org (April 1, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2010. ციტირების თარიღი: March 25, 2010.
  7. Brian W. Blouet, Olwyn M. Blouet. OECD Reviews of Regional Innovation OECD Reviews of Regional Innovation: 15 Mexican States 2009. OECD Publishing, 2009. p. 418 (p. 299). ISBN 978-92-64-06012-8.
  8. World Population Review. Mexico City Population 2013.
  9. United Nations. (2007)World Urbanization Prospects. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 31, 2007. ციტირების თარიღი: December 27, 2009.
  10. Global MetroMonitor | Brookings Institution დაარქივებული 2013-06-05 საიტზე Wayback Machine. . Brookings.edu. Retrieved on April 12, 2014.
  11. Mexico City GDP as compared with national GDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2010. ციტირების თარიღი: August 19, 2010.
  12. Parish Flannery, Nathaniel. Mexico City Is Focusing On Tech Sector Development. Forbes. ციტირების თარიღი: December 27, 2013.
  13. 13.0 13.1 Government of the Federal District. History of Mexico City es. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2009. ციტირების თარიღი: December 27, 2009.
  14. United Nations. Mexico City, Mexico es. ციტირების თარიღი: December 27, 2009.
  15. Daniel C. Schechter, Josephine Quintero. Lonely Planet Mexico City, City Guide [With Pullout Map]. Third Edition. Lonely Planet, 2008. p. 288 (p. 20-21). ISBN 978-1-74059-182-9.
  16. Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, pp. 10-14.
  17. Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, p. 14.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Historia de la Ciudad de México Spanish. ციტირების თარიღი: October 14, 2008.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Marroqui, Jose Maria (1969). La Ciudad de Mexico. Mexico City: Ayuntamiento del Distrito Federal, გვ. 21–25. 
  20. Conquistadors – Cortés. November 1519, The Most Beautiful Thing in the World. PBS. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  21. Conquistadors – Cortés. November, 1519 – Montezuma Arrested. PBS. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  22. Conquistadors – Cortés. June 1520 – Massacre at Tenochtitlán. PBS. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  23. Conquistadors – Cortés. December 1520 – Siege, Starvation & Smallpox. PBS. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  24. Conquistadors – Cortés. The Last Stand: An Aztec Iliad. PBS. ციტირების თარიღი: April 17, 2011.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 Alvarez, Jose Rogelio (2000). „Mexico, Ciudad de“. Enciclopedia de Mexico (Spanish). 9. Encyclopædia Britannica. pp. 5242–5260.
  26. Toribio de Benavente Motolinia, Motolinia's History of the Indians of New Spain, translated and edited by Elizabeth Adnros Foster. Wesport: Greenwood Press, (1950) 1973, pp. 41-42
  27. Edmundo O'Gorman, Reflexiones sobre la distribución urbana coloinal de la ciudad de México, Mexico 1938, pp. 16ff.
  28. Magnus Mörner and Charles Gibson, "Diego Muñoz Camargo and the Segregation Policy of the Spanish Crown," Hispanic American Historical Review, vol. 42, pp. 558ff.
  29. Ida Altman, Sarah Cline, and Javier Pescador, The Early History of Greater Mexico, Pearson 2003, pp. 246-249.
  30. Noble David Cook, Born to Die: Disease and New World Conquest, 1492-1650. New York: Cambridge University Press 1998.
  31. Hamnett, Brian R. (1998). Concise History of Mexico.. Port Chester, New York, USA: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-58120-2. 
  32. 32.0 32.1 Ladd, Doris M (1998). Artes deMexico Palacios de la Nueva España The Mexican Nobility. Mexico City: Artes de Mexico y del Mundo, გვ. 84–86. ISBN 978-968-6533-61-3. 
  33. Don Agustín de Iturbide. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 11, 2004. ციტირების თარიღი: October 20, 2008.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 Mexico City History. ციტირების თარიღი: October 17, 2008.
  35. Weil, Thomas E. (January 1, 1991). Mexico: Chapter 3B. Evolution of a Nation. Bureau Development, Inc.. 
  36. Mody, Ashoka (October 31, 1996). Infrastructure Delivery. World Bank Publications, გვ. 187. ISBN 978-0-8213-3520-8. ციტირების თარიღი: October 20, 2006. 
  37. The Battle of Cerro Gordo. ციტირების თარიღი: October 18, 2008.
  38. The Storming of Chapultepec (General Pillow's Attack). ციტირების თარიღი: October 18, 2008.
  39. Richard Griswold del Castillo. Treaty of Guadalupe Hidalgo. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2010. ციტირების თარიღი: October 18, 2008.
  40. La Decena Trágica, febrero de 1913 Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 20, 2013. ციტირების თარიღი: October 19, 2008.
  41. LaRosa, Michael J.(Editor) (2005). Atlas and Survey of Latin American History.. Armonk, New York, USA: M. E. Sharpe, Inc., გვ. 118–125. ISBN 978-0-7656-1597-8. 
  42. National Research Council Staff. (1995). Mexico City's Water Supply: Improving the Outlook for Sustainability.. Washington, D.C., USA: National Academies Press, გვ. 4. 
  43. Campus, Yunnven (September 19, 2005). „A 20 años del sismo del 85“ (Spanish). Mexico City: Televisa. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 22, 2008. ციტირების თარიღი: October 4, 2008.
  44. Moreno Murillo, Juan Manuel (1995). „The 1985 Mexico Earthquake“. Geofisica Coumbia. Universidad Nacional de Colombia (3): 5–19. ISSN 0121-2974.
  45. Haber, Paul Lawrence (1995). „Earthquake of 1985“. Concise Encyclopedia of Mexico. Taylor & Frances Ltd. pp. 179–184.
  46. 46.0 46.1 (1995) Diccionario Porrua de Historia, Biografia y Geografia de Mexico 6th ed. – Mexico, Cuenca de (Spanish). Mexico City: Editorial Porrua, გვ. 2238. ISBN 978-968-452-907-6. 
  47. Mexico City: Opportunities and Challenges for Sustainable Management of Urban Water Resources (December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 7, 2008. ციტირების თარიღი: November 25, 2008.
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 National Research Council Staff (1995). Mexico City's Water Supply: Improving the Outlook for Sustainability.. Washington, D.C., USA: National Academies Press. ISBN 978-0-309-05245-0. 
  49. 49.0 49.1 49.2 Yip, Maricela; Madl, Pierre (April 16, 2002). „Air Pollution in Mexico City“. University of Salzburg, Austria: 16. ციტირების თარიღი: November 25, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  50. Average Weather for Mexico City. Weather Spark. ციტირების თარიღი: October 29, 2013.
  51. Extreme temperatures around the world. Herrera, Maximiliano. ციტირების თარიღი: March 2, 2012.
  52. Program to improve air quality in the Metropolitan zone of the valley of Mexico – 2002. Secretaría del Medio Ambiente del Distrito Federal, SMA (2002) Programa para Mejorar la Calidad del Aire de la Zona Metropolitana del Valle de México, Gobierno del Distrito Federal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-26. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
  53. Lafregua, J; Gutierrez, A, Aguilar E, Aparicio J, Mejia R, Santillan O, Suarez MA, Preciado M (2003). „Balance hídrico del Valle de Mexico“ (PDF). Anuario IMTA. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — დეკემბერი 16, 2008. ციტირების თარიღი: December 1, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  54. 54.0 54.1 54.2 „Mexico City cleans up its reputation for smog“. December 26, 2008.
  55. Federal Constitution of the United Mexican States (1824). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-18. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
  56. Boletín Mexicano de Derecho Comparado. Juridicas.unam.mx. Retrieved on April 12, 2014.
  57. Alvarez, Jose Rogelio (2003). „Distrito Federal“. Enciclopedia de Mexico (Spanish). IV. Sabeco International Investment Corp. pp. 2293–2314. ISBN 978-1-56409-063-8.
  58. Statute of Government of the Federal District. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-13. ციტირების თარიღი: 2015-05-18.
  59. Codigo Financiero Del Distrito Federal* (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2007. ციტირების თარიღი: April 17, 2010.
  60. Hamnett, Brian (1999) A Concise History of Mexico Cambridge University Press; Cambridge, UK, p. 293
  61. 2010 census tables: INEGI დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
    Select Municipales (Municipal), then Descargar (Download).
  62. Panorama de la entidad (Panorama of the entity) Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 3, 2012. ციტირების თარიღი: September 19, 2012.
  63. Censo de Población y Vivienda 2010 Resultados preliminares (choose drop down Mexico for state). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-03. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
  64. Síntesis de Resultados del Conteo 2005 INEGI
  65. Tasa de emigración, inmigración y migración neta de las entidades federativas. Inegi.gob.mx. ციტირების თარიღი: May 26, 2013.
  66. Städtepartnerschaft Mexiko-Stadt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-01-16.
  67. Documento de declaración de hermanamiento entre la ciudad de Dolores Hidalgo y la Ciudad de México დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. . Último acceso el 18/09/2008.
  68. México DF, otro hermano para Cádiz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-15. ციტირების თარიღი: 2013-01-16.
  69. Texto de la Conferencia dictada tras la firma del Convenio de Colaboración en el Bicentenario entre la Municipalidad de Rosario, Argentina, y la Ciudad de México დაარქივებული 2009-09-12 საიტზე Wayback Machine. .