მეხაშეების რიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეხაშეების რიგი — ტერმინი გვხვდება 1767 წლის ნასყიდობის წიგნში , როგორც გასაყიდი დუქნის ერთ-ერთი მიჯნა: „თქვენს ვალში მოგყიდეთ ჩვენი მკვიდრი ნაქონი მეხაშეების რიგზე ორი დუქანი“ . მოხმობილი საბუთებით ჭირს ძველ თბილისში მეხაშეების რიგის ადგილმდებარეობის ზუსტი მნიშვნელობა. როგორც ჩანს, იგი უნდა ყოფილიყო თათრის მოედნის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის სიახლოვეს. ასეთი ვარაუდის გამოთქმის უფლებას იძლევა ამ ადგილას დაბახანის (დავაღების უბნის) და აქვე აშპაშხანის არსებობა. სავარაუდოა, რომ მეხაშეების რიგი აშპახანში იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 671, თბ., 2002