მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითის აღწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითის აღწერა“ — ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილისა და მდივან გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს ქვემო ქართლში, მეწინავე სადროშოში-საბართაშვილო-სომხითში ჩატარებული მოსახლეობის აღწერა (დავთარი). დოკუმენტი პლატონ იოსელიანის არქივში აღმოაჩინა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომლის თხოვნით იოსელიანის ქვრივმა, ანა ბაგრატიონ-მუხრანელმა ხელნაწერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. „აღწერა“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა ქვემო ქართლის ტოპონიმიკისათვის, რომელმაც მნიშვნელოვნად იცვალა სახე XIX საუკუნეში ბერძენ და სომეხ მოახალშენეთა დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში : I აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა, შედგენილი მეფის ვახტანგ მეექვსის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილისა და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს. / გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. - თბილისი : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 80, 1907 (სტ. "ძმობა").