მეცნიერება და ტექნოლოგია ირანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შესასვლელი

მეცნიერება და ტექნოლოგია ირანში— მეცნიერება სპარსეთში უძველესი დროიდან ყვაოდა. ირანელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ალგებრასა და ფილოსოფიაში. ირანი წარმოადგენს ქვეყნის მაგალითს, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია განვითარებაში განათლებისა და აღზრდის წყალობით,  ბოლო 30 წლის განმავლობაში კვლევის თითქმის ყველა სფეროში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.

სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში 1979 წელს  შეადგენდა 100 ათასს, ხოლო  2006 წელს 2 მილიონამდე გაიზარდა.  სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობის ზრდის ტემპის მიხედვით, ბოლო პერიოდში ირანის მეცნიერება უფრო სწრაფად წავიდა წინ, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის. თუ 1996 წელს გამოქვეყნდა მხოლოდ 736 ნაშრომი, უკვე 2008 წელს— 600,000. მეცნიერების განვითარების ტემპით ირანი მსოფლიო ლიდერი გახდა. [1][2][3]

მეცნიერება სპარსეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების ისტორია სპარსეთში შეიძლება დაიყოს ორ მთავარ ეტაპად—ირანის ისლამიზაციამდე და შემდეგ. ორივე პერიოდში ფეჰლევური ენა ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა სამეცნიერო მუშაობისთვის.[3]

უძველესი ტექნოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიარიზი - (სპარს. كاريز)
მე-18 საუკუნის სპარსული ასტროლაბი

კიარიზი (მიწისქვეშა ჰიდრავლიკური სისტემა) წარმოიშვა სპარსეთში, აქემენიდებამდე.  ყველაზე ძველი და უდიდესი კიარიზი მდებარეობს ირანის ქალაქ ღონაბადში, რომელიც  UNESCO-ს მიერ  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. შექმნიდან 2700 წლის შემდეგ, იგი თითქმის 40 ათას ადამიანს აწვდის წყალს როგორც სასმელად, ისე — სოფლის მეურნეობისთვის.

სპარსელმა ფილოსოფოსებმა და გამომგონებლებმა შესაძლოა შექმნეს პირველი ბატარეები (აგრეთვე ცნობილი როგორც ბაღდადის ბატარეები) პართელთა ან სასანური ეპოქის დროს.[4] ზოგიერთმა მკვლევარმა წამოაყენა ჰიპოთეზა ამ ბატარეების  მედიცინაში გამოყენების შესახებ. სხვა ექსპერტებმა შემოგვთავაზეს ვერსია, რომლის მიხედვითაც ბატარეები გამოიყენებოდა ელექტროპლატაციისთვის (ტექნიკა, რომელიც იყენებს ლითონების ელექტროდეპოზიციას ელექტროდის საფარში, მასზე ქმნის სუფთა ზედაპირის ლითონისგან განსხვავებული მახასიათებლების ზედაპირს. გაპრიალების და ჩაყრის პროცესები ასევე გამოიყენება ელექტროპლატაციაში, რაც არ გულისხმობს ელექტრული დენის გამოყენებას) ტექნიკა, რომელსაც დღესაც იყენებენ სკოლის ექსპერიმენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ სკეპტიკოსი არქეოლოგების აზრით,  იმის დემონსტრირება,  რომ აღმოჩენა შეიძლება გამოყენებული იქნას დენის წყაროდ, სულაც არ ადასტურებს, რომ მას ამავე მიზნით იყენებდნენ წარსულში.[5][6] [7]

VII საუკუნეში, სპარსელმა ინჟინრებმა [წყარო დაუზუსტებელია] დიდი ირანიდან, ბაბილონის ტექნოლოგიის საფუძველზე, ბორბლები  გააუმჯობესეს, შექმნეს რა ქარის წისქვილები. [3][8]

მეცნიერება თანამედროვე ირანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიის სამინისტროს ეგიდით მუშაობს მრავალი სამეცნიერო საზოგადოება:  ენათმეცნიერება, რობოტოტექნიკა, მათემატიკა, ასტრონომია და ა.შ. სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდები, როგორიცაა ირანის ეროვნული ელიტარული ფონდი,  აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერების განვითარებაში.

ნანოტექნოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუსტრიები, რომლებშიც საქმიანობენ ირანული ნანოტექნოლოგიური კომპანიები. წყარო: UNESCO Science Report: Towards 2030

ნანოტექნოლოგიები— ირანის ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის სფეროა.  ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სწორედ ამ მიმართულებით მოახერხა ირანმა უდიდესი წარმატების მიღწევა. ნანოტექნოლოგიის განვითარების დონის თვალსაზრისით, Statnano- ს 2007 წლის მონაცემებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა 23-ე ადგილზეა მსოფლიოში, რაც საუკეთესო შედეგია ყველა მუსლიმურ ქვეყანას შორის. 2014 წელს ირანი უკვე მე -7 ადგილზე იყო და გაუსწრო ევროპის ყველა ქვეყანას, გარდა გერმანიისა. [9]

2007 წელს სამედიცინო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის ცენტრის ირანელმა მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს გვირაბის სკანირების მიკროსკოპების (STM) სერიულ წარმოებაში. გარდა ამისა, ირანმა შეიმუშავა და მასობრივად აწარმოა 35-ზე მეტი სახის მოწინავე ნანოტექნოლოგიური მოწყობილობა, მათ შორის ლაბორატორიული დანადგარები, ანტიბაქტერიული წამლები, ელექტროსადგურების ფილტრები, მასალები და მოწყობილობები მშენებლობისთვის.[10]

კოსმოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელიტი Omid. ირანი მე-9 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც დამოუკიდებლად შექმნა და გაუშვა სატელიტი ორბიტაზე საკუთარი გამშვები აპარატის (Safir-2) გამოყენებით.

ირანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავის კოსმოსურ პროგრამას. 1996 წელს მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ გახსნა ირანის საავიაციო - კოსმოსური ინსტიტუტი. ირანმა წარმატებით გაუშვა რამდენიმე თანამგზავრი კოსმოსში საკუთარი წარმოების Safir-2 გამშვები მანქანებით. ირანი გახდა მეხუთე ქვეყანა, რომელმაც მაიმუნი გაგზავნა კოსმოსში, მეცხრე ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამანადგურებელი სატელიტი გაუშვა და  43-ე ქვეყანა, რომელმაც კოსმოსში საკუთარი თანამგზავრი გაუშვა. 2015-2016 წლებისათვის დაგეგმილი იყო ირანში წარმოებული სამი სატელიტის გაშვება დედამიწის ზედაპირის ფოტოგადაღების, მონაცემების მონიტორინგისა და გადაცემისთვის. ირანს ამბიციური გეგმები და რეგიონში პირველობის სტრატეგიული მიზანი აქვს, რომლის  მიღწევას უკვე 2021 წელს გეგმავს.[11][12][13]

მათემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ისტორიაში ირანმა  რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აჩვენა მაღალი შედეგები სხვადასხვა მათემატიკურ დისციპლინებში.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ლოგოტიპი

2014 წელს, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ მარიამ მირზახანს მიენიჭა ფილდსის პრემია ”რიმანის ზედაპირების დინამიკასა და გეომეტრიაში განსაკუთრებული წვლილისა და მათი მოდულური სივრცის თეორიისათვის”. იგი გახდა  ირანის პირველი მოქალაქე და პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოში მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზის ლაურეატია.

მსოფლიოს უდიდეს სასკოლო შეჯიბრში, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში, ირანი 1985 წლიდან მონაწილეობს. მას შემდეგ ქვეყნის ეროვნული ნაკრები საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა შეჯიბრში. 1998 წელს ირანის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი, უფრო მეტიც, ქვეყნის ნაკრები მოწინავე 20 ქვეყანას შორის იყო, რომლებიც თითქმის ყოველ წელს გამოდიოდნენ ოლიმპიადაზე.

რობოტოტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა სამაშველო რობოტების ლიგის თასზე, რომელიც 2012 წელს გაიმართა მეხიკოში  საერთაშორისო ტურნირის RoboCup- ის ფარგლებში.[14]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკითხველთა რაოდენობით ირანი  რეგიონში ყველაზე მოწინავე ქვეყნად ითვლება.  წიგნების ბაზრობები ზოგჯერ კილომეტრებზეა გადაჭიმული. თეირანის ეროვნული ბიბლიოთეკაში ინახება  მილიონზე მეტი წიგნი მსოფლიოს ყველა ენაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Masood, Ehsan. Islam and Science: An Islamist revolution // Nature. — 2006. — 2 November (vol. 444, no. 7115). — P. 22—25. — doi:10.1038/444022a. — PMID 17080057.
  2. NewScientist: Iran is top of the world in science growth
  3. 3.0 3.1 3.2 Gemson, Claire (13 October 2007). "1,001 inventions mark Islam's role in science". The Scotsman. Edinburgh, UK.
  4. "Riddle of 'Baghdad's batteries'". BBC News. 27 February 2003. Archived from the original on 3 September 2017. Retrieved 23 May 2010.
  5. Qazvīnī, Zakariya ibn Muhammad; Skinner, James; Khan, Mir Khalan; Muḥammadzāī, Ṣāliḥ ibn Ṣāliḥ Muḥammad and Gul Muḥammad Khān; Muhammad, ‘Abd al-Sabur Mirzā; Yāqūt; Hasan-Khān, Muhammad. "Science and Technology - A Thousand Years of the Persian Book | Exhibitions (Library of Congress)". www.loc.gov. Retrieved 1 December 2020.
  6. Ward English, Paul (21 June 1968). "The Origin and Spread of Qanats in the Old World". Proceedings of the American Philosophical Society. 112 (3): 170–181. JSTOR 986162.
  7. Hill, Donald. Islamic Science and Engineering. 1993. Edinburgh University Press. ISBN 0-7486-0455-3 p.222
  8. Intute: Science, Engineering and Technology. Psigate.ac.uk. მიმართვის თარიღი: 21 ოქტომბერი 2011.
  9. "Iran mass producing over 35 nano-tech laboratory equipments". დაარქივებული 2012-10-17 საიტზე Wayback Machine. Payvand.com. Archived from the original on 17 October 2012. Retrieved 19 January 2013.
  10. "Iran Ranks 15th In Nanotech Articles". Bernama. 9 November 2009. Archived from the original on 10 December 2011. Retrieved 21 October 2011.
  11. "Iran sends first homemade satellite into orbit". The Guardian. London. 3 February 2009. Archived from the original on 6 September 2013. Retrieved 23 May 2010.
  12. "Iran says it has put first dummy satellite in orbit". Reuters. 17 August 2008. Archived from the original on 12 September 2018. Retrieved 12 September 2018.
  13. "Iran Invests in Astronomy". Physics Today. July 2004. Archived from the original on 20 October 2004.
  14. "Iranian High Schools Establish Robotics Groups". Payvand.com. Archived from the original on 29 June 2011. Retrieved 21 October 2011.