მეცნიერება და ტექნოლოგია ბანგლადეშში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეცნიერება და ტექნოლოგია ბანგლადეშში —თანამედროვე მეცნიერების განვითარება ბანგლადეშში დაიწყო ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში შეიქმნა პირველი თანამედროვე მეცნიერებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები. დაკას უნივერსიტეტში, რომელიც 1921 წელს დაარსდა, მრავალი ცნობილი მეცნიერი აღიზარდა.[1]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1971 წელს, ბანგლადეში უამრავი სოციალური პრობლემის წინაშე დადგა, როგორიცაა სიღარიბე, გაუნათლებლობა და ა.შ. ამასთან,  ქვეყანაში არსებული  სტაგნაციის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური წინსვლის წყალობით, მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა სწრაფად დაიწყო განვითარება, პროგრესი განსაკუთრებით  ინფორმაციული ტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სექტორებს შეეხო. ეროვნული სამეცნიერო - ტექნოლოგიური პოლიტიკის დაგეგმვა და შემუშავება ხდება  მეცნიერების და ტექნოლოგიების ეროვნული საბჭოს მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო.[2][3][4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარი-ბატეშვარის არქეოლოგიური გათხრების ადგილზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ბანგლადეშში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორია შეიძლება ითქვას, რომ სპილენძის ხანიდან იწყება. ამ გათხრების დროს აღმოაჩინეს მტკიცებულება იმ პერიოდში მაღაროს არსებობის შესახებ.[6]

თანამედროვე მეცნიერების ისტორიას საფუძველი  ქვეყანაში ბრიტანეთის იმპერიის მოსვლის შემდეგ ჩაეყარა. ამ პერიოდში საგანმანათლებლო რეფორმებმა რეგიონში მრავალი ცნობილი მკვლევარი გამოვიდა ასპარეზზე.  მათგან აღსანიშნავია სერ ჯაგდიშ ჩანდრა ბოსი — დაბადებული ბიკრამპურში (დღევანდელი ბანგლადეშის მუნშიგანჯის რაიონი) —რადიო და მიკროტალღური გამოსხივების კვლევების პიონერი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოტანიკაში და საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტული მეცნიერების განვითარებას ინდოეთის ნახევარკუნძულზე. რადიოელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინჟინრების ინსტიტუტმა (ინგლ. Institute of Electrical and Electronics Engineers- IEEE) იგი რადიოლოგიის ერთ-ერთ მამად დაასახელა. ის იყო პირველი ადამიანი ინდოეთის ნახევარკუნძულზე, რომელმაც 1904 წელს მიიღო აშშ პატენტი. 1924–25 წლებში, დაკას უნივერსიტეტში კვლევის დროს, პროფესორმა შატიენდრანატ ბოზემ (ბოშუ), რომელიც კვანტურ მექანიკაზე მუშაობით იყო ცნობილი, საფუძველი ჩაუყარა ბოსე– აინშტაინის სტატისტიკას და ბოსე – აინშტაინის კონდენსატის თეორიას. [7]

1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის დაყოფის შემდეგ, ბანგლადეში ან ყოფილი აღმოსავლეთ ბენგალი (შემდგომში აღმოსავლეთ პაკისტანი) პაკისტანის მუსლიმური უმრავლესობის ნაწილი გახდა და ბანგლადეშელი წარმოშობის რამდენიმე ნიჭიერმა ინდუსმა მკვლევარმა გადაწყვიტა ინდოეთში გადასვლა, რეგიონში არსებული მზარდი სოციალური უთანხმოების გამო.  1955 წელს დაკაში დაარსდა პაკისტანის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევითი საბჭოს რეგიონალური ოფისი, რომელიც პირველი კვლევითი ორგანიზაცია იყო აღმოსავლეთ პაკისტანში. მოგვიანებით მას ეწოდა ბანგლადეშის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების საბჭო. აღმოსავლეთ პაკისტანის ეკონომიკურმა და სხვა სახის დისკრიმინაციამ და პაკისტანის ცენტრალური მთავრობის მიერ მილიტარიზაციაში  ჩადებულმა ფართო ინვესტიციებმა გამოიწვია მეცნიერების და ტექნიკის განვითარების პროცესის შენელება ამ პერიოდში. ბანგლადეშის დამოუკიდებლობის დროს, ქვეყანაში არსებობდა ექვსი კვლევითი ორგანიზაცია, რომელთა ხელმძღვანელობით ოცი ინსტიტუტი მოქმედებდა.[8][9]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1971 წელს,  რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა. ასევე შეიქმნა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებიც ორიენტირებულია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ძირითად დისციპლინებზე. 1983 წელს შეიქმნა  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  ეროვნული კომიტეტი, ბანგლადეშის პრეზიდენტის მეთაურობით, ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მიზნით.

ბანგლადეშის მთავრობამ 1986 წელს მიიღო საუნივერსიტეტო აქტი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო და ტექნიკურ განათლებას. შაჰჯალალის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დაარსდა, როგორც პირველი სპეციალიზებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ქვეყანაში. მას შემდეგ ბანგლადეშში შეიქმნა კიდევ შვიდი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wali, Kameshwar C. Satyendra Nath Bose: his life and times. — Singapore: World Scientific Pub Co Inc, 2009. — 468 p. — ISBN 978-981-279-070-5.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ahmed, Zia Uddin (2012). "Science and Technology" In Islam., Sirajul; Jamal, Ahmed A. (eds.). Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh(Second ed.). Asiatic Society of Bangladesh.
  2. "Release of the Global Innovation Index 2020: Who Will Finance Innovation?". www.wipo.int. Retrieved 2 September 2021.
  3. "Global Innovation Index 2019". www.wipo.int. Retrieved 2 September 2021.
  4. "RTD - Item". ec.europa.eu. Retrieved 2 September2021.
  5. "Global Innovation Index"[მკვდარი ბმული]. INSEAD Knowledge. 28 October 2013. Retrieved 2 September 2021.
  6. Rahman, Sufi Mostafizur; Pathan, Habibulla; Rahman, Mizanur; Akhter, Shamima; Rayhan, Morshed (2012). "Wari-Bateshwar".,In Islam Sirajul; Jamal, Ahmed A. (eds.). Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh(Second ed.). Asiatic Society of Bangladesh.
  7. Chatterjee, Santimay and Chatterjee, Enakshi, Satyendranath Bose, 2002 reprint, p. 5, National Book Trust, ISBN 81-237-0492-5
  8. Dr Subodh Mahanti. "Satyendra Nath Bose, The Creator of Quantum Statistics". Vigyan Prasar.
  9. Wali, Kameshwar C (2009). Satyendra Nath Bose: his life and times. Singapore: World Scientific. pp. xvii, xviii, xx (Foreword). ISBN 978-981-279-070-5.
  10. J J O'Connor and E F Robertson (October 2003). "Satyendranath Bose". The MacTutor History of Mathematics archive.