მეცნიერება და ტექნოლოგიები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მეცნიერება და ტექნიკა)
„მეცნიერება და ტექნოლოგიები“ — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოველთვიური სამეცნიერო ჟურნალი. აღნიშნული სახელწოდებით გამოდის 2001 წლიდან.[1]
1949-2000 წლებში ჟურნალი გამოდიოდა სახელწოდებით „მეცნიერება და ტექნიკა“. ჟურნალი აშუქებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემებსა და მიღწევებს ჩვენში და საზღვარგარეთ. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ: რ. აგლაძე, რ. დვალი, ვ. მახალდიანი, ზ. წილოსანი. ტირაჟი 19 ათასი ცალი (1982).
მისი წინამორბედი ჟურნალებია:
- „ტექნიკა და ცხოვრება“ (1925-1929);
- „ტექნიკა და შრომა“ (1929-1936);
- „ტექნიკა“ (1936-1941).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბასილაია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 641.
- ბასილაია, „მეცნიერება და ტექნიკა“, ენციკლოპედია „საქართველო“