მეჩონგურეთა ანსამბლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეჩონგურეთა ანსამბლებიჩონგურზე დამკვრელთაგან შედგენილი მუსიკალური კოლექტივები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. ჩონგურზე (აგრეთვე ფანდურზე) დაკვრის ტრადიცია, როგორც ცალკე (სოლო) შესრულებით, ისე გუნდის თანხლებით ოდითგანვე იყო დამკვიდრებული საქართველოში. პირველი ასეთი ანსამბლი თბილისში დაარსდა 1921 წელს ა. მეგრელიძის ხელმძღვანელობით. შემდგომში მანვე ასეთი ანსამბლები ჩამოაყალიბა თბილისის მრავალ საწარმოსა და დაწესებულებასთან, სკოლებთან. 1933 წელს დაარსდა მეჩონგურე ქალთა სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი კ. ფოცხვერაშვილი, 1953 წლიდან ნ. ფოცხვერაშვილი). ანსამბლის რეპერტუარში იყო ხალხური შემოქმედების ნიმუშები და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 1937 წელს ა. მეგრელიძის მეჩონგურეთა ანსამბლები წარმატებით გამოვიდა ქართული ლიტერატურის და ხელოვნების I დეკადაზე მოსკოვში, ამჟამად დამოუკიდებლად აღარ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]