მეჩისლავ ჰრიბი
| მეჩისლავ ჰრიბი | |
|---|---|
| ბელარ. Мечыслаў Іванавіч Грыб | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1938 (87 წლის) |
| დაბადების ადგილი | Savіčy |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Faculty of Law of the Belarusian State University |
| ჯილდოები | „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Medal "For excellent service in the protection of public order", მედალი „შრომის ვეტერანი“, Jubilee Medal "50 Years of the Soviet Militia", Medal "For Impeccable Service", 1st class, Medal "For Impeccable Service", 2nd class, Medal "For Impeccable Service", 3rd class და Honoured Jurist of the Republic of Belarus |
მეჩისლავ ჰრიბი (ბელარ. Мечыслаў Іванавіч Грыб; დ. 25 სექტემბერი, 1938) — ბელარუსელი პოლიტიკოსი, რომელიც 1994 წლის იანვრიდან ივლისამდე ბელარუსის სახელმწიფოს მეორე მეთაური, ხოლო 1994 წლიდან 1996 წლამდე ბელარუსის უმაღლესი საბჭოს მეორე თავმჯდომარე იყო.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ჰრიბმა ბელარუსის პირველი კონსტიტუცია მიიღო.[1] მან ასევე ჩაატარა 1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალექსანდრე ლუკაშენკომ იგი ახალ პოსტზე, პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩაანაცვლა, რაც სახელმწიფოს მეთაურის ახალ ოფიციალურ პოზიციად იქცა. ჰრიბმა შეინარჩუნა თავისი როლი და მოღვაწეობა საპარლამენტო სპიკერის რანგში განაგრძო. ამჟამად ჰრიბი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.[2]
ადრეული ცხოვრება და კარიერა პოლიციაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეჩისლავ ჰრიბი დაიბადა 1938 წლის 25 სექტემბერს სოფელ სავიჩეში, რომელიც იმ დროს პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, გლეხის ოჯახში. ერთი წლის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის დროსაც მამამისი, ივანი, დაიღუპა.
იგი სკოლაში დიატლოვოში დადიოდა და მუშაობა მეშვიდე კლასიდან დაიწყო — თავდაპირველად ტორფს მოიპოვებდა, შემდეგ კი მშენებლობაზე დამხმარე მუშად მუშაობდა.[3]
1959 წელს მან დაამთავრა ლვოვის სიცოცხლის უსაფრთხოების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ბელარუსში დაბრუნების შემდეგ სამი წლის განმავლობაში სახანძრო ინსპექტორად მუშაობდა, სადაც ხანძრებისა და განზრახ გაჩენილი ხანძრების გამოძიებით დაინტერესდა. მან დაუსწრებლად ჩააბარა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მსახურობდა ვიტებსკის ოლქის პლისკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა განყოფილების პოლიციის ინსპექტორად. 1962 წლიდან 1981 წლამდე ვიტებსკში სამართალდამცავ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1967 წელს კი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
1981 წელს იგი ბელარუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ოთხი წლის შემდეგ, 1985 წელს, დაწინაურდა ვიტებსკის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის პოსტზე. დანიშვნიდან მალევე, იგი სათავეში ჩაუდგა სერიული მკვლელისა და მოძალადის, გენადი მიხასევიჩის წინააღმდეგ აღძრულ, ე.წ. „ვიტებსკის საქმის“ გამოძიებას.
უზენაესი საბჭო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს ჰრიბმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და თავის ოლქში გაიმარჯვა. იმავე წელს იგი შეუერთდა „დემოკრატიულ კლუბს“, რომელიც უზენაეს საბჭოში იმ დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბელარუსში დემოკრატიის მშენებლობას. პარლამენტში ჰრიბი ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფარგლებშიც იგი ყოველმხრივ ლობირებდა ბელარუსის გაწევრიანებას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში, რამაც ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში მოაქცია.
1993 წელს იგი გახდა პირველი რესპუბლიკაში, ვინც მილიციის მაიორ-გენერლის წოდება მიიღო.[4] დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ერთიან რეესტრში გამოქვეყნებული საერთაშორისო ხელშეკრულების დეპოზიტარის ინფორმაციით, ბელარუსმა ოფიციალურად შეატყობინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებასთან შეერთების შესახებ 1993 წლის 31 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ჯერ კიდევ სტანისლავ შუშკევიჩი იყო.[5]
1994 წლის 15 აპრილს ჰრიბმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს წევრმა, ბელარუსის სახელით ხელი მოაწერა „შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ“, რომელიც განიხილებოდა, როგორც „ეკონომიკური კავშირის შექმნის პირველი ეტაპი“.[6] აღნიშნული შეთანხმება ბელარუსის მიერ საგარეო ვაჭრობაში დღემდე გამოიყენება, კერძოდ, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ურთიერთობაში.[7] მან ასევე მოაწერა ხელი „შეთანხმებას უკრაინის ეკონომიკურ კავშირში ასოცირებულ წევრად გაწევრიანების შესახებ“, რომელიც ძალაში არასოდეს შესულა.[8]
ოპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის ოქტომბერში, ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ჰრიბი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა ბელარუსის კონსტიტუციაში დემოკრატიული რეფორმების პროექტის მომზადება. ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობა ამ ოპოზიციურ პანელს არ აღიარებს.[9][10]
პერსონალური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი კათოლიკეა. არის დაქორწინებული და ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი. ჰრიბი ძირითადად რუსულად კომუნიკაციას ამჯობინებს, რადგან ბელარუსული ენა ცხოვრების გვიან ეტაპზე შეისწავლა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Мечислав Гриб: в Беларуси не исключен украинский сценарий“. БДГ Деловая газета (რუსული). 2015-01-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-17. ციტირების თარიღი: 2018-04-16.
- ↑ Myechyslaw Hryb. ციტირების თარიღი: 7 July 2014.
- ↑ Генерал милиции, поймавший опасного маньяка, и противник Лукашенко. Рассказываем о единственном живущем экс-руководителе Беларуси (29 January 2023).
- 1 2 Генерал милиции, поймавший опасного маньяка, и противник Лукашенко. Рассказываем о единственном живущем экс-руководителе Беларуси ru (2023-01-29). ციტირების თარიღი: 2023-07-17
- ↑ https://cis.minsk.by/reestrv2/doc/79#documentCard
- ↑ https://cis.minsk.by/reestrv2/doc/321#text
- ↑ Торговые режимы - Министерство иностранных дел Республики Беларусь.
- ↑ https://cis.minsk.by/reestrv2/doc/325#text
- ↑ Тихановская назначила Гриба и Лебедько представителями по конституционной реформе. ციტირების თარიღი: 2020-10-27
- ↑ Светлана Тихановская.