მეღუმელესებრნი
იერსახე
მეღუმელესებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითური მეღუმელე (Furnarius rufus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Furnariidae (J. E. Gray, 1840) | ||||||||||||
|
მეღუმელესებრნი, მექოთნესებრნი (ლათ. Furnariidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 12–28 სმ. შეფერილობა უფრო ხშირად მურა ან წითურია, დედალ-მამალისათვის ერთნაირი. ცნობილია 200-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ცენტრალური მექსიკიდან სამხრეთით, ჩილესა და არგენტინამდე. ბინადრობენ ტყეებში, პამპასებში, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროებზე. ბუდობენ სოროებში, ფუღუროებში, კლდეების ნაპრალებში ან ხეებზე აკეთებენ დახურულ ბუდეს; რამდენიმე სახეობა თიხისაგან ძერწავს მასიურ დახურულ ბუდეს. კვერცხები ფერად თეთრი ან ცისფერია. კრუხობენ 15–20 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, კიბოებით, ობობებით, ზოგიერთი სახეობა — თესლებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეღუმელესებრნი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)