მექსიკური კვიპაროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკური კვიპაროზი
Mexican Cypress.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cupressus lusitanica
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42221

მექსიკური კვიპაროზი (ლათ. Cupressus lusitanica) — მარადმწვანე ხე კვიპაროზისებრთა ოჯახისა. სიმაღლით აღწევს 50 მ-ს, დიამეტრი 4-5 მ. აქვს ძალიან ლამაზი ვარჯი, დახრილი გვერდითი ტოტებით და მრავალი დაკიდებული წვრილი ყლორტებით, რომლებზეც გაწყობილია ნაზი ღია-მწვანეფერის წიწვები, წიწვი ხეზე მეორე წლამდე რჩება. მდედრობითი გირჩები 3-4,5 სმ სიგრძისაა. სათესლე ქერქლების იღლიებში წყვილი უფრთო თესლია.

ველურად გავრცელებულია მექსიკის ზომიერი ჰავის პირობებში, სადაც ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლემდე ვრცელ ტყეებს ქმნის. იგი უფრი სითბოს მომთხოვნია ვიდრე ჭაობის. მექსიკური კვიპაროზის ხელოვნურად გაშენება შესაძლებელია მხოლოდ თბილი ჰავის პირობებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]