მექსიკის პოლიტიკური სისტემა
მექსიკის პოლიტიკური სისტემა — მექსიკა, ისევე როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობა, წარმოადგენს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას. მექსიკის სახელმწიფო წყობის ფორმა გადმოღებულია აშშ-ის მმართველობის ფორმიდან.
კონსტიტუციური წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მექსიკაში მკვეთრადაა გამიჯნული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი. იგი შედგება ორი პალატისაგან:
- ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა (1979 წლიდან 400, ხოლო 1988 - 500 ადგილი).
- ზედა პალატა სენატი (128 ადგილი).
ორივე პალატას ირჩევენ საყოველთაო არჩევნების გზით.
აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. იგი აკომპლექტებს მთავრობას (ე.წ. აღმასრულებელ კაბინეტს). განსხვავებით ლათინური ამერიკისა და აშშ-სა მექსიკაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არა არის.
სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს უზენაესი სასამართლო, რომლის მოსამართლეებს ამტკიცებს სენატი პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე. ისევე, როგორც აშშ-ში მექსიკაშიც უზენაესი სასამართლო ითავსებს კონსტიტუციური სასამართლოს ფუნქციებსაც.
საარჩევნო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საარჩევნო ციკლი მექსიკაში მეორდება ყოველ ექვს წელიწადში, როდესაც ერთდროულად მიმდინარეობს კონგრესის ორივე პალატის და პრეზიდენტის არჩევნები. გარდა ამისა შუალედში მიმდინარეობს კიდევ ერთი არჩევნები, ირჩევენ დეპუტატთა პალატის წევრებს (მათი უფლებამოსილება 3 წლითაა განსაზღვრული).
1991 წელს ფორმირება განიცადა სენატის არჩევნების სისტემამ. თუ მანამდე სენატის ყველა წევრს ირჩევდნენ ყოველ 6 წელიწადში, შემდეგ 32 სენატორს (25%) ირჩევდნენ ცალკე, ხოლო - 96 სენატორს(75%) ცალკე. მაგრამ 2000 წელს ეს წესი გააუქმეს და არჩევნების ძველ სისტემას დაუბრუნდნენ.
1976 წლიდან 500 ადგილიანი დეპუტატთა პალატის 300 წევრს (60%) ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო 200 (40%) - პროპორციული სისტემით. 2000 წელს არჩევნების ეს შერეული სისტემა შემოიღეს სენატის არჩევნებისთვისაც. 128 სენატორიდან 32-ს ირჩევენ მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 96-ს პროპორციული საარჩევნო სისტემით.
პარტიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღესდღეობით მექსიკაში სამპარტიული პოლიტიკური სისტემაა. ქვეყნის მთავარი პარტიაა ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია, რომელიც 72 წლის განმავლობაში (1928-2000 წწ.) დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მემარჯვენე პარტიაა ეროვნული მოქმედების პარტია, ხოლო მემარცხენე ძალაა რევოლუციურ-დემოკრატიული პარტია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პოლიტიკური ატლასი - მექსიკის პარლამენტი და მთავრობა დაარქივებული 2010-04-09 საიტზე Wayback Machine.
- პოლიტიკური ატლასი - მექსიკის კონსტიტუციური წყობილება დაარქივებული 2010-04-09 საიტზე Wayback Machine.