შინაარსზე გადასვლა

მექსიკის მუნიციპალიტეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექსიკის მუნიციპალიტეტები
შტატი მუნიციპალიტეტები
აგუასკალიენტესის დროშა აგუასკალიენტესი 11
ქვემო კალიფორნიის დროშა ქვემო კალიფორნია 7
ქვემო კალიფორნიის დროშა ქვემო კალიფორნია (სამხრეთი) 5
კამპეჩეს დროშა კამპეჩე 13
ჩიაპასის დროშა ჩიაპასი 124
ჩიუაუის დროშა ჩიუაუა 67
კოაუილის დროშა კოაუილა 38
კოლიმის დროშა კოლიმა 10
დურანგოს დროშა დურანგო 39
გუანახუატოს შტატის დროშა გუანახუატო 46
გერეროს დროშა გერერო 81
იდალგოს დროშა იდალგო 84
ხალისკოს დროშა ხალისკო 125
მეხიკოს შტატის დროშა მეხიკო 125
მიჩოაკანის შტატის დროშა მიჩოაკანი 113
მორელოსის დროშა მორელოსი 36
ნაიარიტის დროშა ნაიარიტი 20
ნუევო-ლეონის დროშა ნუევო-ლეონი 51
ოახაკის დროშა ოახაკა 570
პუებლას დროშა პუებლა 217
კერეტაროს დროშა კერეტარო 18
კინტანა-როოს დროშა კინტანა-როო 11
სან-ლუის-პოტოსის დროშა სან-ლუის-პოტოსი 58
სინალოას დროშა სინალოა 18
სონორის დროშა სონორა 72
ტაბასკოს დროშა ტაბასკო 17
ტამაულიპასის დროშა ტამაულიპასი 43
ტლასკალის დროშა ტლასკალა 60
ვერაკრუსის დროშა ვერაკრუსი 212
იუკატანის დროშა იუკატანი 106
საკატეკასის დროშა საკატეკასი 58

მუნიციპალიტეტები (ესპ. municipios) — მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფები მექსიკაში. პირველი დონის ადმინისტრაციულ ერთეულს შტატები (ესპ. estado) წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტები არ უნდა აირიოს დიდ და პატარა ქალაქებში, რომელთაც შეიძლება იგივე სახელი ჰქონდეთ, მაგრამ განსხვავებული ერთეულები არიან და გეოგრაფიული საზღვრებითაც არ ემთხვევიან მუნიციპალიტეტებს. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მექსიკაში 2 476 მუნიციპალიტეტია, ქალაქ მეხიკოს 16 რაიონის გამოკლებით.

2015 წლის შემდეგ ორი მუნიციპალიტეტი შეიქმნა კამპეჩეში,[1] სამი ― ჩიაპასში, სამი ― მორელოსში,[2] ერთი ― კინტანა-როოში[3] და ორი ― ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიაში.[4]

შიდა პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი პასუხისმგებლობები მექსიკსი 1917 წლის კონსტიტუციის 115-ე მუხლშია ხაზგასმული და დეტალურადაა გაწერილი იმ შტატების კონსტიტუციებში, რომელთაც მუნიციპალიტეტები ეკუთვნის.

მექსიკის ყველა შტატი იყოფა მუნიციპალიტეტებად. ყოველი მუნიციპალიტეტი ავტონომიურია. მოქალაქეები ირჩევენ „მუნიციპალურ პრეზიდენტს“ (ესპ. presidente municipal), რომელიც მუნიციპალური საბჭოს (ესპ. ayuntamiento) ხელმძღვანელობს, ეს უკანასკნელი კი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველა საჯარო სერვისზეა პასუხისმგებელი. ეს პრინციპი, რომელიც მექსიკის რევოლუციის შემდეგ წარმოიშვა, ცნობილია როგორც „თავისუფალი მუნიციპალიტეტი (ესპ. municipio libre).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Decreto Número 45“ (PDF). Periódico Oficial del Estado de Campeche, Segunda Sección (ესპანური). 26 April 2019. pp. 3–4. ციტირების თარიღი: 17 October 2020.
  2. „Habrá a partir de 2019 4 municipios indígenas en Morelos“. Diario de Morelos (ესპანური). November 9, 2017. ციტირების თარიღი: January 2, 2018.
  3. Norma Anaya (November 5, 2015). „Puerto Morelos nuevo municipio de Quintana Roo“ (ესპანური). El Financiero. ციტირების თარიღი: December 21, 2015.
  4. Decreto de Creación municipio San Quintín. ციტირების თარიღი: February 2, 2021