მექვიშიები
იერსახე
| მექვიშიები | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Meriones unguiculatus | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Gerbillinae | |||||||||||||
| |||||||||||||
მექვიშიები (ლათ. Gerbillinae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. ცნობილია 10-12 გვარის 102 სახეობა. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 2 გვარი: ჩვეულებრივი მექვიშიები (Meriones) და დიდი მექვიშიები (Rhombomys). მათი 9 სახეობიდან საქართველოში გვხვდება 3. გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ბინადრობენ უდაბნოებსა და ველებზე. ცხოვრობენ კოლონიებად. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა მიწისზედა ნაწილებით; მათი მრავალი წარმომადგენელი შავი ჭირის გამომწვევის მატარებელია. აზიანებს ნათესებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 628.