მექვია იხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექვია იხვი
Harlequin Duck.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Histrionicus histrionicus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680423

მექვია იხვი[1] (ლათ. Histrionicus histrionicus) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 38–49 სმ, მასა 500–714 ; მამალი რამდენადმე აღემატება დედალს. ნისკარტი და კისერი მოკლეა; ბოლო მახვილი და საფეხუროვანი; ფეხები დიდი, აპკიანი. გამრავლების პერიოდში მამლის შეფერილობაში ჭარბობს მუქი, მოლურჯო-რუხი ტონები; ზურგი და მუცელი შავია, გვერდები წაბლისფერი; თავზე, კისერზე, მკერდსა და ფრთებზე თეთრი ნიშნები აქვს. დედალი მუქი მურაა, თავის გვერდებზე თეთრი ლაქები აქვს. ბუდობს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთებში (დასავლეთით ტბა ბაიკალამდე და მდინარე ლენას ზემოთამდე), ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვან მთებში, ლაბრადორის ნახევარკუნძულზე, ბაფინის მიწისა და გრენლანდიის სამხრეთ ნაწილში, ისლანდიაში და შპიცბერგენის არქიპელაგზე; დიდ გუნდებად იზამთრებს ატლანტისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ზღვების გაუყინავი მონაკვეთების ქვიან სანაპიროებზე. უპირატესად სახლობს სწრაფდინებიანი და გამჭვირვალეწყლიანი მთის მდინარეებისა და ნაკადულების ზემო წელში. ჩაყვინთვისას იყენებს ფეხებსა და ფრთებს. იკვებება მოლუსკებით, კიბოსნაირებით, წყლის მწერებითა და მცირე ზომის თევზებით. ბუდე ჩვეულებრივ საგულდაგულოდაა დამალული ხშირ ბუჩქში ან კლდის ნიშში. დებს 3–10 (ჩვეულებრივ 5–8) კვერცხს, კრუხობს დედალი, ინკუბაცია 27–30 დღე გრძელდება. სიცოცხლის პირველივე დღიდან შესანიშნავად ცურავენ და ყვინთავენ; 7 კვირის შემდეგ კი ფრენის უნარსაც იძენენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 37, 119, 204.