შინაარსზე გადასვლა

მექანიკური ყასაბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მექანიკური ყასაბი

კადრი ფილმიდან
რეჟისორი ძმები ლუმიერები
გამოსვლის თარიღი 1895
ხანგრძლივობა 49 წამი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
„მექანიკური ყასაბი“ (1895)

„მექანიკური ყასაბი“ (ასევე ცნობილი, როგორც „La Charcuterie mécanique“) — 1895 წლის იუმორისტული ფილმი, ძმებ ლუმიერების რეჟისორობით. ფილ ჰარდის წიგნში, „აურუმის კინოენციკლოპედია: სამეცნიერო ფანტასტიკა“, ამ ჩანაწერს მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ტიტული ენიჭება.[1]

კადრში ვხედავთ ცოცხალ ღორს, რომელსაც „მექანიკური ყასბის“ მოწყობილობაში (ხის კონტეინერში) დებენ. ეს ღორი რამდენიმე წამში სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტებად მუშავდება, რომლებსაც მეყასბე კონტეინერის მეორე მხრიდან იღებს და დახლზე აწყობს.

მსგავსი თემატიკაა გამოყენებული ბევრ სხვა ფილმშიც, მათ შორის ჯორჯ ალბერტ სმიტის „სოსისების დამზადებაში“ (ასევე ცნობილი, როგორც „ყველაფრის დასასრული“) (1897), რომელშიც კატები და ძაღლები (იხვსა და ჩექმასთან ერთად) მოწყობილობის გამოყენებით სოსისებად გარდაიქმნებიან. იმავე წელს შეიქმნა Biograph Company-ს „სოსისების ქარხანა“, რომელიც კონვეიერის ლენტის სისტემის პაროდიას წარმოადგენდა. Edison Studios-მა გადაიღო „მხიარულება ყასაბთან“ (1901) და „ძაღლების ქარხანა“ (1904) რომელთაგან ორივე ასახავდა შინაური ძაღლების ძეხვეულად ქცევას. ამ ორი ჩანაწრიდან პირველში ნაჩვენებია უბრალო, პრიმიტიული მოწყობილობა, ხოლო მეორეში ელექტრონით მომუშავე დანადგარს ვხედავთ, რომელსაც პროცესის უკუგამეორებაც შეუძლია.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hardy, Phil (1984) The Aurum Film Encyclopedia, Volume 2: Science Fiction. Overlook Press, გვ. 19-24. 
  2. Richards, Gregory B. (1984) Science Fiction Movies. Bison Books, გვ. 20. ISBN 0-8317-7705-2.