მეფის მთელი მხედრიონი
იერსახე
| მეფის მთელი მხედრიონი | |
|---|---|
| ავტორი | რობერტ პენ უორენი |
| მშობლიური ენა | ინგლისური |
| დაწერის ადგილი | აშშ |
| გამოცემულია | 1946 |
| ქართულად თარგმნა | ვალენტინა ტატიშვილი, 1978 |
მეფის მთელი მხედრიონი — რობერტ პენ უორენის რომანი. გამოიცა 1946 წელს.
რომანში ასახულია 1930-იან წლებში ამერიკის სამხრეთული შტატის გუბერნატორის, ვილი სტარკისა და მისი ამალის ცხოვრება. ვილი სტარკის პროტოტიპი იყო ჰიუ ლონგი, რომელიც 30-იან წლებში ლუიზიანას გუბერნატორი, შემდეგ აშშ-ის სენატორი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობისთვის მებრძოლი იყო.
ნაწარმოების მიხედვით ფილმები გადაიღეს 1949 და 2006 წლებში. 1949 წლის ვერსიამ მიიღო ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1947 - პულიცერის პრემია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეფის მთელი მხედრიონი Google Books-ზე
- რომანის პირველი გამოცემის ფოტოები