მეფე ბელას ნოტარიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანონიმუსის ქანდაკება ბუდაპეშტის პარკში, შექმნილია 1903 წელს.

მეფე ბელას ნოტარიუსი (ლათ. Anonymi Bele Regis Notarii) — ხშირად მოიხსენიებენ როგორც ანონიმუსს, უნგრეთის მეფის ბელა III-ეს ნოტარიუსი და მემატიანე. მის შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა მისი ლათინური სახელის პირველი ასო იყო P, რადგან ის საკუთარ თავს უწოდებს "P. dictus magister".-ს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ის იყო პეტრე - დიორის ეპისკოპოსი.

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია - Gesta Hungarorum ("უნგრელთა გმირობები"), რომელიც დაახლოებით 1200 წელს ლათინურადაა დაწერილი. ეს შრომა ყველაზე უფრო დეტალურად აღწერს უნგრელთა შუა დუნაის დაბლობზე (უნგრ. honfoglalás) ჩამოსვლას, ასევე მისი ნაწერებიდანაა ცნობილი მადიარების შვიდი ბელადის სახელები.

ერთადერთი გადარჩენილი ხელნაწერი თარიღდება XIII საუკუნით და ინახება სეჩენის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბუდაპეშტში. ის უნგრულად 1799 წელს პეჩის ეკლესიის მსახურმა იშტვან ლეთენიეიმ და 1890 წელს კაროლი ჟაბომ თარგმნეს. and Károly Szabó (1860).

Gesta Hungarorum-დან ცნობილია, რომ ის წარმოშობით იყო ტისას ზემო წელიდან და დაახლოებული იყო აბას ოჯახთან. შესავალში წერს, რომ სწავლობდა დასავლეთ ევროპაში (სავარაუდოდ პარიზში), სადაც შეისწავლა ის ჟანრი რა ჟანრითაც წერს Gesta-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]