მეფე-ზარბაზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მეფე-ზარბაზანი
Moscow July 2011-10a.jpg
კოორდინატები 55°45′04″ ჩ. გ. 37°37′05″ ა. გ. / 55.75111° ჩ. გ. 37.61806° ა. გ. / 55.75111; 37.61806
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი, მოსკოვი
არქიტექტორი ანდრეი ჩოხოვი
ტიპი ზარბაზანი
მასალა ბრინჯაო
სიგრძე 5,34 მ
დასრულების თარიღი 1586 წ.

„მეფე-ზარბაზანი“ (რუს. Царь-пушка) — სამსხმელო ხელოვნების ძეგლი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.[1] ჩამოსხმულია 1586 წელს ოსტატ ანდრეი ჩოხოვის მიერ. წარმოადგენს შუა საუკუნეების საარტილერიო იარაღს. სიგრძე 5,34 მ, მასა 39,3 ტ. კალიბრი 890 მმ. განკუთვნილი იყო კრემლის თავდაცვისათვის, თუმცა არც ერთხელ არ გაუსროლიათ. შემკობილია რელიფური სარტყლებით, მათ შორის თედორე I-ის გამოსახულებით. ლაფეტი გაკეთდა 1835 წელს. განლაგებულია მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე, „მეფე-ზარის“ გვერდით. ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ზარბაზანი გაკეთდა თედორე I-ის ბრძანებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Портнов М. Э. Царь-пушка и Царь-колокол. — М: Московский рабочий, 1990. — 48 с.
  2. Гордеев Н. В. Царь-пушка. — М: Московский рабочий, 1969. — 56 с. — 60 000 экз.