იონა მეუნარგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეუნარგია, იონა)
იონა მეუნარგია
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1852(1852-11-26) ან 1852
დაბადების ადგილი ცაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1919
გარდაცვალების ადგილი ცაიში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია და ჟენევის უნივერსიტეტი
ნათესავ(ებ)ი პეპუ მეუნარგია

იონა მეუნარგია (დ. 26 ნოემბერი, 1852, ცაიში — გ. 1919 , იქვე) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იონა მეუნარგიას წინაპრების შესახებ ცნობები ისტორიულ ქრონიკებში XVIII საუკუნიდან ჩნდება. ისინი ცაიშის საკათედრო ტაძრის მსახურები იყვნენ. მწერლის პაპა, პეპუ მეუნარგია XIX საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმული ოქრომჭედელი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო მარტვილის სამრევლო სკოლაში, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორს პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი

1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიდი გულისყურით ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების მდინარებას. იქვე ჰქონდა შეხვედრა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსთან – ვიქტორ ჰიუგოსთან.

1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია სამშობლოში დაბრუნდა და როგორც იტყვიან, მთელი არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღვწოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში, რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოერბრივ საქმიანობაში. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 39-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[1] ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით საგვარეულო საძვალეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]