შინაარსზე გადასვლა

მეტყველების ნაკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტყველების ნაკლიადამიანის არასწორი მეტყველება ნორმალური სმენის პირობებში, რომლის დროს ადგილი აქვს მეტყველების არსებული ნორმების დარღვევას. ასეთ დროს დარღვეულია მეტყველების ბგერითი, ლექსიკურ-გრამატიკული მხარე, რიტმი, ტემპი, ხმა, წერის და კითხვის უნარი. მეტყველების ნაკლებია აფონია, აგრამატიზმი, ალექსია და სხვა. მეტყველების ნაკლს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური და ბავშვობის პერიოდის თავისებურებანი. მეტყველების ნაკლს მკურნალობს ლოგოპედია.