შინაარსზე გადასვლა

მეტყველების გენეზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტყველების გენეზისიადამიანის მიერ ბავშვობის ასაკში მეტყველების დაუფლება. პროცესს წინ უსწრებს კონტაქტის პრიმიტიულ ფორმები, რომელთა გამოვლენა იწყება პირველივე თვიდან. შემდეგ ხდება ზოგიერთი ხშირად მოსმენილი ბგერის მექანიკური ასოციაციური დაკავშირება ნაცნობ საგანთან ან მოქმედებასთან. ძუძს ასაკში იწყება ტიტინი. მეტყველების დასაწყისად ითვლება პირველი სიტყვების თქმა. ნამდვილი მეტყველება იწყება 2 წლის ასაკიდან, როცა სიტყვა იხმარება ობიექტის აღსანიშნავად.

  • ნათაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 620.
  • ნათაძე რ. „დაბადებიდან თხუთმეტ წლამდე“, თბ. 1962
  • უზნაძე დ. „ბავშვის ფსიქოლოგია“, „სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია“ // შრომები ტ. 5, თბ. 1967