მეტყევეობა
მეტყევეობა ― მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ტყის არსებობა-განვითარების კანონებს, ზრდის თავისებურებებს, მიზნად ისახავს ტყის აღზრდას, მერქნის გამოყენებას, მისი წყალშემნახი, ნიადაგდაცვითი და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შესწავლას. საქართველოში მეტყევეობის სწავლება დაიწყო 1931 წლიდან.
ტყეთმცოდნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტყევეობის ნაწილია ტყეთმცდონეობა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის ტყის გავრცელების კანონზომიერებას და მისი შემადგენელი ჯიშების ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ მახასიათებლებს. ტყეთმცოდნეობა გამოარძჩევს მარტიც, ერთსართულიან და რთულ, ორ-ან მეტსართულიან ტყეს. ქვედა სართულში იზრდება უფრო ჩრდილის ამტანი, ვიდრე სინათლის მომთხოვნი სახეობები. ქვედა სართულში იზრდება ქვეტყე, რომელიც ბუჩქებისაგან შედგება.
გამოყენებითი მეტყევეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოყენებითი მეტყევეობის მიზანია ტყის გაშენება, მისი წარმადობის გაზრდა, მოვლითი და სარგებლობის ჭრების ჩატარება, ტყიდან მერქანის მოპოვება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გულისაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 620.
- გულისაშვილი ვ., ზოგადი მეტყევეობა, წიგნი 1-2, თბილისი, 1974-1975