მეტიჩარა (ფილმი)
იერსახე
| „მეტიჩარა“ | |
|---|---|
|
უკრაინული პლაკატი | |
| დამდგმელი რეჟისორი |
ნელი ნენოვა გენო წულაია |
| სცენარის ავტორი |
ანატოლი გალიევი, ედუარდ ტროპინინი |
| როლებში |
ნინო სურგულაძე თეიმურაზ ნაცვლიშვილი |
| კომპოზიტორი | იოსებ ბარდანაშვილი |
| ხმის ოპერატორი |
დავით კანდელაკი, იური ფედნევი |
| ოპერატორი | იგორ კრეპსი |
| მხატვარი | ნაუმ ფურმანი |
| სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
| გამოსვლის თარიღი | 1988 |
| ხანგრძლივობა | 84 წუთი |
| ქვეყანა |
|
| ენა | ქართული |
„მეტიჩარა“ — სს „ქართული ფილმის" 1988 წლის ფილმი. რეჟისორები ნელი ნენოვა და გენო წულაია.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„მეტიჩარა“ დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის მეტსახელია, რომელიც ბათუმელმა ფოტოგრაფმა რობინზონმა დაიმეგობრა და მის ნიშანზე ნაპირთან მიცურავს. რობინზონი მის საიდუმლოს თბილისიდან ჩამოსულ შვილს — ნინიკოს გაანდობს. დელფინთან მეგობრობა ნინიკოს სრულიად შეცვლის და მამასთანაც დაამეგობრებს, რომელიც მშობლების დაშორების შემდეგ პირველად ნახა. თბილისში დაბრუნებულიც სულ მამასა და „მეტიჩარაზე“ ფიქრობს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნინო სურგულაძე — ნინიკო
- თეიმურაზ ნაცვლიშვილი — რობინზონი
- ნატო წულაია — ლია
- შოთა ქრისტესაშვილი — ალექსი
- პავლე ნოზაძე — გერონტი
- თამარ სხირტლაძე — მარო
- გიზო სიხარულიძე — ფარნაოზ
- ნინო ხომასურიძე — ლიზიკო
- აბრეკ ფხალაძე
- ბადრი კაკაბაძე
- ზურაბ ბეგალიშვილი
- კოტე ბურჯანაძე
- ტატიანა ლავრენტიევა
- ალექსანდრე გეგეჭკორი