მეტალახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეტალახია
Broad billed sandpiper by Sreedev Puthur.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Limicola falcinellus (Pontoppidan, 1763)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693464

მეტალახია,[1] მეტალახე[2] (ლათ. Limicola falcinellus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. ამავე დასახელების გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 15–18 სმ, მასა 30–50 . დედალი ზომებით მამალს აღემატება. ნისკარტი გრძელია, ბოლოში ქვევითა მხარეს მოხრილი. შუბლი და კეფა მუქი მურაა, სადაც ორი გრძივი, ვიწრო, მოთეთრო ზოლი გასდევს; თვალის ზემოდან ბევრად ფართო, ღია ფერის ზოლია. სხეულის ზედა ნაწილი მოშავო-მურად არის შეფერილი, აყრია წითური და თეთრი ფხაჭები, რაც წარმოქმნის ქერცლოვან შეფერილობას (ნახატს); კუდზედა ბულბული და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია; კისერზე, მკერდსა და გვერდებზე მუქი, სამკუთხედის ფორმის ლაქები აყრია. ბუდობს ევრაზიის ტუნდრის სამხრეთ სარტყელში, ტყეტუნდრასა და ჩრდილოეთ ტაიგაში; იზამთრებს აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის, ინდონეზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე. ძირითადად სახლობს ჭაობებში, მთებში ადის ზღვის დონიდან 1000 -მდე. იკვებება მცირე ზომის უხერხემლოებითა და წყლის მცენარეთა თესლებით. ბუდეს აკეთებს წყლით გარშემორტყმულ ბურცობზე ან ბუჩქზე. დედალი დებს 4 (ზოგჯერ 3) კვერცხს, კრუხობს მამალი დაახლ. 3 კვირის განმავლობაში; ბარტყებზეც, როგორც ჩანს, მხოლოდ ის ზრუნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 22, 135, 199, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. მეტალახე // დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, ლონდონი: გარნეტი, 2006.