დავით მესხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მესხი, დავით)
დავით მესხი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1860
ქუთაისი, იმერეთი
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1943 (83 წლის)
რიონი, იმერეთი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი

დავით სიმონის ძე მესხი (დ. 26 იანვარი, 1860, ქ. ქუთაისი — გ. 26 დეკემბერი, 1943, სოფ. რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავითმა ლათინური ენის პედაგოგთან უსიამოვნების გამო ქუთაისის გიმნაზია ვერ დაამთავრა. 1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ „დროების“ რედაქციაში თავის ძმასთან სერგეი მესხთან. 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „შრომას“, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები: „სიკოია დენშჩიკი“, „სუსტი მხარე“, „მედეა“, ორგინალური კომედია „გემრიელი ლუკმა“ და სხვა. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაბეჭდილი მისი „მოგონებანი“ ცალკე წიგნად გამოიცა 1940 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იმერული სცენები „გასართობი“ : პროზა და ლექსი. - ქუთაისი, ვ. ბეჟანეიშვილის გამოცემა, 1902. - 54გვ.
  • გასართობი იმერული სცენები პროზათ და ლექსათ. - ქუთაისი, ი. კილაძის და ი. ხელაძის სტ., 1900. - 44გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 602.
  • ეფემია მესხი: მოგონებები, სტატიები და წერილები მსახიობისა / შემდგ. შეს. სტატია და შენიშვნები მაყვალა ცხომარიასი. - თბ. : ხელოვნება, 1957

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]