მესტუმრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მესტუმრე — შუა საუკუნეების საქართველოში არსებული ერთ-ერთი თანამდებობა, რომლის მოვალეობათა შორის უცხოელი ელჩების, დიპლომატიური მისიების მიღება და კონტაქტების წარმოება შედიოდა.

მესტუმრე ამირეჯიბის და მანდატურთუხუცესის „ქვეშეთ“ მდგომი მოხელე იყო და „მოციქულთა შემთხუევანი“ და „მეძღუნეთა ჯეროვანი მისაგებელნი“ ჰქონდა მინდობილი.

მესტუმრეს ანუ „სტუმართ მოურავს“ (საბა) მოციქულთა, სტუმრებისა და მეძღვენეთა დახვედრა-მიღების თადარიგის დამჭერი მოხელე ძველ საქართველოში. მესტუმრეს სახელმწიფოსაგან განსაზღვრული სარგო ჰქონდა და სტუმრებისაგანაც საჩუქრის სახით მნიშვნელოვან გასამრჯელოს იღებდა. მესტუმრეთა უფროსს მესტუმრეთუხუცესი ეწოდებოდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მესტუმრისა და მესტუმრეთუხუცესის მნიშვნელობით შემოვიდა „მემანდარი“ და „მემანდარბაში“. მემანდრები და მემანდარბაში ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდნენ. ტერმინი „მესტუმრე“ „მემანდრის“ შემოსვლის შემდეგაც იხმარებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1 ტფ., 1928, გვ. 165-166;