მესინის უნივერსიტეტი
| მესინის უნივერსიტეტი | |
|---|---|
| იტალ. Università degli Studi di Messina | |
| ლათ. Universitas Studiorum Messanae[1] | |
![]() უნიმეს ლოგო | |
|
მესინის უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი | |
| დევიზი | ტრადიცია და ცვლილება, ხმელთაშუა ზღვის ცენტრში (Tradizione e cambiamento, al centro del Mediterraneo) |
| დაფუძნდა | 1548 |
| ტიპი | სახელმწიფო |
| რექტორი | ჯოვანა სპატარი |
| სტუდენტი | 23,779 (2018/2019) |
| ქალაქი | მესინა |
| პროვინცია | მესინა |
| ქვეყანა | იტალია |
| კამპუსი |
ცენტრალე პოლიკლინიკო ანუნციატა პაპარდო |
| კავშირები | ORCID[2] [3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , Netval Research Universities Network[5] , Coalition for Advancing Research Assessment[6] და უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
| აფილაცია | ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტების გაერთიანება |
![]() | |
| international.unime.it | |
მესინის უნივერსიტეტი (ლათ. Studiorum Universitas Messanae; ასევე ცნობილი, როგორც UniME) — სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს მესინაში, კუნძულ სიცილიაზე, იტალიაში. დაარსდა 1548 წელს პაპ პავლე III-ის მიერ და იყო მსოფლიოში პირველი იეზუიტური კოლეჯი.[7] დღეს არის იტალიის უძველეს უნივერსიტეტებს შორის.
უნივერსიტეტი შედგება 12 დეპარტამენტისგან, ჯამში კი მოიცავს 80-ზე მეტ საბაკალავრო პროგრამას, 20-ზე მეტ სამაგისტრო პროგრამას და 13 სადოქტორო პროგრამას. პროგრამებს შორის 7 ინგლისურენოვანია. უნივერსიტეტში ჯამში 23000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც განაწილებულნი არიან ქალაქ მესინაში, 4 კამპუსში.
საუკუნეების განმავლობაში მესინის უნივერსიტეტი იყო ისეთი მეცნიერებისა და ისტორიული ფიგურების ინტერესის ცენტრი, როგორებიც არიან: ჯოვანი პასკოლი, მარჩელო მალპიგი, გაეტანო სალვემინი და ვიტორიო ემანუელე ორლანდო.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტი 12 განყოფილებისგან შედგება:
- უძველესი და თანამედროვე ცივილიზაციების დეპარტამენტი
- ეკონომიკის დეპარტამენტი
- სამართლის დეპარტამენტი
- საინჟინრო დეპარტამენტი
- კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის დეპარტამენტი
- ზრდასრულთა და ბავშვთა ადამიანის პათოლოგიის განყოფილება „გაეტანო ბარესი“
- ბიოსამედიცინო, სტომატოლოგიური, მორფოლოგიური და ფუნქციონალური გამოსახულების მეცნიერებათა დეპარტამენტი
- ქიმიური, ბიოლოგიური, ფარმაცევტული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტი
- შემეცნებითი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კვლევების დეპარტამენტი
- მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების, ფიზიკურ მეცნიერებათა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი
- პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
- ვეტერინარიის მეცნიერებათა დეპარტამენტი
კამპუსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უნივერსიტეტს მესინაში, 4 ლოკაციაზე აქვს კამპუსი:
ცენტრალური ადმინისტრაციული შენობები და ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერების, სამართლისა და განათლების ფაკულტეტები განლაგებულია მესინის ცენტრში, უნივერსიტეტის ან პოლო ცენტრალეს ისტორიულ ადგილას.
მედიცინის ფაკულტეტი მდებარეობს ქალაქის მთავარ საავადმყოფოში, Policlinico G. Martino-ში, რომელიც მდებარეობს მესინის სამხრეთ რაიონში.
მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტები განლაგებულია პოლო პაპარდოში, რომელიც გადაჰყურებს ცნობილ მესინის სრუტეს.
ვეტერინარული მედიცინის, ფარმაციისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტები მდებარეობს Polo Annunziata-ს კამპუსში, რომელიც ასევე არის უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Studiorum Universitas ოფიციალურად დააარსა რომის პაპმა პავლე III-მ 1548 წლის ნოემბერში, თუმცა ქალაქი მე-13 საუკუნის ბოლოდან უკვე გამოირჩეოდა იურიდიულ სკოლით, უძველესი კულტურული ტრადიციებით და მე-15 საუკუნეში ცნობილი ძველი ენების სკოლით.
უნივერსიტეტმა თავისი საქმიანობა მხოლოდ 1596 წელს დაიწყო. ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური სასწავლო პროცესის დასაწყისი, რომელიც დასრულდა 1678 წელს, როდესაც ათენეუმი დაიხურა ანტიესპანური აჯანყების შედეგად. ამ წლების განმავლობაში მესინის უნივერსიტეტს ძლიერი პოლიტიკური და კულტურული გავლენა ჰქონდა. უნივერსიტეტი მაღალ დონეზე განვითარდა, მოღვაწეობდნენ პროფესორები, მათ შორის ჯოვანი ალფონსო ბორელი, პიეტრო კასტელი, ჯოვანი ბატისტა კორტეზი, კარლო ფრაკასატი, ჯაკომო გალო, მარიო ჯურბა, მარჩელო მალპიგი და ფრანჩესკო მაუროლიკო.
ათენეუმი 1838 წელს ხელახლა დააფინანსა მეფე ფერდინანდ II-მ, მაგრამ ის კვლავ დაიხურა 1847 წელს ანტი-ბურბონების აჯანყების გამო და მხოლოდ 2 წლის შემდეგ გაიხსნა.
ამ წლების შემდეგ უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ლექტორები: პიეტრო ბონფანტე, ლეონარდო კოვიელო, ვიტორიო მარტინეტი, ვიტორიო ემანუელე ორლანდო, ჯოვანი პასკოლი და გაეტანო სალვემინი.
1908 წლის მიწისძვრამ გაანადგურა ქალაქი მესინა. ნანგრევების ქვეშ დაიღუპა თოთხმეტი ლექტორი, ხოლო ბიბლიოთეკების და სამეცნიერო დაწესებულებების უმრავლესობა განადგურდა. უნივერსიტეტი ხელახლა გაიხსნა 1909 წლის ოქტომბერში იურიდიული ფაკულტეტით.
1914-1915 წლებში მეცნიერებათა, ფარმაციისა და მედიცინის ფაკულტეტი სირთულეების მიუხედავად კვლავ გაიხსნა.
1919-1920 წლებში სამედიცინო ფაკულტეტის ყველა კურსი ამუშავდა ადგილობრივი ინსტიტუტების წყალობით. მათ დაამტკიცეს კონსორციუმის შექმნა, რომელიც მართავდა სამოქალაქო საავადმყოფოს, სადაც დროებითი საუნივერსიტეტო კლინიკები იყო განლაგებული.
იმავე წელს მესინის უნივერსიტეტმა აღიდგინა სრუტის Athenaeum-ის ტიტული.
ყოველწლიურად ათენეუმი ამაგრებდა შენობებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის კულტურულ მოვლენებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკონსტრუქციის რთული პერიოდიც გადალახა რექტორების გაეტანო მარტინოსა და სალვატორ პულიატის წყალობით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მესინის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
- მესინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ვებ-გვერდი (იტალიური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Search.
- ↑ https://orcid.org/members/001G000001qlQMDIA2-universita-degli-studi-di-messina
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20220805081904/https://netval.it/chi-siamo/soci-netval/
- ↑ https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
- ↑ How the First Jesuits Became Involved in Education.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

