მესიე 96
| გარდამავალი სპირალური გალაქტიკა | |
|---|---|
| მესიე 96 | |
| ინგლ. Messier 96 | |
|
გარდამავალი სპირალური გალაქტიკა მესიე 96 | |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| თანავარსკვლავედი | ლომის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) | 10სთ 46წთ 45.6847წმ [1] |
| დახრილობა (δ) | +11° 49′ 12.003″[1] |
| მანძილი | 31 ± 3 მლნ. სინ. წელი (9.6 ± 1.0 მპს)[2] |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) | 9.2[3] |
| მახასიათებლები | |
| ტიპი | SAB(rs)ab[1] |
| წითელი წანაცვლება | 0.002962±0.000002[1] |
| ზომა | ~78 ათ. სინ. წელი (23.93 კპს)[1] |
| კუთხური ზომა | 7.6′ × 5.2′[1] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | პიერ მეშენი |
| აღმოჩენის წელი | 1781 |
| სხვა აღნიშვნები | IRAS 10441+1205, NGC 3368, UGC 5882, MCG +02-28-006, PGC 32192, CGCG 066-013 |
| მესიე 96 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 96 | |
მესიე 96 ან M96 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 3368) — გარდამავალი სპირალური გალაქტიკა ლომის თანავარსკვლავედში. იგი დედამიწიდან დაახლოებით 31 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
აღმოჩენა და ხილვადობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M96 აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა 1781 წლის 20 მარტს.[4] შარლ მესიემ ის ოთხი დღის შემდეგ დაადასტურა და ნისლეულისებრი ობიექტების თავის კატალოგში შეიტანა.
ამ ობიექტის დანახვა დიდი ზომის ბინოკლით რთულია. კარგი ხილვადობის პირობებში, იდეალური მინიმალური შესაძლებლობები 25.4 სმ დიაფრაგმის მქონე ტელესკოპს გააჩნია; ის საშუალებას იძლევა, დავინახოთ გალაქტიკის 3x5 კუთხური წუთის ზომის ჰალო და მისი უფრო კაშკაშა ცენტრალური ნაწილი.[5]
ეს რთული სტრუქტურის მქონე გალაქტიკა დედამიწიდან დაკვირვების ხაზის მიმართ დაახლოებით 53°-იანი კუთხითაა დახრილი; მისი ორიენტაცია 172°-იანი პოზიციური კუთხით ხასიათდება.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M96 კლასიფიცირდება როგორც ორმაგი ტოტის მქონე სპირალური გალაქტიკა, რომელსაც ბირთვის გარშემო მცირე ზომის შიდა ამოზნექილობა გააჩნია. ბირთვი LINER2 ტიპის სუსტ აქტივობას ავლენს. ბირთვიდან გამომავალი ულტრაიისფერი გამოსხივების ცვლილებები სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს. ამ ობიექტის მასის შეფასებები მერყეობს 1.5×106 — 4.8×106 M☉-ს შორის.[6]
M96 მასითა და ზომით დაახლოებით ირმის ნახტომის ტოლია. ეს ძლიერ ასიმეტრიული გალაქტიკაა; მისი მტვერი და გაზი არათანაბრადაა განაწილებული სუსტად გამოხატულ სპირალურ მკლავებში, ხოლო ბირთვი გალაქტიკის უკიდურეს წერტილებს შორის არსებული შუა წერტილიდან გადახრილია. ასიმეტრიულია მისი მკლავებიც; ვარაუდობენ, რომ ეს გალაქტიკათა ჯგუფში შემავალი სხვა გალაქტიკების გრავიტაციული ზემოქმედების შედეგია. M96-ს სწავლობენ ახლომდებარე 50 გალაქტიკის კვლევის ფარგლებში, რომელიც ცნობილია როგორც Legacy ExtraGalactic UV Survey (LEGUS).[7] ეს კვლევა ადგილობრივ სამყაროში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესის უპრეცედენტო სურათს გვაწვდის.
სუპერნოვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M96-ში ერთი სუპერნოვაა დაფიქსირებული.
- SN 1998bu (Ia ტიპის, 13-ე ვარსკვლავიერი სიდიდის) 1998 წლის 9 მაისს მირკო ვილიმ აღმოაჩინა [8][9][10]. მაქსიმალურ სიკაშკაშეს (დაახლოებით 11.6 ვარსკვლავიერი სიდიდე) მან 21 მაისს მიაღწია, რითაც 1998 წლის ყველაზე კაშკაშა სუპერნოვად იქცა, რის შემდეგაც მისი სიკაშკაშე თანდათან შემცირდა.[8] ერთი წლის შემდეგ განხორციელებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აფეთქების შედეგად გამოტყორცნილ მასაში 0.4 მზის მასის ტოლი რკინა წარმოიქმნა. სუპერნოვას ნარჩენის სპექტრმა დაადასტურა რადიოაქტიური იზოტოპის — 56Co-ს არსებობა, რომელიც იშლება და 56Fe-დ გარდაიქმნება.[9]
M96-ის ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M96 არის ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა M96-ის ჯგუფში — გალაქტიკათა გაერთიანებაში ლომის თანავარსკვლავედში, რომლის შემადგენლობაში ასევე შედის მესიეს კატალოგის სხვა ობიექტები: M95 და M105. ამ ჯგუფს კიდევ სულ მცირე ცხრა გალაქტიკა ემატება.[10][11][12][13]
ეს არის ადგილობრივი ჯგუფის უახლოესი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს კაშკაშა სპირალურ და კაშკაშა ელიფსურ (M105) გალაქტიკებს.[14]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NOAO: M96 დაარქივებული 2014-08-11 საიტზე Wayback Machine.
- SEDS: Spiral Galaxy M96
- Gray, Meghan; Hardy, Liam. M96 – Spiral Galaxy. Deep Sky Videos. Brady Haran.
- Messier M96 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- Messier 96 SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 "NASA/IPAC Extragalactic Database", Results for NGC 3368, http://nedwww.ipac.caltech.edu/. წაკითხვის თარიღი: 2006-10-24
- ↑ Jensen, Joseph B.; Tonry, John L.; Barris, Brian J.; Thompson, Rodger I. (2003), "Measuring Distances and Probing the Unresolved Stellar Populations of Galaxies Using Infrared Surface Brightness Fluctuations", Astrophysical Journal 583 (2): 712–726,
- ↑ Messier 96. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2022. ციტირების თარიღი: 30 April 2022
- ↑ Seligman, Courtney. The Messier Catalog: Galaxies - M96. ციტირების თარიღი: 30 June 2025
- ↑ Thompson, Robert Bruce; Thompson, Barbara Fritchman (2007), Illustrated Guide to Astronomical Wonders, Diy Science, O'Reilly Media, Inc., p. 283, ISBN 978-0-596-52685-6, https://books.google.com/books?id=ymt9nj_uPhwC&pg=PA283
- ↑ Nowak, N.; Thomas, J.; Erwin, P.; Saglia, R. P. (April 2010), "Do black hole masses scale with classical bulge luminosities only? The case of the two composite pseudo-bulge galaxies NGC 3368 and NGC 3489", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 403 (2): 646–672,
- ↑ Legacy ExtraGalactic UV Survey (LEGUS site). website. ციტირების თარიღი: 21 Oct 2016
- ↑ Bishop, David. Images of Supernova 1998bu in M96. ციტირების თარიღი: 30 June 2025
- ↑ Spyromilio, J.; Gilmozzi, R.; Sollerman, J.; Leibundgut, B. (November 2004), "Optical and near infrared observations of SN 1998bu", Astronomy and Astrophysics 426 (2): 547–553,
- ↑ Nearby Galaxies Catalog, Cambridge University Press, 1988, ISBN 978-0-521-35299-4
- ↑ Fouque, P.; Gourgoulhon, E.; Chamaraux, P.; Paturel, G. (1992), "Groups of galaxies within 80 Mpc. II – The catalogue of groups and group members", Astronomy and Astrophysics Supplement 93: 211–233
- ↑ Garcia, A. (1993), "General study of group membership. II – Determination of nearby groups", Astronomy and Astrophysics Supplement 100: 47–90
- ↑ Pisani, A.; Marinoni, Christian; Ceriani, Lorenzo; Pisani, Armando (2000), "Nearby Optical Galaxies: Selection of the Sample and Identification of Groups", Astrophysical Journal 543 (1): 178–194,
- ↑ Hubble Peers into a Galactic Maelstrom (2015-09-04). ციტირების თარიღი: 2015-09-04
| ||||||||||