მესიე 93
| ღია ვარსკვლავთგროვა | |
|---|---|
| მესიე 93 | |
| ინგლ. Messier 93 | |
|
ღია ვარსკვლავთგროვა მესიე 93 კიჩოს თანავარსკვლავედში | |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| თანავარსკვლავედი | კიჩოს თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) |
07სთ 44წთ 30.0წმ [1] |
| დახრილობა (δ) | −23° 51′ 24″[1] |
| მანძილი მზის სისტემიდან |
3.38 ათ. სინ. წელი (1.037 კპს)[1] |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) |
6.0[2] |
| კუთხური სიდიდე | 10′[3] |
| ფიზიკური მახასიათებლები | |
| მზის მასა | 723 M☉[4] |
| რადიუსი | 10 სინ. წელი[3] |
| დადგენილი ასაკი | 387.3 მლნ. წელი[1] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | შარლ მესიე |
| აღმოჩენის წელი | 1781 |
| სხვა აღნიშვნები | NGC 2447, Cr 160, OCl 649.0 |
| მესიე 93 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 93 | |
მესიე 93 ან M93 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 2447, არსებების ვარსკვლავთგროვა) — ღია ვარსკვლავთგროვა კიჩოს თანავარსკვლავედში.
აღმოჩენა და ხილვადობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]M93 აღმოაჩინა შარლ მესიემ და 1781 წელს შეიტანა კომეტის მსგავსი ობიექტების თავის კატალოგში.[5] კაროლინა ჰერშელმა ის დამოუკიდებლად აღმოაჩინა 1783 წელს, რადგან ეგონა, რომ მესიეს ის ჯერ არ ჰქონდა კატალოგში შეტანილი.[6]
უოლტერ სკოტ ჰიუსტონმა აღწერა მისი გარეგნული სახე:[7]
ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ გროვას ზღვის ვარსკვლავის ფორმა აქვს. საშუალო ზომის ტელესკოპით, არცთუ ისე გამჭვირვალე ცის პირობებში, ის სწორედ ასე გამოიყურება, თუმცა (ოთხდიუმიანი რეფრაქტორით) ის ვარსკვლავებით მდიდარ ტიპურ გალაქტიკურ გროვად აღიქმება.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას აქვს ტრუმპლერის კლასიფიკაცია I 3 r, რაც მიუთითებს, რომ ის ძლიერ კონცენტრირებულია (I), გამოირჩევა სიკაშკაშის ფართო დიაპაზონით (3) და მდიდარია ვარსკვლავებით (r).[8]
M93 მზის სისტემიდან დაახლოებით 3 380 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.[1] მისი სივრცული რადიუსი 10 სინათლის წელია,[3] მოქცევის რადიუსი — 13.1±2.3 სინ. წელი,[4] ხოლო ბირთვის რადიუსი — 4.2 სინათლის წელი.[9] მისი ასაკი 387.3 მილიონ წლად არის შეფასებული.[1] ის თითქმის გალაქტიკურ სიბრტყეში მდებარეობს და მოძრაობს ორბიტაზე, რომლის მანძილი გალაქტიკის ცენტრიდან 28-29 ათ. სინ. წელი (8.5-8.9 კპს)-ს შორის მერყეობს; ორბიტული პერიოდი კი 242.7 ± 7.9 მილიონ წელს შეადგენს.[1]
M93-ში აღმოჩენილია ორმოცდათოთხმეტი ცვალებადი ვარსკვლავი, მათ შორის: ერთი ნელა პულსირებადი B-ტიპის ვარსკვლავი, ერთი მბრუნავი ელიფსოიდური ცვალებადი ვარსკვლავი, შვიდი „დელტა სკუტის“ (Delta Scuti) ტიპის ცვალებადი ვარსკვლავი, ექვსი „გამა დორადუსის“ (Gamma Doradus) ტიპის ცვალებადი ვარსკვლავი და ერთი ჰიბრიდული δ[b] Sct/γ Dor პულსატორი.[10] მათ შორის არსებულ ოთხ სპექტროსკოპიულ-ბინარულ სისტემას „ყვითელი ჩამორჩენილი ვარსკვლავის“ (yellow straggler) კომპონენტიც აქვს.[11]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SEDS: Open Star Cluster M93
- Gray, Meghan; Zarnecki, John. M93 – Open Cluster. Deep Sky Videos. Brady Haran. ციტირების თარიღი: 2018-12-05
- Messier M93 on WikiSky: DSS2, SDSS, GALEX, IRAS, Hydrogen α, X-Ray, Astrophoto, Sky Map, Articles and images
- Messier 93 SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 Wu, Zhen-Yu; Zhou, Xu; Ma, Jun; Du, Cui-Hua (November 2009), "The orbits of open clusters in the Galaxy", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 399 (4): 2146–2164,
- ↑ Messier 93. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2023. ციტირების თარიღი: 30 April 2022
- 1 2 3 Finlay, Warren H. (2014), Concise Catalog of Deep-Sky Objects: Astrophysical Information for 550 Galaxies, Clusters and Nebulae, The Patrick Moore Practical Astronomy Series (2nd რედ.), Springer, p. 120, ISBN 978-3319031705, https://books.google.com/books?id=eJDIAwAAQBAJ&pg=PA120
- 1 2 Piskunov, A. E.; Schilbach, E.; Kharchenko, N. V.; Röser, S. (January 2008), "Tidal radii and masses of open clusters", Astronomy and Astrophysics 477 (1): 165–172,
- ↑ Frommert, Hartmut; Kronberg, Christine (September 2, 2007), "Messier 93", SEDS Messier pages (Students for the Exploration and Development of Space (SEDS)), http://www.messier.seds.org/m/m093.html. წაკითხვის თარიღი: 2018-12-07
- ↑ Hoskin, Michael (February 1, 2016), "Gazing at the starry heavens", Astronomy & Geophysics 57 (1): 1.22–1.25,
- ↑ Houston, Walter Scott (2005). Deep-Sky Wonders. Sky Publishing Corporation. ISBN 978-1-931559-23-2.
- ↑ Maitzen, H. M. (November 1993), "Photoelectric Search for Peculiar Stars in Open Clusters - Part Fourteen - NGC1901 NGC2169 NGC2343 CR:132 NGC2423 and NGC2447", Astronomy and Astrophysics Supplement 102 (1): 1
- ↑ Piskunov, A. E.; Schilbach, E.; Kharchenko, N. V.; Röser, S. (June 2007), "Towards absolute scales for the radii and masses of open clusters", Astronomy and Astrophysics 468 (1): 151–161,
- ↑ Eyer, L.; Eggenberger, P.; Greco, C.; Saesen, S. (September 2010), „Time resolved surveys of stellar clusters“, JENAM 2010, Joint European and National Astronomy Meeting held 6-10 September, 2010 in Lisbon Portugal, pp. 212, 212
- ↑ da Silveira, M. D.; Pereira, C. B.; Drake, N. A. (June 2018), "Red giants and yellow stragglers in the young open cluster NGC 2447", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 476 (4): 4907–4931,
| ||||||||||