შინაარსზე გადასვლა

მესიე 48

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღია ვარსკვლავთგროვა
მესიე 48
ინგლ. Messier 48
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი ჰიდრის თანავარსკვლავედი
პირდაპირი
აღვლენა
(α)
08სთ 13წთ 43.0წმ [1]
დახრილობა (δ) −05° 45′ 00″[1]
მანძილი მზის
სისტემიდან
2500 სინ. წელი (770 პს)[1]
ხილული
ვარსკვლავიერი
სიდიდე
(m)
5.8[2][3]
კუთხური სიდიდე 30′[2]
ფიზიკური მახასიათებლები
მზის მასა 2366+1109
−755
 M☉
[4]
რადიუსი 63 სინ. წელი[4]
ლითონშემცველობა [Fe/H] =−0.063±0.007 dex
დადგენილი ასაკი 450±50 მლნ. წელი[5]78
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენ(ებ)ი შარლ მესიე
აღმოჩენის წელი 1771
სხვა აღნიშვნები M48, NGC 2548, Cr 179, H IV-22
მესიე 48 ვარსკვლავიერ ცაზე
მესიე 48 ვიკისაწყობში

მესიე 48 ან M48 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 2548) — ღია ვარსკვლავთგროვა ჰიდრის თანავარსკვლავედში. იგი მდებარეობს ჰიდრისა და ერთრქას (Monoceros) თანავარსკვლავედებს შორის საზღვართან, ჰიდრის დასავლეთ კიდესთან ახლოს.[6] ჰიდრის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავ ალფარდიდან (Alphard) აღმოსავლეთით და ოდნავ სამხრეთით, დაახლოებით 18° 34′-ის დაშორებით.[7]

იგი 1771 წელს შარლ მესიემ აღმოაჩინა, თუმცა იმ ადგილას, სადაც მან მიუთითა გროვა არ მდებარეობს; მან შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც M47-ის შემთხვევაში. მის მიერ მითითებული პირდაპირი აღვლენის მნიშვნელობა ემთხვევა რეალობას, თუმცა დახრილობის მაჩვენებელი ხუთი გრადუსით ცდომილებას შეიცავს.[8] ზოგჯერ აღმოჩენის ავტორად 1783 წელს კაროლინა ჰერშელს მიიჩნევენ.[8] მისმა ძმისშვილმა, ჯონ ჰერშელმა, გროვა ასე აღწერა: „შესანიშნავი გროვა, რომელიც მთელ ხედვის არეს ავსებს; მე-9, მე-10 და მე-13 ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავები — და არცერთი მათზე სუსტი, თუმცა ცის ფონი, რომელზეც ის მდებარეობს, უამრავი უმცირესი წერტილითაა მოფენილი“.[7]

კარგი ატმოსფერული პირობებისას M48 შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მისი ყველაზე კაშკაშა წევრია ვარსკვლავი HIP 40348, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე 8.3-ს შეადგენს.[7] გროვა მზიდან დაახლოებით 2500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.[1] იზოქრონების საფუძველზე განსაზღვრული ასაკი 400±100 მილიონი წელია, ხოლო გიროქრონოლოგიით მიღებული შეფასება — 450±50 მილიონი წელი; ეს მონაცემები საკმაოდ კარგ თანხვედრაშია ერთმანეთთან.[5] ამგვარად, ასაკის მიხედვით იგი შუალედურ ადგილს იკავებს პლეიადებს (დაახლ. 100 მლნ წელი) და ჰიადებს (დაახლ. 650 მლნ წელი) შორის. რკინის (Fe) შემცველობაზე დაყრდნობით, გროვის ლითონშემცველობა შეადგენს [Fe/H] = −0.063±0.007 dex-ს (სადაც -1 ნიშნავს მზეზე ათჯერ ნაკლებ შემცველობას). იგი უფრო ღარიბია ლითონებით, ვიდრე პლეიადების, ჰიადებისა და პრეზეპეს გროვები.[9]

გროვას გააჩნია 63.3 ± 7.8 სინათლის წლის (19.4 ± 2.4 პარსეკის)[4] ტოლფასი მოქცევითი რადიუსი, მოიცავს სულ მცირე 438[10] წევრს და მისი მასა 2366 M☉-ს[4] შეადგენს. გროვის საერთო სტრუქტურა ფრაგმენტული და არათანაბარია, რაც შესაძლოა გალაქტიკურ დისკოსთან ურთიერთქმედებით იყოს განპირობებული. ამჟამად გროვა დაყოფილია სამ ჯგუფად, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კოლექტიური საკუთარი მოძრაობა ახასიათებს.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Wu, Zhen-Yu; Zhou, Xu; Ma, Jun; Du, Cui-Hua (November 2009), "The orbits of open clusters in the Galaxy", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 399 (4): 2146–2164,
  2. 1 2 Mullaney, James (2007), The Herschel Objects and How to Observe Them, Astronomers' Observing Guides, Springer Science & Business Media, p. 93, ISBN 978-0387681252, https://books.google.com/books?id=HFg2sOjrFtsC&pg=PA93
  3. ↑ Inglis, Mike (2011), A Field Guide to Deep-Sky Objects, Springer New York, p. 110, ISBN 9781461412663, https://books.google.com/books?id=ZM_K3XlND-0C&pg=PA110
  4. 1 2 3 4 Piskunov, A. E.; Schilbach, E.; Kharchenko, N. V.; Röser, S. (January 2008), "Tidal radii and masses of open clusters", Astronomy and Astrophysics 477 (1): 165–172,
  5. 1 2 Barnes, Sydney A.; Weingrill, Joerg; Granzer, Thomas; Spada, Federico (November 2015), "A color-period diagram for the open cluster M 48 (NGC 2548), and its rotational age", Astronomy & Astrophysics 583: 21, , A73
  6. ↑ Sinnott, Roger W.; Perryman, Michael A. C. (1997), Millennium Star Atlas, 2, Sky Publishing Corporation and the European Space Agency, p. 810, ISBN 0-933346-83-2
  7. 1 2 3 Adam, Len (2018), Imaging the Messier Objects Remotely from Your Laptop, The Patrick Moore Practical Astronomy Series, Springer, p. 227, ISBN 978-3319653853, https://books.google.com/books?id=7nNUDwAAQBAJ&pg=PA227
  8. 1 2 Houston, Walter Scott (2005), Deep-Sky Wonders, Sky Publishing Corporation, ISBN 978-1-931559-23-2
  9. ↑ Sun, Qinghui; Deliyannis, Constantine P.; Steinhauer, Aaron; Twarog, Bruce A. (May 2020), "WIYN Open Cluster Study LXXIX. M48 (NGC 2548) I. Radial Velocities, Rotational Velocities, and Metallicities of Stars in the Open Cluster M48 (NGC 2548)", The Astronomical Journal 159 (5): 13, , 220
  10. 1 2 Vicente, Belén; Sánchez, Néstor; Alfaro, Emilio J. (September 2016), "NGC 2548: clumpy spatial and kinematic structure in an intermediate-age Galactic cluster", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 461 (3): 2519–2526,