მესიე 28
| სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა | |
|---|---|
| მესიე 28 | |
| ინგლ. Messier 28 | |
|
სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა მესიე 28 მშვილდოსნის თანავარსკვლავედში | |
| დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000.0) | |
| კლასი | IV[1] |
| თანავარსკვლავედი | მშვილდოსნის თანავარსკვლავედი |
| პირდაპირი აღვლენა (α) |
18სთ 24წთ 32.89წმ [2] |
| დახრილობა (δ) | –24° 52′ 11.4″[2] |
| მანძილი მზის სისტემიდან |
18.26 ± 0.98 ათ. სინ. წელი (5.6 ± 0.3 კპს) |
| ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) |
6.8[3] |
| კუთხური სიდიდე | 11′.2"[4] |
| ფიზიკური მახასიათებლები | |
| მზის მასა | 5.51×105 M☉[5] |
| რადიუსი | 30 სინ. წელი |
| ლითონშემცველობა | [Fe/H] =–1.32[5] |
| დადგენილი ასაკი | 12 მლრდ. წელი[6] |
| აღმოჩენის ისტორია | |
| აღმომჩენ(ებ)ი | ედმუნდ ჰალეი |
| აღმოჩენის წელი | 1714 |
| სხვა აღნიშვნები | GCl 94, M28, NGC 6626 |
| მესიე 28 ვარსკვლავიერ ცაზე | |
მესიე 28 | |
მესიე 28 ან M28 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 6626) — სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. იგი 1764 წელს ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ აღმოაჩინა. მან ობიექტი მოკლედ ასე აღწერა: „ნისლეული, რომელიც არ შეიცავს ვარსკვლავებს... მრგვალი ფორმის, ძნელად შესამჩნევი 3.5-ფუტიან ტელესკოპში; დიამეტრი — 2′“.[7]
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცაზე იგი მდებარეობს მესამე სიდიდის ვარსკვლავ ლამბდა მშვილდოსნის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ გრადუსზე ნაკლები მანძილით. გროვა მკრთალად მოჩანს ბინოკლით, როგორც ბუნდოვანი ლაქა,[8] ხოლო ადვილად იძებნება მცირე ზომის (8 სმ დიაფრაგმის მქონე) ტელესკოპით, სადაც ის 11.2'-ის ზომის ნისლეულისებრ ობიექტად ჩანს. 15 სმ დიაფრაგმის მქონე ტელესკოპით შესაძლებელია გროვის ბირთვის დანახვა და პერიფერიაზე რამდენიმე ცალკეული ვარსკვლავის გარჩევა. უფრო დიდი ტელესკოპები უკეთეს გარჩევადობას უზრუნველყოფს;[4] მაგალითად, 25 სმ დიამეტრის ტელესკოპით ჩანს მკვრივი, 2'-ის ზომის ბირთვი, რომლის შიდა ნაწილი კიდევ უფრო მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა.[8]
იგი დედამიწიდან დაახლოებით 18300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.[9] მისი მასა დაახლოებით 551000 M☉ შეადგენს;[5] ლითონშემცველობა (საშუალოდ -1,32, რაც ჩვენს მზეზე 10-ჯერ ნაკლებ მაჩვენებელს ნიშნავს), სტრუქტურული ერთგვაროვნება და ვარსკვლავური ევოლუციის გვიანი ეტაპის ობიექტების სიჭარბე მიუთითებს იმაზე, რომ გროვის ასაკი დაახლოებით 12 მილიარდი წელია.[6] მის შემადგენლობაში აღმოჩენილია RR Lyrae-ს ტიპის 18 ცვალებადი ვარსკვლავი.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწორედ ამ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვაში აღმოაჩინეს პირველი მილიწამური პულსარი — PSR B1821–24. აღმოაჩინეს ინგლისში, ჯოდრელ ბანკის ობსერვატორიაში მდებარე „ლოველის ტელესკოპის“ გამოყენებით.[10] მოგვიანებით, დასავლეთ ვირჯინიის „გრინ ბანკის“ ობსერვატორიის ტელესკოპით, მასში კიდევ 11 მსგავსი ობიექტი აღმოჩნდა. 2011 წლის მონაცემებით, ირმის ნახტომთან დაკავშირებულ გროვებს შორის ეს ობიექტი მესამე ადგილზეა პულსარების რაოდენობით (ტერზან 5-ისა და 47 ტუკანის შემდეგ).[11]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Shapley, Harlow; Sawyer, Helen B. (August 1927), "A Classification of Globular Clusters", Harvard College Observatory Bulletin 849 (849): 11–14
- 1 2 Shapley, Harlow; Sawyer, Helen B. (August 1927), "A Classification of Globular Clusters", Harvard College Observatory Bulletin, 849 (849): 11–14, Bibcode:1927BHarO.849...11S.
- ↑ Messier 28. ციტირების თარიღი: 21 July 2024
- 1 2 Inglis, Mike (2004), Astronomy of the Milky Way: Observer's guide to the northern sky, Patrick Moore's Practical Astronomy Series, 1, Springer, p. 21, ISBN 978-1852337094, https://books.google.com/books?id=y4t_-459RPUC&pg=SA2-PA8
- 1 2 3 Boyles, J.; Lorimer, D. R.; Turk, P. J.; Mnatsakanov, R. (November 2011), "Young Radio Pulsars in Galactic Globular Clusters", The Astrophysical Journal 742 (1): 51,
- 1 2 Koleva, M.; Prugniel, Ph.; Ocvirk, P.; Le Borgne, D. (April 2008), "Spectroscopic ages and metallicities of stellar populations: validation of full spectrum fitting", Monthly Notices of the Royal Astronomical Society 385 (4): 1998–2010,
- ↑ Burnham, Robert (1979), Burnham's celestial handbook: an observer's guide to the universe beyond the solar system, Dover books explaining science, 3 (2nd რედ.), Dover Publications, p. 1609, ISBN 978-0486236735, https://archive.org/details/burnhamscelestia03burn/page/1609
- 1 2 Thompson, Robert Bruce; Thompson, Barbara Fritchman (2007), Illustrated Guide to Astronomical Wonders, Diy Science, O'Reilly Media, Inc., p. 402, ISBN 978-0596526856, https://books.google.com/books?id=ymt9nj_uPhwC&pg=PA402
- ↑ Oliveira, R. A. P.; Ortolani, S.; Barbuy, B.; Kerber, L. O.; Maia, F. F. S.; Bica, E.; Cassisi, S.; Souza, S. O.; Pérez-Villegas, A. (2022). „Precise distances from OGLE-IV member RR Lyrae stars in six bulge globular clusters“. Astronomy & Astrophysics. 657: A123. arXiv:2110.13943. Bibcode:2022A&A...657A.123O. doi:10.1051/0004-6361/202141596. S2CID 239998638.
- ↑ JBO - Stars. Jodrell Bank Observatory. ციტირების თარიღი: 2007-06-01
- ↑ Bogdanov, Slavko; van den Berg, Maureen; Servillat, Mathieu; Heinke, Craig O. (April 2011), "Chandra X-ray Observations of 12 Millisecond Pulsars in the Globular Cluster M28", The Astrophysical Journal 730 (2): 81,
| ||||||||||