შინაარსზე გადასვლა

მესიე 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა
მესიე 2
ინგლ. Messier 2

მესიე 2 გადაღებული ჰაბლის ტელესკოპის მიერ
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
კლასი II[1]
თანავარსკვლავედი მერწყულის თანავარსკვლავედი
პირდაპირი
აღვლენა
(α)
21სთ 33წთ 27.02წმ [2]
დახრილობა (δ) −00° 49′ 23.7″[2]
მანძილი მზის
სისტემიდან
38.140 ათ. სინ. წელი (11.693 კპს)[3]
ხილული
ვარსკვლავიერი
სიდიდე
(m)
6.5[4]
კუთხური სიდიდე 16.0′
ფიზიკური მახასიათებლები
მზის მასა 1.04×105 M☉[5]
რადიუსი 87.3 სინ. წელი
ლითონშემცველობა [Fe/H] =–1.65[5]
დადგენილი ასაკი 12.5 მლრდ. სინ. წელი[6]
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენ(ებ)ი ჯოვანი დომინიკო მარალდი
აღმოჩენის წელი 1746
სხვა აღნიშვნები NGC 7089[7]
მესიე 2 ვარსკვლავიერ ცაზე
მესიე 2 ვიკისაწყობში

მესიე 2 ან M2 (ასევე ცნობილი, როგორც NGC 7089) — სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა მერწყულის თანავარსკვლავედში. მდებარეობს ირმის ნახტომში, ვარსკვლავ β მერწყულიდან ხუთი გრადუსით ჩრდილოეთით. იგი აღმოაჩინა ჯოვანი დომინიკო მარალდიმ 1746 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ცნობილ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვას.

აღმოჩენა და ხილვადობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

M2 აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა ჯოვანი დომინიკო მარალდიმ 1746 წელს,[8] როდესაც ჟაკ კასინისთან ერთად აკვირდებოდა კომეტას.[9] შარლ მესიემ ის ხელახლა აღმოაჩინა 1760 წელს, მაგრამ ეგონა, რომ ეს იყო ნისლეული, რომელსაც არანაირი ვარსკვლავი არ ჰქონდა. 1783 წელს, უილიამ ჰერშელი იყო პირველი, ვინც გროვის ცალკეული ვარსკვლავები დააფიქსირა.[10]

ძალიან კარგ პირობებში M2 ძლივს ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ბინოკლი ან პატარა ტელესკოპი ამ გროვას არავარსკვლავურად ამოიცნობს, ხოლო უფრო დიდი ტელესკოპები ცალკეულ ვარსკვლავებს დაადგენენ, რომელთაგან ყველაზე კაშკაშა 12 ვარსკვლავიერი სიდიდისაა.[11]

M2 დედამიწიდან დაახლოებით 37,500 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. 175 სინათლის წლის დიამეტრით, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სფეროსებრი ვარსკვლავთგროვაა. გროვა მდიდარი, კომპაქტური და მნიშვნელოვნად ელიფსურია. ის 12.5 მილიარდი წლისაა და ერთ-ერთი უძველესი სფეროსებრი ვარსკვლავთგროვაა, რომელიც ასოცირდება ირმის ნახტომის გალაქტიკასთან.[6]

M2 შეიცავს დაახლოებით 150,000 ვარსკვლავს, მათ შორის 21 ცნობილ ცვლად ვარსკვლავს. მისი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები წითელი და ყვითელი გიგანტური ვარსკვლავებია. საერთო სპექტრული ტიპია F4.[7] M2 არის გეა-ენცელადის ნაწილი, რომელიც შერწყმული ჯუჯა გალაქტიკის ჰიპოთეტური ნაშთია.[12]

გეას მონაცემებმა განაპირობა გაფართოებული მოქცევითი ვარსკვლავური ნაკადის აღმოჩენა, დაახლოებით 45 გრადუსი სიგრძისა და 300 სინ. წელი (100 პს) სიგანის, რომელიც სავარაუდოდ ასოცირდება M2-თან. შესაძლოა, ის განიცდიდა პერტურბინაციას მაგელანის დიდი ღრუბლის არსებობის გამო.[13]

მესიე 2 მდებარეობს ჩვენს ირმის ნახტომის გალაქტიკაში და არის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავური გროვა, რომელიც მიეკუთვნება ირმის ნახტომს. სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების უმეტესობის მსგავსად, M2 გვხვდება გალაქტიკურ ჰალოში, კერძოდ, სამხრეთ გალაქტიკურ ქუდში. ეს მას ირმის ნახტომის სამხრეთ პოლუსის ქვემოთ ათავსებს.[14]

ოოსტერჰოფის კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
RRab ცვლადი ვარსკვლავის სინათლის მრუდი

M2 განისაზღვრება, როგორც ოოსტერჰოფის II ტიპის სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა. ოოსტერჰოფის ტიპი არის სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც თავდაპირველად პიტერ ოოსტერჰოფმა აღმოაჩინა, სადაც სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები ზოგადად ორ ტიპად იყოფა. ოოსტერჰოფის ტიპი განისაზღვრება გროვის ab RR Lyrae ცვლადი ვარსკვლავების ლითონშემცველობით, ასაკით და საშუალო პულსაციის პერიოდით. ​​გროვის ლითონშემცველობა -1.6-ზე ნაკლები, ასაკი 13 მილიარდ წელზე მეტი,[15] და საშუალო RRab Lyrae პულსაციის პერიოდი დაახლოებით 0.64 დღე მიუთითებს II ტიპის გროვაზე.[16] ეს 0.64 დღიანი მნიშვნელობა, −1.65 ლითონშემცველობასთან ერთად, იმის მტკიცებულებაა, რომ M2 მიჰყვება ოოსტერჰოფის უფსკრულის ფენომენს. ეს არის დამზერილი ხარვეზი ირმის ნახტომში I და II ტიპის კლასტერების დაჯგუფებაში ლითონშემცველობისა და საშუალო RRab პულსაციის პერიოდის დიაგრამაზე.[17]

M2 გარკვეულწილად ანომალიაა ოოსტერჰოფის ტიპთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებს ლითონშემცველობისა და RRab Lyrae-ს პულსაციის პერიოდის პირობებს, მისი ასაკი სინამდვილეში 12.5 მლრდ. წელია, რაც გაცილებით ნაკლებია ოოსტერჰოფის II ტიპის კლასტერისთვის ნორმალურ 13 მლრდ. წლის ზღვრულ ასაკზე. ეს მოულოდნელია, რადგან კლასტერის ასაკი ზოგადად განისაზღვრება ლითონშემცველობით. თუმცა, ეს ანომალია ახსნილია მარინ-ფრანჩის სტატიაში.[6] მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში ბოტევმა და სხვებმა შემოგვთავაზეს M2-ის ასაკის ახალი ქვედა ზღვარი 13.2 მლრდ. წელი.[18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Shapley, Harlow; Sawyer, Helen B. (August 1927). „A Classification of Globular Clusters“. Harvard College Observatory Bulletin. 849 (849): 11–14. Bibcode:1927BHarO.849...11S.
  2. 1 2 Goldsbury, Ryan; et al. (December 2010). „The ACS Survey of Galactic Globular Clusters. X. New Determinations of Centers for 65 Clusters“. The Astronomical Journal. 140 (6): 1830–1837. arXiv:1008.2755. Bibcode:2010AJ....140.1830G. doi:10.1088/0004-6256/140/6/1830. S2CID 119183070.
  3. ↑ Baumgardt, H.; Vasiliev, E. (2021). „Accurate distances to Galactic globular clusters through a combination of Gaia EDR3, HST, and literature data“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 505 (4): 5957. arXiv:2105.09526. Bibcode:2021MNRAS.505.5957B. doi:10.1093/mnras/stab1474.
  4. ↑ Messier 2. ციტირების თარიღი: 21 July 2024
  5. 1 2 Boyles, J.; et al. (November 2011). „Young Radio Pulsars in Galactic Globular Clusters“. The Astrophysical Journal. 742 (1): 51. arXiv:1108.4402. Bibcode:2011ApJ...742...51B. doi:10.1088/0004-637X/742/1/51. S2CID 118649860.
  6. 1 2 3 Marín-Franch, Antonio; Aparicio, Antonio; Piotto, Giampaolo; Rosenberg, Alfred; Chaboyer, Brian; Sarajedini, Ata; Siegel, Michael; Anderson, Jay; Bedin, Luigi R.; Dotter, Aaron; Hempel, Maren; King, Ivan; Majewski, Steven; Milone, Antonino P.; Paust, Nathaniel; Reid, I. Neill (2009). „The ACS Survey of Galactic Globular Clusters. VII. Relative Ages“. The Astrophysical Journal. 694 (2): 1498. arXiv:0812.4541. Bibcode:2009ApJ...694.1498M. doi:10.1088/0004-637X/694/2/1498. S2CID 118407466.
  7. 1 2 M 2. SIMBAD. Centre de données astronomiques de Strasbourg. ციტირების თარიღი: 2006-11-15
  8. ↑ Stephen James O'Meara (7 April 2014). Deep-Sky Companions: The Messier Objects. Cambridge University Press, გვ. 47–. ISBN 978-1-107-01837-2. 
  9. ↑ THE GLOBULAR CLUSTER M2 – Astronomy Magazine – Interactive Star Charts, Planets, Meteors, Comets, Telescopes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-29. ციტირების თარიღი: 2023-04-29
  10. ↑ admin. (2015-01-17) Messier 2 en-US. ციტირების თარიღი: 2023-04-29
  11. ↑ Cudworth, Kyle M.; Rauscher, Bernard J. (1987). „Astrometry and Photometry in the Globular Cluster System M2“. The Astronomical Journal. 93: 856. Bibcode:1987AJ.....93..856C. doi:10.1086/114369.
  12. ↑ Myeong, G. C; Evans, N. W; Belokurov, V; Sanders, J. L; Koposov, S. E (2018). „The Sausage Globular Clusters“. The Astrophysical Journal. 863 (2): L28. arXiv:1805.00453. Bibcode:2018ApJ...863L..28M. doi:10.3847/2041-8213/aad7f7. S2CID 67791285.
  13. ↑ Grillmair, Carl J. (2022). „The Extended Tidal Tails of NGC 7089 (M2)“. The Astrophysical Journal. 929 (1): 89. arXiv:2203.04425. Bibcode:2022ApJ...929...89G. doi:10.3847/1538-4357/ac5bd7. S2CID 247318732.
  14. ↑ M2, NGC 7089 en. ციტირების თარიღი: 2023-04-29
  15. ↑ van den Bergh, Sidney (2011). „Some Systematics of Galactic Globular Clusters“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 123 (907): 1044–1053. arXiv:1108.0708. Bibcode:2011PASP..123.1044V. doi:10.1086/662132. ISSN 0004-6280.
  16. ↑ Stobie, R. S. (1971). „On the Difference Between the Oosterhoff Types i and II Globular Clusters“. The Astrophysical Journal. 168: 381. Bibcode:1971ApJ...168..381S. doi:10.1086/151094.
  17. ↑ Kuehn, Charles A.; Smith, Horace A.; Catelan, Marcio; Jeon, Young-Beom; Nemec, James M.; Walker, Alistair R.; Kunder, Andrea; Dame, Kyra და სხვები. (2013-10-01). "RR Lyrae in the LMC: Insights Into the Oosterhoff Phenomenon". arXiv:1310.0553 [astro-ph.SR].
  18. ↑ Botev, Svetoslav; Petrov, Georgi; Valcheva, Antoniya; Nedialkov, Petko (2025-07-01). „Structural parameters of the globular cluster M 2 determined by ellipse fitting of its stellar density“. Physica Scripta. 100 (7): 075005. Bibcode:2025PhyS..100g5005B. doi:10.1088/1402-4896/add843. ISSN 0031-8949.